კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (144)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

№26 მარია მამუჩაშვილი: მას ჰქოდნა მცდელობა, მაგრამ მე არ მინდოდა. რაც არ გიგრძნია, იმის დაკარგვა არ გტკენს

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე Miss Tourism International-2019, ქართველმა მოდელმა, მარია მამუჩაშვილმა გაიმარჯვა. ეს მისთვის პირველი გამარჯვება არაა. წინა წლებში მან არაერთი კონკურსი მოიგო. უფრო დაწვრილებით მის შესახებ, ინტერვიუდან შეიტყობთ.
მარია მამუჩაშვილი: სამოდელო სააგენტო „კატრინის“ ხელმძღვანელობით, საქართველოში ჩატარდა კონკურსი, სადაც გამოვლინდა „მის საქართველო ტურიზმი“. კონკურსზე გავიმარჯვე და გავემგზავრე ფინალზე ბულგარეთში, სადაც 30 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო, რადგან ყველა ქვეყანა ცდილობდა, საუკეთესო კონკურსანტი ჰყოლოდა. როგორც ეკა მგალობლიშვილისთვის, ასევე ჩემთვისაც ძალიან საამაყო იყო, როცა 30 ქვეყანას შორის გამარჯვებულად საქართველო დაასახელეს.
– ელოდებოდი გამარჯვებას?
– ზოგადად, ვთვლი, რომ, როცა კონკურსზე მიდიხარ, საკუთარ თავში დარწმუნებული და თავდაჯერებული უნდა იყო. თუ ეს არ გაქვს, კომპლექსები გაწუხებს და ფიქრობ, ვიღაც შენზე უკეთესია, მაშინ წარმატებას ვერ მიაღწევ. მეც ყოველთვის ვფიქრობ, რომ არავინ ჩემზე მეტი არაა. მგონი, ეს მიდგომა ამართლებს (იცინის). ყველა კონკურსზე ველოდები გამარჯვებას. ეკა მგალობლიშვილის დამსახურებით, საერთაშორისო კონკურსებიდან საქართველოში ჯერ ხელცარიელი არავინ დაბრუნებულა.
– უცხოურ სააგენტოებთან თანამშრომლობ?
– შარშან პორტუგალიაში Best global of the year-ზე გავიმარჯვე და ერთწლიანი მოწვევა მქონდა მილანიდან, თუმცა ვერ წავედი, სწავლის გამო ვერ მოვახერხე. მინდოდა წასვლა, მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელი იყო. საერთაშორისო სტატუსი მაქვს და ძირითადად, უცხოეთში ვმოღვაწეობ. მეორე მომენტიც მაქვს, ჩემთვის მოდელობა უფრო ჰობის დონეზეა, პრიორიტეტი ყოველთვის სწავლაა. უბრალოდ, ეს არის სფერო, რომელშიც გამიმართლა. საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ვსწავლობ და პარალელურად, ერთ-ერთ კომპანიაში, პიარისა და მარკეტინგის განყოფილებაში ვმუშაობ.
– რატომ გგონია, რომ გაგიმართლა? მოდელობა ბავშვობიდან არ გინდოდა?
– უხეშად რომ ვთქვა, ნებისმიერ სფეროში გჭირდება პატრონი და გამართლება. ეკა მგალობლიშვილმა აღმომაჩინა, მომკიდა ხელი და მსოფლიო მანახა. რომ არა ის, დარწმუნებული ვარ, ამ სფეროში ვერ განვვითარდებოდი და საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერ გავიდოდი. სამოდელო კარიერა რომ დავიწყე, 13 წლის ვიქნებოდი, სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი სკოლის შესარჩევ ქასთინგზე. მერე ყველაფერი ნელ-ნელა აეწყო. მოდელობაზე არც ვფიქრობდი. ცოტა სხვანაირი ბავშვი ვიყავი, გამუდმებით ვსწავლობდი. 9-იანს რომ მივიღებდი, დირექტორთან ჩავდიოდი, მასწავლებელმა ამიხსნას, რატომ დამიწერა ეს ნიშანი-მეთქი (იცინის). ჩემს სამეცადინოს რომ ვამთავრებდი, მერე ჩემს დას ვეხმარებოდი. მოდელობა და მსგავსი რამ დიდად არ მაინტერესებდა.
– როცა მოდელობა გადაწყვიტე, ოჯახს როგორი რეაქცია ჰქონდა?
– დედაჩემი ძალიან თანამედროვეა და არ ჰქონია რაიმე უარყოფითი დამოკიდებულება, პირიქით, ყოველთვის ხელს მიწყობდა. თავიდან, როცა პატარა ვიყავი, სააგენტოში, სადაც დავდიოდი, ყოველთვიური გადასახადი მქონდა და ამ თანხასაც კი მიხდიდა. მაქსიმალურად გვერდში მედგა და მეხმარებოდა. ჩემი დაც მინდოდა გადმომებირებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე. რადიკალურად განსხვავებულია, ეს სფერო არ აინტერესებს.
– შენი მშობლები დაშორებულები არიან. ბავშვობაში მამის დეფიციტი არ გქონდა?
–  ბოლოს მამა რომ ვნახე, 5 წლის ვიყავი, იმდენად პატარა, რომ არც მახსოვს. დღემდე არანაირი კონტაქტი არ მაქვს, ოღონდ, ეს ჩემი სურვილითაა. მას ჰქონდა მცდელობა, მაგრამ მე არ მინდოდა. რაც არ გიგრძნია, იმის დაკარგვა არ გტკენს. მეც ასე ვარ, ვერ აღვიქვამ და ვერ განვიცდი. რაღაც მომენტებში დანაკლისი მქონდა, მაგრამ ძალიან იშვიათად. დეიდაშვილები ვართ ბევრნი და როცა ისინი ყვებოდნენ ხოლმე ოჯახურ ისტორიებს, მაშინ მქონდა ეგ განცდა. ისე, ძალიან გათამამებული ბავშვი ვიყავი, მაგრამ დინჯი.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– პირად ცხოვრებაში სტაბილურად ვარ. მყავს საყვარელი ადამიანი და უკვე ხუთი წელია, რაც ერთად ვართ. ამ ეტაპზე დაოჯახებაზე არ ვფიქრობთ. ჯერ მაინც კარიერასა და სწავლაზე ვარ ორიენტირებული.
– ბავშვობიდან ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებოდა, სიურპრიზებს გიკეთებდნენ?
– კი, ბევრნი იყვნენ. ერთი შემთხვევა მახსენდება. ბეჭედი გამოატანეს ჩემს კლასელს ჩემთან და მე კი არ მივიღე,  ამის ბეჭედი რად მინდა-მეთქი – არ მომწონდა ის პიროვნება. მერე ამ ბიჭს დედაჩემისთვის დაურეკავს, არ ვიცი, ნომერი საიდან გაიგო, მარიამი მიყვარს და რა ვქნაო. დედაჩემსაც უთქვამს: შვილო, მარიამი რა შესაყვარებელიაო (იცინის). ახლაც ასე ამბობს ხოლმე.

скачать dle 11.3