კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 ლიკა ალადაშვილი: ვიზრდებოდი როგორც პრინცესა, რადგან მამაჩემი ფინანსურად საკმაოდ შეძლებული იყო

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ლიკა ალადაშვილი მოსკოვში მცხოვრები ქართველი დიზაინერია, რომლის სამოსსაც მთელი რუსული ელიტა ირგებს. ის 18 წლის იყო, როცა საქართველოდან გაემგზავრა და თავისი კარიერა ქვეყნის საზღვრებს გარეთ აიწყო. თუმცა, საქართველოშიც საკმაოდ პატარამ მოიპოვა აღიარება და 17 წლის ასაკში უკვე შემდგარი დიზაინერი იყო. მისი ექსტრავაგანტური ჩაცმის სტილი ბევრს ახსოვს – თმაში ცოცხალი ხილი და უცნაური სამოსი... აღსანიშნავია ისიც, რომ ლიკა ქეთა თოფურიას მეგობარია. როგორც თავად ამბობს, მათი მეგობრობა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, რომელიც შემდეგ პარტინორობაში გადაიზარდა. უფრო დაწვრილებით მის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.
– თბილისში დაიბადეთ, იმ დროს ქვეყანაში საკმაოდ რთული პერიოდი იყო. როგორი ბავშვობა გქონდათ?
– ბავშვობაში ვერავინ ხვდება რთულ პერიოდებს. დავიბადე ულამაზეს და კეთილ ხალხში. მყავდა დიდი ოჯახი: ბაბუები, ბებიები, დეიდები, ბიძები... ვიზრდებოდი, როგორც პრინცესა, რადგანაც მამაჩემი ფინანსურად საკმაოდ შეძლებული იყო. ამის გამო, მახსოვს, როგორ ეშინოდათ, რომ ბანდიტებს არ მოვეტაცეთ (იცინის). ბარბის დიდი კოლექცია მქონდა და ბებიასთან ერთად კაბებს ვუკერავდი. ალბათ, ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები დიზაინერობისკენ. მშობლების დამსახურებით, ყოველთვის ბევრი სამოსი მქონდა და თავად ვირჩევდი, რა ჩამეცვა. ხუთებზე ვსწავლობდი და უამრავ წიგნს ვკითხულობდი, რასაც ახლა ძალიან იშვიათად ვაკეთებ. მოკლედ, ვიყავი იდეალური ბავშვი, იდეალური ცხოვრებით. ბავშვობიდან ძალიან ბევრი რამ მახსენდება და გული მწყდება, რომ ბევრი ჩემი უსაყვარლესი ადამიანი აღარ არის ცოცხალი. გული მწყდება, რომ მამაჩემი ვერ მოესწრო და ვერ ეთამაშა ჩემს შვილს. ის ამაზე ოცნებობდა.
– პოლიტიკოსობასა და ფილოსოფოსობაზე ფიქრობდით, ორივე სფერო შორსაა დიზაინისგან. როგორ დაიწყეთ სამოსის შექმნა?
– ალბათ, ზედმეტად თავდაჯერებული ვიყავი, როცა ფილოსოფოსობა მინდოდა, თუმცა ახლაც ვფილოსოფოსობ – ყველას ვუხსნი, რა არის ცხოვრების აზრი (იცინის). მიყვარს, როცა შემიძლია, ვიღაცა სწორ გზაზე დავაყენო და ვუთხრა, როგორ უნდა გახდეს უფრო კარგი, დავანახვო რამხელა პოტენციალია მასში და ასე შემდეგ. ზუსტად ამ თემაზე ვგეგმავ ახალი პროექტის გაკეთებას, რომელზეც ჯერ არ ვილაპარაკებ, რადგან საიდუმლოა. პოლიტიკოსობა მარტო საქართველოში უნდა ხალხს. ალბათ, იმიტომ, რომ ყოველთვის დაძაბული მდგომარეობაა და გინდა, ერი გადაარჩინო. დიზაინერობამდე დაუგეგმავად მივედი. უცებ დავიწყე კერვა და ჩემი ნაცნობები მთხოვდნენ, მათთვის ჩემებური უცნაური ტანსაცმელი შემეკერა.
– იქნებ პირველი ნაბიჯები გაიხსენოთ მოდის ინდუსტრიაში. რატომ წახვედით რუსეთში?
–  თბილისში წარმატებული იმ პერიოდში ვიყავი, როცა ყოველი მეორე არ იყო დიზაინერი. პირველი ჩვენება „აჭარა მიუზიკ-ჰოლში“ მქონდა და პატარაბავშვისთვის ეს საკმაოდ დიდი ნაბიჯი იყო. მოსკოვში ოჯახის გამო წამოვედი და მახსოვს, რომ ძალიან არ მინდოდა.
– უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება და საკუთარი ბრენდის შექმნა მარტივი არაა. რა სირთულეებს შეეჭიდეთ ემიგრანტობის დასაწყისში?
– უცხო ქვეყანაში მართლაც რთულია თავის დამკვიდრება. სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, როგორ მოხდა. ალბათ, ჩემი უჩვეულო ჩაცმულობითა და გარეგნობით ან ჩემი ღია ხასიათით. წარმატების ფორმულა არ მაქვს. იმისთვის, რომ იყო ბედნიერი, მთავარია, გიყვარდეს შენი თავი, ყველა ის ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებაში გაივლის. უნდა იყო გახსნილი და ყველასთან სამართლიანი. სირთულეები არ მახსოვს, ალბათ, იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი ყოველთვის გვერდში მედგა.
– ერთხელ თქვით, უცნაური ტიპი ვარ და ჩემთან ურთიერთობას თითქოს გაურბიანო. რა იგულისხმეთ?
– არ მახსოვს, სად ვთქვი. უბრალოდ, იყო დრო, როცა ყველას გავურბოდი. ყველას ცოტა უცნაური ვეჩვენებოდი – ისეთ თემებზე ვლაპარაკობდი, რომელზეც სხვას არ შეეძლო. თქვენთვის კარგად ნაცნობი ქეთევან თოფურია მეუბნება: ხალხისთვის ზედმეტად გახსნილი ხარ და ყველას ზედმეტად კარგად ექცევიო. ყველასთან ერთნაირი ვარ, არ მაინტერესებს, ჩემზე ვინ რას იტყვის. მინდა ვიფიქრო, რომ ყველა კარგია და ყველას ვუყვარვარ. თუ ვინმე არ მომწონს და ურთიერთობის დროს ენერგიას მაცლის, უბრალოდ, აღარ ვხვდები და ვცდილობ, არ ვეკონტაქტო.
– „ლიკაფორლოკა“ რუსეთის ბომონდის საყვარელი ბრენდია. როგორ შეძელით რუსული ელიტის ექსტრავაგანტურ სტილზე გადაყვანა?
– ელიტა... (იცინის) არ ვთვლი, რომ რაიმე ექსტრავაგანტურს ვაკეთებ. ეს ყველაფერი თავისით დატრიალდა, ალბათ, მეგობრების მხარდაჭერით.
– როგორ გადაიზარდა ქეთასთან მეგობრობა პარტნიორობაში? გაამართლა თქვენი ბრენდების გაერთიანებამ?
– ოჰ, მე და ქეთა თოფურია უდიდესი ბიზნესპარტნიორები ვართ (იცინის). მეგობრობა დიდი ხნის წინ დავიწყეთ და პარტნიორობაში შემდეგ გადაიზარდა. ჩვენი კოლაბორაცია ერთ დროს საკმაოდ წარმატებული იყო.
– თქვენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?
– ჩემს პირად ცხოვრებაში არის ერთი ულამაზესი და უჭკვიანესი კაცი, რომლის დანახვაზეც გული მიჩქარდება და ყოველ დილით სიამაყით ვივსები. მიხარია, რომ ის იდეალური კაცი, რომელთანაც ყოველი წუთი ბედნიერებისაა და ვისთვისაც შევეცდები, უფრო და უფრო კარგი გავხდე, თავად გავაჩინე. სხვა არაფერი ხდება.
– რუსეთში პრობლემა თუ შეგქმნიათ იმის გამო, რომ ქართველი ხართ?
– ქართველობის გამო რუსეთში არასოდეს შემქმნია პრობლემა. პირიქით, როცა იგებენ, რომ ქართველი ვარ, უფრო დიდი პატივისცემით მეპყრობიან. აქ ყველამ იცის, როგორი პატიოსნები და არამატერიალური ბუნების ადამიანები არიან ქართველები. უცხოეთში მცხოვრებ ქართულ ოჯახებს უფრო მეტი ტრადიცია აქვთ შემონახული, ვიდრე საქართველოში. რაც არ უნდა მოჰყვეს ამ ფრაზას, მინდა ვთქვა, რომ რუსები უფრო კარგი და უბოროტო ადამიანები არიან, ვიდრე ქართველები.  

скачать dle 11.3