კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 „ბეტა პლუს ფერტილიტი“ – უმაღლესი სტანდარტის ევროპული რეპროდუქციული კლინიკა თბილისში

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

  „ბეტა პლუს ფერტილიტი“ ევროპულ-კანადური რეპროდუქციული   კლინიკაა საქართველოში, რომელიც პაციენტებს სთავაზობს  ქალისა და მამაკაცის  რეპროდუქციული პრობლემების გადაჭრას ყველა შესაძლო თანამედროვე  მეთოდით.  თუ თქვენ უნაყოფობის  პრობლემა გაქვთ, იცოდეთ, რომ არ ხართ მარტო და თამამად შეგიძლიათ, გააკეთოთ არჩევანი კლინიკაზე, სადაც პროფესიონალ ექიმთა გუნდი მაღალი პროფესიული ეთიკით არის გამორჩეული და სადაც პაციენტის ინტერესები  ყველაფერზე მაღლა დგას. თუ თქვენ მოხვდით „ბეტა პლუს ფერტილიტში“,  ეს ნიშნავს, რომ   საიმედო ხელში ხართ!
  იმის მიუხედავად, რომ კლინიკას დიდი ხნის ისტორია არ აქვს,  უკვე მოიპოვა პაციენტების  ნდობა, რაც ადამიანებისთვის, რომლებიც გადიან მძიმე გზას უნაყოფობის პრობლემის გადაჭრის დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შთამბეჭდავია შედეგები, რომლითაც  „ბეტა პლუს ფერტილიტი“ გამოირჩევა – 80%-ზე მეტი წარმატებით დასრულებული შემთხვევა – ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი. აქ უამრავ ქალბატონს მიანიჭეს ბედნიერი დედობის სიხარული. „ბეტა პლუს ფერტილიტი“ არის კლინიკა, სადაც შესაძლებელია, მიიღოთ ხელმისაწვდომი პაკეტები – უფასო პროგრამა მოწყვლადი ჯგუფის  გარკვეული სეგმენტისთვს და მოქნილი განვადების სისტემა, რისი შესაძლებლობაც აქამდე  არ არსებობდა.
  რატომ უნდა გააკეთოთ არჩევანი „ბეტა პლუს ფერტილიტზე“?  რა უპირატესობებით არის გამორჩეული ეს რეპროდუქციული კლინიკა – ამ შეკითხვებზე პასუხებს „ბეტა პლუს ფერტილიტის“ წარმომადგენლებისგან მიიღებთ.
  ეკა ურუშაძე – „ბეტა პლუს ფერტილიტის“ დირექტორი: „ბეტა პლიუს ფერტილიტი“ არის ერთადერთი ევროპულ-კანადური ხელოვნური განაყოფიერების კლინიკა საქართველოში, რომელიც  გთავაზობთ რეპროდუქციული პრობლემების გადაჭრას ყველა შესაძლო მეთოდით. კლინიკაში შესაძლებელია რეპროდუქციული ხასიათის სირთულეების, უნაყოფობისა და სხვა გინეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აპრობირებული მიდგომებითა და ტექნოლოგიებით. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე, სამედიცინო ტექნიკით. დაკომპლექტებულია კვალიფიციური, გამოცდილი სამედიცინო გუნდით, რაც განაპირობებს კლინიკის წარმატებებს.  
– არსებობის არც თუ ხანგრძლივი ისტორიის მიუხედავად, რა  განაპირობებს  თქვენი კლინიკის მიმართ ასეთ სანდოობასა და პოპულარობას?
– წარმატების მაღალი მაჩვენებელი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. ჩვენ ვაცნობიერებთ, რაოდენ მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ ათასობით მშობლის ცხოვრებაში და შესაბამისად, დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს მოვალეობებს და ყოველდღიურად ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ ჩვენგან დახმარების მოლოდინში მყოფი მომავალი მშობლებისთვის. პროფესიული ეთიკის, თანაგრძნობისა და თავდადების პრინციპებზე დაყრდნობით, ჩვენ მივაღწიეთ საქართველოში წარმატების ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს. როგორც კონსერვატიული მკურნალობის შედეგად, ასევე, ინ ვიტრო მეთოდით დამდგარი ფეხმძიმობის პროცენტული მაჩვენებელი გახლავთ 80 პროცენტი და მეტი.  ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი ხელოვნური განაყოფიერების სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალ ექიმთა გუნდი, რომელშიც გაერთიანებული არიან მაღალკვალიფიციური ექიმები. ყველა მათგანმა მიიღო განათლება და გაიარა ტრენინგი ევროპაში. უკლებლივ ყველას აქვს ხელოვნური განაყოფიერების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება.
– რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი კლინიკის სერვისები მოსახლეობისთვის?
– ჩვენ  გაცნობიერებული გვაქვს, რომ  უნაყოფობის მკურნალობა საკმაოდ დიდ  რესურსს მოითხოვს როგორც ემოციური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უნაყოფო წყვილებმა ამ პრობლემის გადაჭრა მინიმალური ფინანსური დანახარჯებით შეძლონ. ცოტა ხნის წინ დავნერგეთ განვადების სისტემა. ჩვენ დიდი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით ვეკიდებით ურთიერთობებს პაციენტებთან, მათი ოჯახის წევრებთან.  რაც შეეხება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის  საკითხს, ჩვენ ვახორციელებთ უფასო ხელოვნური განაყოფიერების პროგრამას. ამ ეტაპზე  ხორციელდება ხუთი პროგრამა. უფასო პროგრამების გაგრძელებას მომავალშიც ვგეგმავთ.    
თამთა ცაავა – „ბეტა პლუს ფერტილიტის“  მთავარი გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი.
– უნაყოფობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის რა მეთოდებს სთავაზობს პაციენტებს „ბეტა პლუს ფერტილიტი“?  
– კლინიკა  „ბეტა პლუს ფერტილიტში“ დანერგილია ქალისა და მამაკაცის დიაგნოსტიკის ყველა მეთოდი – ჰორმონალური, ვირუსული, ბაქტერიული, ასევე ექოსკოპიური და სხვა მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორიცაა ემბრიონის გენეტიკური კვლევა საშვილოსნოში გადატანამდე, რაც უნაყოფო წყვილს სჭირდება. ჩვენთან შესაძლებელია რეპროდუქციული პრობლემების გადაჭრა ევროპასა და ამერიკაში  დანერგილი  ყველა  თანამედროვე  მეთოდით.  ეს
არის, როგორც უკვე გითხარით, ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის  დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნება, საშვილოსნოს ინსემინაცია, ინ ვიტრო განაყოფიერება, კვერცხუჯრედისა და სპერმის დონაცია, სუროგაცია, სპერმის  ტესტიკულარული  ასპირაცია.
ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობაში ძირითადი მიზეზის იდენტიფიცირებაა – რატომ არ დგება ორსულობა. მიზეზის დადგენის შემდგომ ინიშნება შესაბამისი  მკურნალობა.  იმ შემთხვევაში, თუ უნაყოფობა გამოწვეულია ენდოკრინული-ჰორმონული ფაქტორით,  პრობლემის მოგვარება  შედარებით მარტივია – ინიშნება ჰორმონული პრეპარატებით მკურნალობა, ტარდება საკვერცხეების სტიმულაცია და  დგება ორსულობა.  თუ საქმე გვაქვს მილისმიერ უნაყოფობასთან, პაციენტს ვთავაზობთ ინ ვიტრო განაყოფიერებას ან მილების ლაპარასკოპიულ მკურნალობას, ეს დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, საკვერცხის რეზერვზე, უნაყოფობის ხანგრძლივობაზე და ასე შემდეგ.  რაც შეეხება მამაკაცის უნაყოფობას, ის ძირითადად, უკავშირდება  სპერმატოგენეზის დარღვევას. მსუბუქი და საშუალო  ფორმის დარღვევის დროს პაციენტს ვთავაზობთ მედიკამენტოზურ მკურნალობას და დაორსულებას ბუნებრივი გზით, ასევე, ინსემინაციას, ხოლო  უფრო მძიმე ფორმის დარღვევების დროს, გამოსავალი არის ინ ვიტრო განაყოფიერება. ჩვენ თითოეულ წყვილს მკურნალობის ინდივიდუალურ მეთოდს ვთავაზობთ, რადგან ის, რაც შესაძლებელია ჩატარდეს 20-25 წლის ასაკის პაციენტთან,  შესაძლოა უშედეგო იყოს 40 წლის ქალბატონთან, რადგან უნაყოფობის  დროს, სხვა ფაქტორებთან ერთად, წყვილის ასაკს ძალიან დიდი, თითქმის გადამწყვეტი  მნიშვნელობა აქვს, რათა მეტად აღარ დაიკარგოს დრო, და რაც შეიძლება მალე დადგეს ორსულობა.
– თუ ორსულობა არ დადგა, სექსუალური ცხოვრების დაწყებიდან რამდენ ხანში უნდა მიმართოს წყვილმა ექიმს?  
– მოგეხსენებათ, გადამწყვეტი ფაქტორი მაინც ქალის ასაკია,  თუმცა აქაც მეტი კონკრეტიკაა საჭირო. მაგალითად, შესაძლოა, პაციენტი იყოს 25 წლის, მაგრამ პერმანენტულად აღენიშნებოდეს ციკლის დარღვევა, ასეთ დროს,  არ უნდა გვქონდეს მოლოდინი,  რომ  ორსულობა მალე შედგება. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ   სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე არსებული სხვადასხვა დარღვევა ან  ოპერაციული  ჩარევა, მაგალითად,   ენდომეტრიოზის, კისტის, მიომის არსებობა. ასეთ  შემთხვევაში, არ უნდა დაველოდოთ ერთი წლის გასვლას სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან. უმჯობესია, წყვილმა  დროულად  მიმართოს ექიმს. იგივე გადაწყვეტილებაა მისაღები, როდესაც ქალის ასაკი უკვე 35 წელსაა გადაცილებული.  ამ ასაკის  ზემოთ საშუალო რეკომენდებული პერიოდი არის 6 თვე, თუმცა თუ ამ ასაკამდეც  დიაგნოსტირებული იყო რაიმე სახის დარღვევა, უმჯობესია, წყვილმა დრო არ დაკარგოს და სწრაფად მიმართოს ექიმს.  
ვალერი ტოკარევი – „ბეტა პლუს ფერტილიტის“ წამყვანი ემბრიოლოგი.  
– რამდენად მნიშვნელოვანია ემბრიონის დიაგნოსტიკა ორსულობის დროს და რა რესურსი აქვს თქვენს  კლინიკას ამ მიმართულებით?
– ჩვენს კლინიკაში ყველა პაციენტს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, ჩაიტაროს პრეინპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა. ეს არის ემბრიონის კვლევა ჯერ კიდევ  მის გადატანამდე  მომავალი დედის საშვილოსნოში. ამ კვლევის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია, გამოვრიცხოთ  პათოლოგიური ორსულობის განვითარება, ნაყოფის დაბადება ქრომოსომული დაავადებით, ისეთით, როგორიცაა დაუნის სინდრომი, პატაუ, ტერნერი და ასე შემდეგ. საბოლოოდ, სასურველი ორსულობის მიღწევა პირველივე ემბრიონის გადატანის  შემდეგ საგრძნობლად იმატებს და მიიღწევა მთავარი მიზანი – ჯანმრთელი ბავშვის დაბადება ბედნიერ ოჯახში. რასაკვირველია, კვლევის ეს სახეობა ყველა პაციენტისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს, მისი ჩატარების საჭიროება განისაზღვრება სამედიცინო ჩვენებებით. ამის შესახებ ჩვენ დეტალურ ინფორმაციას ვაწვდით ჩვენთან მოსულ ყველა წყვილს.      
– შესაძლებელია თუ არა სპერმის,  კვერცხუჯრედის, ემბრიონის  გაყინვა თქვენს კლინიკაში?
– დღეს ჩვენს კლინიკაში ნებისმიერი ბიოლოგიური მასალის გაყინვა ხდება: სპერმის, კვერცხუჯრედის, ემბრიონის.  დღესდღეობით უფრო მეტად პოპულარული ხდება კვერცხუჯრედების გაყინვა, უფრო მეტი ახალგაზრდა გოგონა იწყებს ზრუნვას არა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, არამედ მომავალი  შვილების ჯანმრთელობაზეც. საქმე ისაა, რომ რაც უფრო ახალგაზრდაა ქალი, მით მაღალია ჯანმრთელი კვერცხუჯრედისა და მაღალი ალბათობით,  ჯანმრთელი ბავშვის დაბადების შანსი. ძალიან ბევრი ქალი სხვადასხვა მიზეზით გადაავადებს ხოლმე ბავშვის გაჩენას უფრო მაღალ ასაკში, ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა კვერცხუჯრედების გაყინვა, შენახვა, რადგანაც ახალგაზრდა კვერცხუჯრედები იყინება და ასეთ მდგომარეობაში ათეულობით წლები ინახება, ხოლო როცა მოვა დრო, გამოიყენება და მიიღებენ ჯანმრთელ ორსულობას, თითქოს ორსულობა ახალგაზრდა ასაკში შედგა. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა მიზეზით გაუარესების დროს, მაგალითად, ონკოლოგიური დაავადებიდან გამომდინარე ან სხვა პრობლემის გამო, ვარიკოცელე და სხვა, სპერმა წინასწარ იყინება, რაც ამ ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, ბიოლოგიური  შვილი მომავალში იყოლიოს, ხოლო ემბრიონის გაყინვის შემთხვევაში, როგორც სპერმისა და კვერცხუჯრედის გაყინვის დროს, მისი შენახვა ათეული წლების განმავლობაშია შესაძლებელი.    
  თუ თქვენ გაქვთ პრობლემები  უნაყოფობასთან  დაკავშირებით, დეტალური ინფორმაციისთვის და ვიზიტზე ჩასაწერად დაუკავშირდით  კლინიკა „ბეტა პლუს ფერტილიტს“.
აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი.
ელეფონი: 595 00-95-93.
დაგვიმეგობრდით „ფეისბუქზე“
საიტის მისამართი: www.betaplusfertility.com


скачать dle 11.3