კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№26 „საქართველოს ბანკის“ ახალი, ინოვაციური საგადახდო სისტემა – QR ტაქსებში დაინერგება

ნინო კანდელაკი სოფი ლორია

„საქართველოს ბანკის“ ახალი, ინოვაციური საგადახდო სისტემის საშუალებით მოქალაქეები ტაქსით მგზავრობას უნაღდო ანგარიშსწორებით შეძლებენ
  „საქართველოს ბანკი“ მუდმივად ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს. წამყვანი ბანკის მიერ ყველა ახალი პროდუქტი თუ შეთავაზება მორგებულია მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტსა და გამარტივებულ მომსახურებაზე. ნებისმიერი პროექტი, რომელსაც „საქართველოს ბანკი“ ნერგავს, თანამედროვე სისტემებზეა ორიენტირებული, იმისთვის რომ კლიენტს გაუმარტივოს ნებისმიერი ოპერაცია და ეს ეხება როგორც მცირე, ისე მსხვილ ბიზნესს.
  ამჯერადაც „საქართველოს ბანკმა“ ახალი, ინოვაციური საგადახდო QR სისტემა წარმოადგინა, რომელსაც ტაქსებში განახორციელებს. მან მგზავრებსა და ტაქსის მძღოლებს, მეტი კომფორტისთვის, ფინანსური ოპერაციების გამარტივებული წარმოების  ახალი შესაძლებლობები შესთავაზა. გადახდის ეს მეთოდი მართლაც უნიკალურია. ამ პროექტის შესახებ  ჟურნალისტებისთვის სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველოს ბანკის“ პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბეჟიაშვილმა ისაუბრა.
  დავით ბეჟიაშვილი: თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ  QR გადახდა წარმოადგენს „საქართველოს ბანკის“ მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ტაქსის მგზავრობის საფასური მყისიერი უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს და აღარ იფიქროს ნაღდ ანგარიშსწორებასა თუ ხურდის მოძიებაზე. გადახდის ასეთი მეთოდი ძალიან მარტივია. ყველა მომხმარებელი, ვინც „საქართველოს ბანკის“ მობილბანკით სარგებლობს და ფლობს მის აქტიურ სადებეტო ან საკრედიტო ბარათს (მაგალითად, Visa, MasterCard, American Express), QR-ით გადახდას მარტივად შეძლებს. თავდაპირველად მომხმარებელი ხსნის მობილბანკს და ამ QR კოდის წაკითხვით ახდენს გადახდას. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, მოსახერხებელი და უნიკალური გადახდის მეთოდი მათთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება. ისინი შეძლებენ მომხმარებლის ახალი სეგმენტის მოზიდვას, შემოსავლის ჩარიცხვისა და ანგარიშზე თანხის ბრუნვის ჩვენებას. ეს მათ მისცემს შესაძლებლობას, დაადასტურონ, რომ არიან დასაქმებულები და აქვთ მუდმივი შემოსავლის წყარო. შემოსავლის დადასტურება კი ტაქსის მძღოლებს საბანკო პროდუქტებზე წვდომას გაუხსნის. მძღოლები ისარგებლებენ საბანკო პროდუქტების შემდეგი უპირატესობებით: საჩუქრად მიიღებენ „საქართველოს ბანკის“ ბარათს და სხვა უამრავ ბენეფიტს. პროგრამაში ჩართული მძღოლები შეძლებენ ურთიერთობის პროგრამა QR-ის ყველა ბენეფიტით სარგებლობას, მათ შორის, სადაზღვევო პროდუქტებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია ისიც, რომ QR გადახდების სისტემა პირველი სამი თვის განმავლობაში განკუთვნილი იქნება მხოლოდ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის. თუმცა, ამ პერიოდის შემდეგ, მძღოლების ხელშეწყობის მიზნით QR-ით კომფორტულ და მარტივ გადახდას სხვა ბანკის მომხმარებლებიც შეძლებენ. ტაქსის მძღოლს, ვისაც სურვილი ექნება, ჩაერთოს გადახდის ამ სისტემაში (თბილისის მერიის მიერ გაცემულ A კატეგორიის ლიცენზიის მფლობელები), საკმარისია 1 ივლისიდან მიმართოს „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალს, სადაც ის მიიღებს ინდივიდუალურ QR კოდს.
  „საქართველოს ბანკი“, თავის გუნდთან ერთად, ყოველთვის მზად არის, მომხმარებლისთვის დანერგოს სიახლე და მომსახურების თანამედროვე მეთოდებით გაუმარტივოს ფინანსური ოპერაციების,  ბიზნესის წარმოება და ზოგადად, ყოველდღიური ცხოვრება. ჩვენ სამომავლოდაც ბევრ სიახლეს ვგეგმავთ ამ კუთხით.


скачать dle 11.3