კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რას გიამბობთ ხელისგული ყველა მკითხავზე უკეთ და როგორ იხსნით თქვენს ქონებას ქირომანტიის კარნახით

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  როგორი მომავალი გელით წინ, მდიდარი იქნებით თუ ღარიბი, ჯანმრთელი თუ რაიმე შეგაწუხებთ?! – ამისთვის მკითხავის ძებნა ნამდვილად არ დაგჭირდებათ, თუ ოდნავ გაირჯებით და ჩვენს რჩევას მიჰყვებით. ამ ყველაფერს საკუთარ ხელისგულზე ამოიკითხავთ, როგორც ცალ-ცალკე, მარჯვენასა და მარცხენაზე, ისე ორივეზე ერთად. დიახ, ქირომანტიის უმარტივესი სქემის მიხედვით, შეძლებთ ამჯერად, ხელისგულზე დახატული „ცხოვრების რუკიდან“, რაღაც-რაღაცები ამოხსნათ: ხაზები გიამბობთ ყველაფერს თქვენ შესახებ და ჯერი თქვენზეა, გადაწყვიტეთ, როგორ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ. ქალბატონი მანანა გ. რომელიც შესანიშნავად ერკვევა ქირომანტიის „ლაბირინთებში,“ სწორედ ყველასთვის გასაგებ და მარტივ ხერხებს შემოგთავაზებთ ხელისგულზე „დაწერილის“ აღსაქმელად.
– რა „გვაწერია“ ხელისგულზე და რისი ამოკითხვა შეგვიძლია, ქირომანტიაში გაუთვითცნობიერებლებს?
– ნიშნები თქვენს ხელზე უფრო მეტს გიამბობთ, ვიდრე ნებისმიერი წინასწარმეტყველი, ოღონდ, რა თქმა უნდა, ყველაფრის „წაკითხვას“, ასე ერთბაშად ვერ შეძლებთ. ამიტომ, დავიწყოთ მთავარით, თუ ბედის ხაზი გაქვთ ხელისგულზე, ეს უკვე გარანტირებული წარმატების ნიშანია. რომელია ბედის ხაზი? – ვერტიკალური, რომელიც ხელისგულს შუაზე კვეთს და ორ ნაწილად ყოფს მას. თუ ხაზი მკვეთრი და ღრმაა, ეს ნიშნავს, რომ მისი პატრონი პირდაპირი, შემტევი და საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნებაა, რომელსაც შეუძლია, მიზნად წარმოუდგენელი რამაც კი დაისახოს და ნებისმიერი ხერხით იბრძოლოს მის მისაღწევად. მაგრამ, ბედის ხაზს თუ პარალელური ხაზიც გასდევს, ბედის ვექტორის გაორმაგება, მიგვანიშნებს, რომ შემოსავლების ზრდას არაადამიანური შრომა დასჭირდება. თუმცა ყველაზე უტყუარი ნიშანი იმისა, რომ გამდიდრება ნამდვილად თქვენი ბედია, არის სამკუთხედი ხელისგულზე, რომელსაც შეადგენს გონებისა (სამი ძირითადი ჰორიზონტალური ხაზიდან შუა) და ბედის ხაზის კვეთა, ნებისმიერ მესამე ხაზთან ერთად. სამკუთხედის ზომა კი ქონების სიდიდეზე მიუთითებს: რაც უფრო დიდია ის, მეტ წარმატებას მიაღწევს ცხოვრებაში მისი პატრონი. მაგრამ, თუ რომელიმე ხაზი ამ სამკუთხედში იჭრება, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი მთელ სიმდიდრეს დაკარგავს მისი არასწორად დაბანდების გამო. ამიტომ, თუ მსგავს ნიშანს შენიშნავთ, განსაკუთრებული სიფრთხილით მიუდექით ქონების განკარგვის საქმეს.
– ორივე ხელზე ერთნაირად იკითხება ნიშნები?
– გააჩნია, რომელი ხელია ადამიანისთვის დომინანტი – უმეტესობისთვის მარჯვენა ხელია აქტიური და წამყვანი, ცაციასთვის კი ყველაფერი პირიქითაა. ასე რომ, თავად მიხვდებით, როგორ აიღოთ ორიენტირება. საქმე ასეა: როცა ბედის ხაზი მარცხენა, პასიურ ხელზე ცუდად ჩანს და წესიერად არც იკითხება, მარჯვენაზე კი, საკმაოდ მკვეთრი და მკაფიოა – ეს ნიშნავს, რომ თავად ხართ საკუთარი ბედის შემქმნელი და გამრიგე. მაგრამ, სრულიად საპირისპიროდაა საქმე, თუ მარცხენა ხელზე ბედის ხაზი კარგადაა გამოხატული – ეს ნიშნავს, რომ ქუდბედიანი ხართ, ანუ, ბედი დაბადებიდანვე დაგყვათ. მაგრამ თუ ამ შემთხვევაში მარჯვენა ხელზე ბედის ხაზი ძლივს ჩანს – თქვენი ძალების რეალიზებას ვერ შეძლებთ და ყველა შესაძლებლობას, რაც ბედმა გარგუნათ, ხელიდან გაუშვებთ, ყოველ შემთხვევაში დღემდე ეს ასეა. ხოლო, თუ ხაზები ხელისგულებზე ერთმანეთისგან არაფრით განირჩევა, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრების გზას მსუბუქად, ყოველგვარი სიძნელის გარეშე მიუყვებით, ისე, როგორც ეს ბედის წიგნში გეწერათ. სრულიად საპირისპიროა, როცა ხაზები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან – აქტიური, წარმატებული შემოქმედი ადამიანი ხართ, რომელიც ბედსაც კი საკუთარ ჭკუაზე ატარებს.
– გამიგია, რომ პროფესიული მონაცემებიც კი შეიძლება, დავინახოთ ხელისგულზე...
– ამას გონების ხაზი (სამი ძირითადი ხაზიდან – ჰორიზონტული შუა ხაზი) გვიჩვენებს. თუ მარცხენა ხელზე გონების ხაზის გაგრძელება თითებისკენ უხვევს – ასეთი ადამიანი ბიზესისთვისაა დაბადებული. მისთვის კომერციული საქმიანობა ცხოვრების კრედოა და ყველაფერს გააკეთებს გასამდიდრებლად. ფული მისთვის ყველაფერია. მაგრამ, თუ მარჯვენა ხელზე გონების ხაზი მთვარის ბორცვისკენ (მაჯისკენ) იხრება, ეს პატრონის მგძნობიარე ბუნებაზე მიუთითებს, რომლის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ამ მომენტში ის შეიძლება, შეყვარებულია და სულ დაავიწყდა, გრანდიოზული კომერციული პროექტები რომ ჰქონდა. იწყებს ლექსების წერას, ხატვას და მთელ ცხოვრებას ოჯახზე ზრუნვაში ატარებს. თუმცა, თანდაყოლილი კომერციის ნიჭი არსად ქრება, შესაბამისად, ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფა მისთვის სიძნელეს არ წარმოადგენს. ახლა ვნახოთ, რა ხდება, როცა ყველაფერი პირიქითაა. როცა მარცხენა ხელზე გონების ხაზის დაბოლოება მთავრის ბორცვისკენ უხვევს – ადამიანი ცხოვრების პირველ ნახევარში ლექსებს წერს, ხატავს; მარჯვენა ხელზე გონების ხაზის თითებისკენ მიმართულება კი – თანდაყოლილი შემოქმედებითი ნიჭის კომერციულ რელსებზე გადასვლას ნიშნავს, ჰონორარისა თუ საკუთარი შემოქმედების გაყიდვით მიღებული შემოსავლის სახით.
– ჯანმრთელობაზე რას გვეუბნება ხელისგული?
– ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია: უმჯობესია, წინასწარ შეიტყო მოსალოდნელ საფრთხეზე, ვიდრე შემდეგ – ავადმყოფობას უმკურნალო. დააკვირდით სიცოცხლის ხაზს (სამი ძირითადი ხაზიდან – გონების ხაზქვემოთ, რკალისებრი) და თუ მარცხენა ხელზე ის ბუნდოვანია, ცუდად იკითხება და წყვეტილია, ხოლო მარჯვენაზე – ძალიან კარგად გამოკვეთილი, ეს ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ბავშვობაში გქონიათ, მაგრამ გამოჯანმრთელდით და ახლა სრულიად აღიდგინეთ ძალები. მაგრამ, თუ ყველაფერს პირიქით შევხედავთ: მარცხენა ხელზე მკვეთრია სიცოცხლის ხაზი, ხოლო მარჯვენაზე წყვეტილი და მკრთალი, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა დროთა განმავლობაში გაუარესდება. უყურადღებოდ არ დატოვოთ სხეულის ეს გამაფრთხილებელი სიგნალი და პრევენცია გიხსნით დაავადების გამწვავებისგან. გისურვებთ წარმატებას!

скачать dle 11.3