კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (50)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№26 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: თვალის გარშემო ხშირად მიშუპდება კანი და მოლურჯო ფერს იღებს. ასევე, ამ ბოლო დროს, თვალს რომ ვჭუტავ, ნაოჭებიც შევამჩნიე, სახის კანიც მომეშვა. იქნებ მირჩიოთ რამე საშუალება ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
პასუხი: ამ პრობლემას ჟელატინის ეფექტური ნიღაბი მოგიხსნით – ნაოჭებსაც აგარიდებთ, შეშუპებაც ჩაცხრება და თვალის გარშემო სილურჯეებიც აღარ შეგაწუხებთ. ნიღაბს ადვილად მოამზადებთ სახლის პირობებში. ჟელატინი შეიცავს დიდი რაოდენობით კოლაგენს – ნივთიერებას, რომელიც კანის სიმკვრივეს უზრუნველყოფს. ჟელატინში შემავალი კოლაგენი, თავისი თხელი და მსუბუქი სტრუქტურით, ადვილად აღწევს კანის საფარში. შედეგად კი კანის ცხიმოვანი ჯირკვლები დაბალანსებულ მუშაობას იწყებს, რაც ხელს უშლის ანთებითი პროცესებისა და ფერიმჭამელების წარმოქმნას, ღრმად იწმინდება კანის ფორები, იჭიმება ნაოჭები, უმჯობესდება კანის ფერი და იკვეთება კანის კონტური. თვალის ეს ჯადოსნური ნიღაბი, რომელიც შეიცავს ჟელატინსა და გლიცერინს, ასევე, ინტენსიურად ატენიანებს კანს. ამისთვის დაგჭირდებათ: 1 კვერცხი, 1 სუფრის კოვზი გლიცერინი, 2 სუფრის კოვზი ჟელატინი. წყალში გახსნილ ჟელატინს დაამატეთ გლიცერინი, შემდეგ კი, თანდათანობით ჩაუშვით კვერცხის ათქვეფილი ცილა. მიღებული მასა დაიდეთ დაორთქლილ სახეზე და თვალის გარშემო. 20 წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. წაისვით სახეზე მკვებავი, ხოლო თვალის გარშემო – თვალის კრემი. ნიღაბი კვირაში ორჯერ გაიკეთეთ. უკეთესი ეფექტის მისაღებად შეგიძლიათ, ნიღაბი 5 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს წაისვათ. სულ რამდენიმე დღეში შენიშნავთ, რომ ჟელატინის ნიღაბი ბოტოქსზე გაცილებით ეფექტურია.


скачать dle 11.3