კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 ორგანიზმის გამწმენდი და გამაახალგაზრდავებელი ბრინჯის დიეტა

ნინო კანდელაკი ანი რევია

ბრინჯი წმენდს ადამიანის ორგანიზმს და ხელს უწყობს მის გაჯანსაღება-გაახალგარდავებას. ის შეიცავს დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს. თუ გსურთ შეინარჩუნოთ სხეულის ლამაზი ფორმები და წონაშიც საგრძნობლად დაიკლოთ, ამაში ბრინჯის ოთხდღიანი დიეტა დაგეხმარებათ. შეგიძლიათ, გააკეთოთ თვეში ერთხელ. გაითვალისწინეთ, რომ ბრინჯს ორგანიზმიდან, მარილთან ერთად წყალიც გამოაქვს. ამიტომ, დალიეთ ბევრი წყალი.
პირველი დღე
მოხარშეთ ბრინჯი. არ დაუმატოთ მარილი, შაქარი, სანელებლები ან ცხიმი. გაყავით 4 ულუფად და მიირთვით დღის განმავლობაში. მიაყოლეთ ვაშლის წვენი. თუ შიმშილის გრძნობამ შეგაწუხათ, შეგიძლიათ, 2-3 ცალი მწვანე ვაშლი მიირთვათ.
მეორე დღე
შეგიძლიათ, ბრინჯთან ერთად მიირთვათ 1 ნაჭერი მოხარშული თევზი.
მესამე დღე
შეგიძლიათ, ბრინჯთან ერთად მიირთვათ 1 ნაჭერი მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი.
მეოთხე დღე
შეგიძლიათ ბრინჯთან ერთად მიირთვათ უმი ბოსტნეული.

скачать dle 11.3