კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 როგორ ვუშველოთ მოშვებულ და ჩაშავებულ ქუთუთოებს

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ქუთუთოების კანი ყველაზე ადრე იწყებს მოშვებას, მოდუნებას და კარგავს ახალგარდულ იერს. უამრავი კოსმეტიკური პროდუქცია იყიდება,  რომლებიც თითქოს გვეხმარება ამ პრობლემის გადაჭრაში. თუმცა შედეგით ბევრი არ არის კმაყოფილი. ამიტომ, სჯობს, სახლში, ბუნებრივი საშუალებებით მოამზადოთ ლიფტინგები, ემულსიები თუ სხვა მოვლის საშუალებები, რომელიც მოშვებულ ქუთუთოების კანს ფერსა და ელასტიკურობას აღუდგენს.
  ძირითადად, ქუთუთოების კანის დაზიანება, ტონუსის დაკარგვა და ამ არეში ნაოჭების გაჩენა ის პრობლემაა, რომელიც,  ახალგაზრდა ასაკშიც კი იჩენს თავს. ამიტომ, თუ გსურთ, ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურებოდეთ, გირჩევთ, უპირატესობა ნატურალურ პროდუქტებს მიანიჭოთ, რომლებიც ნებისმიერ შემოთავაზებულ კოსმეტიკაზე უკეთ მოქმედებს.
  ქუთუთოების კანი ძალიან ნაზი და თხელია, მასში საერთოდ არ არის ცხიმოვანი ჯირკვლები, რომლებიც დამცავ ფენას ქმნის და ჩვენს კანს ჭარბი ტენის დაკარგვისგან იცავს. სწორედ ამის გამოა, რომ ადამიანების უმრავლესობა მიმიკური ნაოჭების გაჩენასა და ქუთუთოების კანის ტონუსის დაკარგვას უკვე 25 წლის შემდეგ ამჩნევს. როდესაც, შესაბამის ზომებს დროულად არ იღებთ, დროთა განმავლობაში, ის უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება და ვიზუალურად ზედმეტ წლებს გმატებთ. პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს მუდმივი სტრესი, ჰორმონული დისბალანსი, ვიტამინების უკმარისობა და ასე შემდეგ
ბევრი ქალბატონი ამ პრობლემას ქირურგიული ჩარევით ებრძვის. თუმცა არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რაც მარტივი, გაცილებით იაფი და ძალიან ეფექტური გზაა, რომ ქუთუთოების კანს ახალგაზრდობა და სილამაზე დაუბრუნოთ.
  კვერცხის ცილის ლიფტინგ-ნიღაბი: ერთი კვერცხის ცილა ათქვიფეთ, დაასველეთ მასში კოსმეტიკური ბამბა და დაიმუშავეთ ქუთუთოების კანი. დახუჭეთ თვალები, დაიფინეთ ზემოდან და დაიტოვეთ დაახლოებით 10 წუთით. ჩამოიბანეთ კანი თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველ საღამოს, 5 დღის განმავლობაში და შემდეგ ერთი კვირა  შეისვენეთ.
  ჩაის კომპრესი: გვირილის ან მწვანე ჩაი ორი არაჩვეულებრივი საშუალებაა, რომელიც კვებავს და ატენიანებს ქუთუთოების კანს. ჩაის ტენიანი ბამბის დისკები დაიფინეთ ქუთუთოებზე და დაიტოვეთ 20 წუთით. ეს მოგიხსნით შეშუპებას და შავ შეფერილობას თვალების ირგვლივ.
ალოეს ემულსია: 4 სუფრის კოვზ უცხიმო მაწონში ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი ალოეს წვენი, კარგად გადაურიეთ. მზა ნარევში ჩაალბეთ კოსმეტიკური ბამბა და დაიფინეთ ქუთუთოებზე. 15 წუთის შემდეგ მოიშორეთ და ჩამოიბანეთ სახე გრილი წყლით. მორჩენილი ნარევი შეინახეთ მაცივარში და გამოიყენეთ შემდეგი პროცედურებისთვის.
  კიტრის ნიღაბი: კიტრი გახეხეთ წვრილ სახეხზე და მიღებული მასისგან გამოწურეთ წვენი. დარჩენილი ფაფა სქელ ფენად წაისვით თვალების გარშემო და დაიტოვეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოიშორეთ ნიღაბი და ქუთუთოების კანი კიტრის წვენში დასველებული კოსმეტიკური ბამბით დაიმუშავეთ. შემდეგ წვენი გაყინეთ და მეორე დილას, მიღებული ყინულის კუბიკებით მთელი სახე დაიმუშავეთ.
  კარტოფილის კომპრესი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა. მისი დახმარებით თქვენ შეძლებთ კანის ფერის გათანაბრებას, მის დატენიანებას და გამოკვებას. გათალეთ კარტოფილი, დაჭერით სქელ ნაჭრებად და დაიფინეთ თვალების გარშემო კანზე. დაიტოვეთ კარტოფილის კომპრესი 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
გახსოვდეთ, მთავარი ამ პროცედურების რეგულარულად ჩატარებაა.
скачать dle 11.3