კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 ექიმის რჩევები

კითხვა: ხუთი წლის განმავლობაში უკვე მეოთხედ მაქვს გაკეთებული ცოფის საწინააღმდეგო ანტირაბიული ვაქცინა. მაინტერესებს, როგორ აისახება ეს ჯანმრთელობაზე და ვნებს თუ არა ღვიძლს?
პასუხი: ცოფი არის დაავადება, რომელიც არ იკურნება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროებისას ვაქცინაცია გარდაუვალია.
კითხვა: მაინტერესებს B და C ჰეპატიტი თუ ინკურნება და ამ დაავადებებით ინფიცირებულ ხალხს შეუძლია თუ არა ოჯახის შექმნა, და რამდენად დიდია რისკი, რომ ეს დაავადება გადავიდეს მეუღლესა და ბავშვზე?
პასუხი: დღეს B და C ჰეპატიტების მკურნალობა შესაძლებელია, და საკმაოდ ხშირად სრული განკურნებით მთავრდება. B ჰეპატიტისაგან პიროვნების დაცვა სავსებით რეალურია ვაქცინაციის წყალობით, ხოლო C ჰეპატიტის გადაცემის თავიდან ასაცილებლად, თუ ქალისათვის სქესობრივი კონტაქტი პირველია, რეკომენდებულია პირველ ეტაპზე მამაკაცმა გამოიყენოს პრეზერვატივი. ჩვეულებრივი ურთიერთობისას მეუღლეთა შორის დაავადების გადაცემის რისკი მცირეა.
კითხვა: ვარ 17 წლის ბიჭი, მესამე წელი გახდება ვეწევი, კარდოგრამა გადავიღე და მითხრეს, რომ მაქვს შუილი, კარდიოექო გაიკეთე და დასკვნას ამის მერე დავწერო. ადვილად ვიღლები, მაქვს ჰაერის უკმარისობა გონების გაფანტვა, ადგომისას თავბრუსხვევა და ასე შემდეგ. ზოგადად, საშიშია შუილი?
პასუხი: გულის მიდამოში მოსმენილი შუილი განპირობებულია სისხლის ტურბულენტური, ანუ ქაოსური დინებით გულის ღრუებსა და მაგისტრალურ სისხლძარღვებს (აორტა და ფილტვის არტერია) შორის არსებული სარქვლებისკენ. მიზეზი შეიძლება იყოს როგორც გულის პათოლოგიები, ასევე გულისგან დამოუკიდებელი მიზეზები. პროგნოზი მიზეზზეა დამოკიდებული. დიფერენცირება მოხდება გამოკვლევების საფუძველზე.
კითხვა: მაინტერესებს, რამდენპროცენტიანი რძით შეიძლება მოუმზადო ფაფები 10 თვის ბავშვს?
პასუხი: გირჩევთ, შეჩვევის მიზნით, დასაწყისში მისცეთ ცხიმგამოცლილი რძე, ხოლო მოგვიანებით გადადით დაბალცხიმიანზე და თანდათან უკვე შეგიძლიათ, მაღალცხიმიანი რძის გამოყენება.
კითხვა: მართალია, რომ აბუსალათინის ზეთს სახეზე თმა ამოჰყავს?
პასუხი: აბუსალათინის ზეთის ხანგრძლივი და სისტმატური ხმარება სასურველი არ არის. კანის ტიპისა და მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, მართლაც შეუწყოს ხელი სახეზე თმის ზრდის პროცესს.
კითხვა: რამდენად ეფექტურია ტაბექსით სიგარეტის თავის დანებება და რაიმე გვერდითი უკუჩვენება ხომ არ აქვს?
პასუხი: ტაბექსი ეფექტურია, თუმცა ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად, მასაც აქვს გვერდითი ეფექტები და უკუჩვენებები. რეკომენდებულია, პრეპარატი დანიშნოს ექიმმა.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3