კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 როგორ დავიცვათ თავი დისბაქტერიოზისგან

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ადამიანის ნაწლავებში დიდი რაოდენობი მიკრობები „ცხოვრობენ“, მათ შორისაა „კარგები“, „ცუდები“ და „ნეიტრალურები“. „კარგი“, ანუ სასარგებლო მიკრობები – ბიფიდობაქტერიები, შეიძლება ითქვას, ნამდვილი მეგობრები არიან. ისინი ხელს უწყობენ საკვების მონელებას, გვიცავენ ალერგიისგან, იცავენ იმუნიტეტს და წარმოიდგინეთ, ამცირებენ ონკოლოგიური პროცესების განვითარების რისკს. ამავე დროს თრგუნავენ „მტრებს“ – სტაფილოკოკებს, პროტეას, სტრეპტოკოკებს, კანდიდას სახეობის სოკოს. ამრიგად, საკვების სრულფასოვანი გადამუშავება და ორგანიზმის დაცვა შეუძლებელია ნაწლავური მიკრობების გარეშე. ზოგჯერ ხდება, რომ გარე ფაქტორის მავნე ზემოქმედების შედეგად ბალანსი ირღვევა – სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა მკვეთრად მცირდება და ნაწლავის დაპატრონებას მავნე ბაქტერიები იწყებენ – ამ დროს ვითარდება ნაწლავური მიკროფლორის დარღვევა ანუ დისბაქტერიოზი. დისბაქტერიოზი არ არის დამოუკიდებელი დაავადება, არამედ რომელიმე სხვა დაავადებების გამოვლინებაა. ეს მდგომარეობა შეიძლება, ისეთი დაავადებების თანმდევი იყოს, როგორიცაა გასტრიტი, პანკრეატიტი და საჭმლის მომნელებელი სხვა ორგანოების დაავადებები. შესაძლებელია, ეს იყოს გადატანილი ნაწლავური ინფექციის შედეგი ან განვითარდეს ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ. დისბაქტერიოზის განვითარების პროვოცირებას კვების რაციონის შეცვლაც იწვევს. მას ხშირად „მოგზაურთა დიარეას“ უწოდებენ. დისბაქტერიოზის დამახასიათებელი სიმპტომებია მუცლის შებერილობა, დიარეა, ღებინება, ალერგიული რეაქცია თითქოს უვნებელ პროდუქტებზე. ნაწლავის დისბაქტერიოზის დროს სწრაფად მრავლდებიან პათოგენური ბაქტერიები და სოკოები, ხოლო სასარგებლო მიკროორგანიზმების რიცხვი მკვეთრად მცირდება, რაც, ბუნებრივია, საკვების მონელების დარღვევას იწვევს და თუ ამ პროცესს არ ვუმკურნალებთ, ნაწლავებში შესაძლებელია, განვითარდეს ანთებითი დაავადებები (ენტერიტი, კოლიტი), ამით კი ავადმყოფის მდგომარეობა უფრო მწვავდება. ხანგრძლივად მიმდინარე დისბაქტერიოზი იწვევს ვიტამინების, ლიპიდების, სხვა საჭირო ნივთიერებების შეწოვის დარღვევებს, რაც ანემიების, დისტროფიის მიზეზი ხდება. ბავშვებში დისბაქტერიოზი საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და შეიძლება, ზრდაში ჩამორჩენის მიზეზიც კი გახდეს.
  დისბაქტერიოზის მკურნალობაში ძალიან მნიშვნელოვანია დიეტა. საკვებ რაციონში აუცილებლად უნდა იყოს პრობიოტიკებით მდიდარი რძის პროდუქტები. ამავე დროს ძალზე ეფექტური და უსაფრთხოა მკურნალობაში ფუტკრის პროდუქტების ჩართვა.
  პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, დისბაქტერიოზი მკურნალობის ხანგრძლივ კურსს საჭიროებს. ნაწლავური მიკროფლორის აღდგენა მკურნალობის დაწყებიდან მხოლოდ 2 თვის შემდეგ ხდება. მიკროფლორის სრულყოფილი აღდგენისთვის და თანმდევი სიმპტომების სრული დარეგულირებისთვის საშუალოდ 3-6 თვეა საჭირო.
  სამწუხაროდ, პრობლემის ერთჯერადად მოგვარება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ეს დაავადება სამუდამოდ განიკურნა. ნაწლავური მიკროფლორა ძალზე მგრძნობიარეა გარემო მავნე ფაქტორებზე და ადამიანის ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე. დაავადების განმეორებით განვითარების რისკის შესამცირებლად აუცილებელია დავიცვათ შემდეგი პირობები: მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ანტიბიოტიკების მიღებისგან, დროულად ვუმკურნალოთ გაციებასა და სეზონურ ვირუსულ ინფექციებს, ასევე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოების დაავადებებს.
скачать dle 11.3