კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როდის დაწესდა მარხვა და როგორ იცავდნენ წინათ მას?
პასუხი: ეკლესიის მამების გადმოცემით, მარხვა ჯერ კიდევ სამოთხეში დაწესდა, როდესაც უფალმა ადამიანს აუკრძალა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან ნაყოფის მირთმევა. ძველ აღთქმაში კი საკმაოდ ბევრი მაგალითია მოყვანილი მარხვის შესახებ. მაგალითად, დავით მეფსალმუნე რამდენჯერმე იმეორებს, რომ ის ერთმანეთს უთავსებდა ლოცვას და მარხვას და საკუთარ სულს უფლის წინაშე სწორედ მარხვით იმდაბლებდა. ხოლო მაცხოვარმა ხალხის დამოძღვრამდე, უდაბნოში თავისი ორმოცდღიანი მარხვით, დალოცა და აკურთხა მარხვა. ასევე, წმიდა მოციქულთა საქმენი მრავალ მაგალითს გვთავაზობს მარხვის მკაცრად დაცვის შესახებ პირველი ქრისტიანებისგან.
კითხვა: ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვცდილობ, ვიცხოვრო ეკლესიურად. ავადმყოფობის გამო მივმართე ჰომეოპათიას და ამ მეთოდით ვიმკურნალე. მრევლის რამდენიმე წევრმა ამის გამო გამკიცხა. მართლა ცოდვა ხომ არ ჩავიდინე, ამ მეთოდს რომ მივმართე?
პასუხი: ჰომეოპათია რელიგია კი არა, მეცნიერებაა. ამიტომ ჰომეოპათიის გამოყენება არამართლმადიდებლური საქციელი არ არის. შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, უფალმა თავად დაგანახვათ გზა, ამ მეთოდით ავადმყოფობა დაგეძლიათ.
კითხვა: როგორ უნდა მოეპყრას ქრისტიანი ურწმუნო ადამიანს?
პასუხი: ურწმუნო ადამიანები უნდა შევიცოდოთ და მათზე უნდა ვილოცოთ. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ისინი ჭეშმარიტებისაკენ მოვაქციოთ, ოღონდ ეს უნდა გავაკეთოთ ზომიერად, სიყვარულითა და სიმშვიდით და არა ჩხუბითა და დაჟინებით. ურწმუნოებიც ღვთის შვილები არიან.
კითხვა: კეთილ საქმეს ვაკეთებთ თუ არა, როდესაც ფულს ვასესხებთ?
პასუხი: რა თქმა უნდა, ფულის სესხება მისთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება, კეთილი საქმეა. სესხი მეორე ჩუქებაა. უფრო მეტიც – სესხს ვინც არ გასცემს (შესაძლებლობის შემთხვევაში) განისჯება ადამიანთა მიმართ არასათნომყოფლობის გამო. თუმცა, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველასთვის ფულის სესხება არ შეიძლება, მაგალითად, ლოთისთვის.
კითხვა: როგორ უნდა მივიღოთ ჩვენთვის მოძღვნილი მოწყალება?
პასუხი: მოწყალების მიღებისას სიფრთხილეა საჭირო. გახსოვდეთ, მოწყალებას, დახმარებას, ყველაფერს უფალი გაწვდით მოყვასის ხელით და როდესაც სამსჯავროზე წარდგებით, პასუხს აგებთ ყოველი მიღებული წყალობისთვის, თუკი სამაგიერო სიკეთეს არ გააკეთებთ. ისე არ უნდა გაიგოთ, თითქოს ეს თქვენ დაიმსახურეთ. იყავით უფლისა და მოყვასის მადლობელი და არ დაიშუროთ სიკეთის კეთება, რითაც შეგიძლიათ.
скачать dle 11.3