კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 როგორ უნდა შეამოწმოს ქრისტიანმა სულიერი მდგომარეობა და რატომ არის ზაფხული ცოდვების დაგროვებისთვის ყველაზე კარგი პერიოდი

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  შეიძლება, ადამიანს რწმენა ჰქონდეს, მაგრამ ეს იყოს დამახინჯებული; შეიძლება, ადამიანი მარხვაში იყოს, მაგრამ არასწორად მარხულობდეს; შეიძლება, ადამიანს უყვარდეს, მაგრამ მისი სიყვარული არასწორი იყოს. სულიერი განსჯით კი ადამიანის რწმენა, სიყვარული, მარხვა სწორ ფორმას იღებს. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– დავით მეფსალმუნე 50-ე ფსალმუნში ასე მიმართავს უფალს: „დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი, ხოლო ბევრეული მარჯვენით შენისა“, – ანუ, მარცხენით არის ის ხალხი, რომელიც არ ლოცულობს, არ მოღვაწეობს, მაგრამ მათი დაცემა უფრო ნაკლები რაოდენობით იქნება, ვიდრე მარჯვენით მდგომი ხალხისა, ანუ გაცილებით მეტი დაეცემა, ვინც არ მარხულობს სწორად, არ ლოცულობს სწორად და არ გააჩნია სწორი რწმენა. პავლე მოციქული ხშირად შეახსენებს ეკლესიას: ვინც დგახართ, ნახეთ, დაცემული არ აღმოჩნდეთ, ვინც შემოსილები ხართ, ნახეთ, რომ შიშვლები არ აღმოჩნდეთ; როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ მართალია და ეკლესიურია, უფრო ხშირად ცდება, თუ არ იქნება სულიერ განსჯაში და არ შეამოწმებს საკუთარ სულიერ მდგომარეობას, ცხოვრებას. შეიძლება, იცი მამათა სწავლება, მცნებები, სახარება, დარიგება, მაგრამ, როდესაც გიჭირს, ყველაფერი გავიწყდება. არადა, სულიერი განსჯა სწორედ მაშინ გჭირდება, როდესაც პრობლემები გაქვს, გაჭირვებაში, განსაცდელში ხარ.
– როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა საკუთარი თავისა და ქმედებების სულიერი განსჯა?
– როცა ადამიანის განსწავლა მოხდება მარადიული ცოდნით, რომელიც მუდმივია, ზექვეყნიური, ის ნაკლებად იქნება საკუთარ გონებას მინდობილი და ნაკლებად სცოდავს. მაგრამ როცა ადამიანი თავისი გონებით სცოდავს, არასწორი აზროვნებით აშავებს, მერე გვიან ახსენდება, რომ საჭირო იყო გონების გადამოწმება ჭეშმარიტ სწავლებაში. ამიტომ, სანამ დავიწყებთ ლოცვას, ადამიანთან დიალოგს, სასურველია, გავაანალიზოთ, მე რომ ამ სიტყვას ვიტყვი, ეს ადამიანი როგორ გაიგებს, მიიღებს თუ არა ამას. დიდი ფიქრი და განსჯაა საჭირო, როცა სხვას ვესაუბრებით,  მეგობარი იქნება ის, დედა, შვილი თუ უცხო პიროვნება. ყოველთვის კარგად დაფიქრება გვჭირდება – რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ. ამიტომაც, ადამიანმა საკუთარი აზრები სულიერ განსჯაში უნდა მოაქციოს და არა ხორციელში – მე რა გამიხარდება, მე რა მესიამოვნება. სულიერი განსჯა კი ის არის, სხვას როგორ მოექცე კარგად, სხვას როგორ ასიამოვნო და შენი საუბარი შენ და მას თუ მოგიტანთ სიკეთეს. ყოველ წამს ყოველი მეორე ადამიანი განკითხვაშია. შენ რომ განგიკითხონ, ხომ არ გაგიხარდება? თუ არ გაგიხარდება, მაშინ შენც ნუ განიკითხავ სხვას და, თუ ამაზე დაიწყებ ფიქრს, ესე იგი, უკვე იწყებ სულიერ განსჯას და ადამიანს აღარ ატკენ გულს, არც საკუთარ თავს დაიზიანებ და არც სხვას.  ჯერ უნდა დავანგრიოთ საკუთარი აზროვნება, ადამიანური ნება, რაც სხვა არაფერია, თუ არა ეგოიზმი – მე რა მესიამოვნება. დღეს ადამიანებმა ღმერთი შექმნეს ისეთი, როგორიც მათ უნდათ, არადა, ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთები, როგორიც ღმერთს სურს.
– მამაო, ახლა, სწორედ დასვენების, შვებულებების დროა. როგორ უნდა გაატაროს ქრისტიანმა ეს დღეები?
– სახარებიდან მაცხოვარი გვასწავლის, რომ სული არის მხნე, ხოლო ხორცი – უძლური. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი იღლება, სჭირდება დასვენება. მაგრამ ბევრი ადამიანი‚ რომელიც დასასვენებლად მიდის, იქიდან სულიერად მოუწესრიგებელი და აშლილი ბრუნდება. ისინი ისვენებენ ხორციელად და სულიერებას საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. როდესაც ადამიანი დასასვენებლად მიდის, სასურველია, მოიძიოს ტაძარი, მივიდეს, აღსარება თქვას და მიიღოს წმიდა ზიარება, რომ მისი დასვენება არ იყოს მხოლოდ ხორციელი. დასვენება არ ნიშნავს ზნეობისგან, ლოცვისგან, უფალთან ურთიერთობისგან დასვენებას. ლოცვებისგან თავისუფალი არასდროს ვართ. ღმერთი ყველგან ხედავს ჩვენს მდგომარეობას, ცხოვრების წესს. ნუ დავშორდებით უფალს და ნუ მივეჯაჭვებით ხორციელ სიამოვნებას. რა დასვენებაზეა საუბარი, როცა ღმერთს შორდები?! ეს ერთი შეხედვით არის დასვენება, თორემ, როგორც კი ადამიანი ასეთი დასვენების შემდეგ საკუთარ შინაგან მდგომარეობას გადაავლებს თვალს, მიხვდება, რომ, კი არ დაისვენა, არამედ, გაექცა ეკლესიურ ცხოვრებას, ზნეობას, უფალთან ურთიერთობას. დასვენება ნიშნავს ცოდვებისგან განშორებას და არა მათ დაგროვებას.
– 24 ივნისს პეტრეპავლობის მარხვა დაიწყო, რომელიც წელიწადში ოთხ მარხვას შორის ერთ-ერთია. რა უნდა გაითვალისწინოს ქრისტიანმა ამ მარხვაში?
– სიამეს ხორცისა – აი, რას უნდა მოერიდოს ადამიანი. ხორციელი მადა უნდა შეამცირო, რომ შენში სულიერმა მადამ გაიღვიძოს. თუ სხეულს არ შეუმცირე მადა, ბუნებრივია, შენი სული ვერ იქნება ბედნიერი. ეს ყველაფერი კი მარხვაში უნდა მოხდეს. უნდა ეცადოთ, რომ ცოტათი შეაწუხოთ თქვენი მუცელი – სუფრიდან რომ ადგებით, კიდევ უნდა გშიოდეთ – იქნებ, სტუმარი მოგივიდათ, იქნებ, საომრად მიდიხართ, ვინმეს სჭირდება თქვენი დახმარება, მაგრამ, არა, სუფრიდან ისეთი დანაყრებულები ვდგებით, მაშინვე წამოგორება, კოტრიალი, ხელში პულტის აღება გვინდება. ეკლესიაში სულიერმადაგაღვიძებული უნდა მოხვიდე, უნდა იყო მომზადებული, მოწესრიგებული ზიარებისთვის. თვეში ერთხელ გამონახოთ მოძღვართან მისასვლელი დრო, და გულდასმით ესაუბროთ მას, მოისმინოთ დარიგება. არავინ თქვას, რომ რთულია ქრისტიანობა. რა არის რთული – გიყვარდეს მოყვასი, არ მოიპარო, არ მოკლა, ისე მოექეცი სხვას, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ... ადამიანი ყველაფერს ეპოტინება, კარგია ის თუ ცუდი, რადგან, ადამიანის ბუნება არის ცნობისმოყვარე, მომხვეჭელი. მოდი, ასეთი მომხვეჭელები ვიყოთ სულიერებაში, იქ გვაინტერესებდეს ყველაფერი. სასულიერო პირებს გვიყვარს ძვირფასი მანქანები, ეკლესიაშიც გვინდა ყველაფერი სასიამოვნო იყოს: ტკბილი ღვინო, გემრიელი სეფისკვერი, სასიამოვნო გალობა, ქადაგება, სიმპათიური მოძღვარი, რომ კარგად ვიგრძნოთ თავი. ანუ, სიამე თვალთა ეკლესიაშიც არის. ამიტომ, ამ სამ განსაკუთრებულ ბრძოლაზე უნდა ვიფიქროთ მთელი მარხვის განმავლობაში: თვალი უნდა მოვარიდოთ ხედვას, სხეული განვაშოროთ სიამოვნებას და განვერიდოთ სიამეს ამასოფლისას.

скачать dle 11.3