კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რატომ უკრავს ტაშს საზოგადოების ნაწილი სატელევიზიო ეთერებიდან უხამს მეტყველებასა და გინებას და რატომ გაიგივდა შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლებასთან

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  მართალია, უხერხულია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი და მოქმედი წევრებისგან ცენზურის საშიშროებაზე ლაპარაკი, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება. ამასობაში კი სახელისუფლო ძალა აპირებს, რომ ცრუ-ამბებისა და უხამსობის მორევის შესაკავებლად თვითრეგულირების ნაცვლად რეგულირების ფორმა გამოიყენოს, რის მიხედვითაც  „მაუწყებლობის შესახებ კანონით“ შესაძლოა, აიკრძალოს ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა; ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის; ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისკენ, დისკრიმინაციისკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას. აიკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ პროგრამების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს.
  ვახტანგ ძაბირაძესთან ერთად განვიხილავთ, არის თუ არა მოსალოდნელი რეგულაციები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას, იმას გარდა, თუ რა საშუალებები არსებობს იმ უხამსობის მორევიდან თავის დასაღწევად, რომელშიც დღითიდღე უფრო საფუძვლიანად და სიამოვნებითაც კი ეფლობა ჩვენი საზოგადოება.
– სამწუხაროდ, ჩვენთან პრობლემაა გამოხატვის თავისუფლების გააზრება, იმიტომ რომ ეს დაემსგავსა, რაც პირზე მოგადგება, იმის თქმას, აღვირახსნილ შეურაცხყოფას, ცილისწამებასა და უპასუხისმგებლობას, მაგრამ რეგულაცია თუა გამოსავალი?
– დიახ, ჩვენთან ამან ძალიან ცუდი ფორმები მიიღო და ტელევიზიიდან გვესმის პირდაპირი შეურაცხყოფა. კონსტიტუციაში, სხვა მუხლებთან ერთად, არის მუხლი ღირსების შელახვისგან დაცულობის შესახებ. როდესაც კონსტიტუცია ლაპარაკობს ადამიანის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ის თავი იწყება იმით, რომ ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და, აქედან გამომდინარე, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ამას უნდა იცავდეს. მაგრამ, რაც თქვენ წაიკითხეთ, ეს რეგულაციები სცდება ღირსების უფლებას და ეხება ყველა იმ საკითხს, რაც განსაზღვრულია კონსტიტუციაში და რის უფლებებიც გარანტირებულია კონსტიტუციით. აქ შეიძლება, პრობლემა იმდენად არ იყოს კანონის შინაარსი, რამდენადაც უნდობლობა; რომ ხელისუფლებას თვითრეგულირებიდან რეგულაციაში გადატანით შეუძლია, დაბლოკოს ან ცენზურა დაუწესოს ნებისმიერ გადაცემას – ეს საფრთხე არის.
– ვთქვათ, რა განსხვავებაა რეგულირებასა და თვითრგულირებას შორის და რატომ არ მუშაობს თვითრეგულირება? ხომ ფაქტია, რომ არ მუშაობს.
– არ მუშაობს, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა მოვიქცეთ.
– რა უნდა გავაკეთოთ, რომ იმუშაოს? ამ პათოსით ვსვამ ამ კითხვას.
– დიახ, არ მუშაობს, იმიტომ რომ უკიდეგანო თავისუფლება აქვს მედიას და საზოგადოება არ არის მზად იმისთვის, რომ თვითრეგულირების დროს დარღვეულ ღირსების შემლახველ გამოხდომებს დაუპირისპიროს პროტესტი. როდესაც საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნება ღირსების შემლახავი სიუჟეტები თუ სტატიები, რა თქმა უნდა, საინფორმაციო საშუალებები შეეცდებიან, ეს არ გააკეთონ.
– ანუ თვითრეგულირების ავტორი და განმხორციელებელი უნდა იყოს საზოგადოება.
– რა თქმა უნდა და ამის შემდეგ მედია-საშუალება თავად დააწესებს იმ სტანდარტებს, რომლითაც იმოქმედებს. მაგრამ, როდესაც რეგულაციაზეა ლაპარაკი, ეს უკვე იქნება სავალდებულო. შეზღუდვებს მოჰყვება კანონი, იმიტომ რომ საჭიროა აღსრულება და საკითხი გადავა სასამართლო რეგულაციაში. მანდ ჩამოთვლილია, რა თემებს შეეხება რეგულაციები, მაგრამ ამის მიღების შემდეგ დღის წესრიგში დადგება სანქციების საკითხი. მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი და ხელისუფლებისადმი არის უნდობლობა, ეს სანქციები შესაძლოა, იქნეს გამოყენებული არა მარტო ცენზურის, არამედ რეპრესიებისთვის. ესაა პრობლემა და ამ პრობლემიდან ასეთი გამოსავალი მართებული არ მგონია. ალბათ, უმჯობესი იქნება, დარჩეს თვითრეგულირება, მაგრამ გამონაკლისი გამოხდომები გახდეს განხილვის საგანი. კონსტიტუციაში წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი, მაგრამ არის კი სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი?! ეს მაგალითი პრობლემის არსის უკეთ დასანახად მოვიტანე, თორემ ჩემთვისაც კატეგორიულად მიუღებელია ტელევიზიიდან პიროვნებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, როდესაც იცი, რომ პასუხს ვერ გაგცემს. მესმის, რომ ეს რთული ასატანია, მაგრამ მირჩევნია, ეს იყოს, ვიდრე სახელმწიფომ მიიღოს რეალური ბერკეტები მედია-საშუალებების გასაკონტროლებლად. მით უმეტეს, რომ ისედაც აკონტროლებს.
– ჩვენთან ყველა მედია-საშუალება კონტროლდება, ზოგს ხელისუფლება აკონტროლებს, ზოგს – ოპოზიცია, ზოგს – ინტერესჯგუფები და ამიტომ მე არც კი ვიცი, გამოხატვის თავისუფლება სადაა, საერთოდ? იმის თქმა მინდა, რომ პოლიტიკა აკონტროლებს მედიას, რაც ცუდია.
– პოლიტიკა აკონტროლებს, სამწუხაროდ, მაგრამ, როდესაც ეს ეხება ოპოზიციას, იქ არანაირი პრობლემა არაა, რადგან ოპოზიციას შეუძლია რაღაცები, მაგრამ რეპრესიას ვერ განახორციელებს, ხელისუფლებას კი შეუძლია რეპრესიის გატარებაც და პრობლემაც ესაა. როგორც თქვენ ბრძანეთ, 2012 წლამდე, ფაქტობრივად, სახელმწიფო აკონტროლებდა ყველა მაუწყებელს და გვახსოვს, რა ამბები იყო. დღეს რომ ხელისუფლებისადმი ლოიალური ადამიანები არ აკონტროლებდნენ „იმედსა“ თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს და ისეთივე სიტუაცია იყოს, როგორიც იყო, თუნდაც, 5 წლის წინათ, მაშინ ასეთი შიში არ გაჩნდებოდა ასეთი რეგულაციების გამო. მარეგულირებელი კომისია რომ რეალურად დამოუკიდებელი იყოს, ხომ სხვაგვარი ვითარება გვექნებოდა დღეს?! კონსტიტუციაში წერია, რომ მარეგულირებელი კომისია არის დამოუკიდებელი, რეალურად კი დამოუკიდებელი არ არის.
– არც ყოფილა არასდროს, მიუხედავად საკონსტიტუციო ჩანაწერებისა.
– აი, ესა პრობლემა. ამიტომ, თუ ხელისუფლებას მართლა უნდა რომ მედია-სივრცე იყოს ღირსეული, ამის თვითრეგულაციის რეგულაციაში გადატანა კი არაა აუცილებელი, არამედ პირველ ეტაპზე ის სივრცეა გასათავისუფლებელი ხელისუფლების ზეწოლისგან, რომელსაც ის აკონტროლებს, მათ შორის, მარეგულირებელი კომისიისაც. როდესაც ეს მოხდება, ამის შემდეგ უკვე ყველაფერზე შეიძლება, ვილაპარაკოთ. ამიტომ ცუდია, რაც არის, მაგრამ, თუ რეგულაციას შემოვიტანთ, შესაძლოა, უფრო დიდი ხიფათი მივიღოთ.
– ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემაა თვითრეგულირების შეუძლებლობა. ჩვენი საზოგადოების კრიტიკულ მასას არათუ პროტესტი არ უჩნდება იმისადმი, რაც ხდება ჩვენს მედია-სივრცეში, ვგულისხმობ უხამსობასა და სრულ აღვირახსნილობას, არამედ აჰყვა კიდეც დიდი ენთუზიაზმით და როგორ აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა ყოფილა აბსოლუტურად უზრდელი, უხამსი? მოუმწიფებელი საზოგადოებაა, ინტელექტის ნაკლებობაა თუ რისი ნაკლებობაა, პატარა ბავშვივით, ბილწსიტყვაობა რომ მოსწონთ, რასაც ფსიქოლოგიაში სიტყვიერი ონანიზმი ჰქვია?
– სამწუხაროდ, მართალი ბრძანდებით, ეს არის საზოგადოების პრობლემა. მე არ განვეკუთვნები ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელიც ლევან ვასაძეს უჭერს მხარს, მაგრამ ის, რაც „რუსთავი 2-ზე“ ითქვა მის შესახებ, ნორმალურობის ფარგლებში არ ჯდება და როგორ შეიძლება, ტელევიზიიდან, რომელიც მთელ ქვეყანაში მაუწყებლობს, ისმოდეს ასეთი ლექსიკა?! თუ უფრო ღრმად წავალთ – საიდან მოდის ეს პრობლემა, ვნახავთ, რომ საზოგადოება უკვე არის დაპირისპირებული. ჯერჯერობით იქამდე არ მივსულვართ, რომ ერთმანეთს ცხვირ-პირი დავალეწოთ ქუჩაში, მაგრამ ამის წინაპირობებია. სწორედ ეს იწყება ახლა: ჯერ ხმამაღალი ჩხუბია, რაც თქვენ ბრძანეთ – სიტყვიერი ონანიზმი, ხვალ-ზეგ კი მივალთ იქამდე, რომ ერთმანეთს დავერევით. როდესაც საზოგადოებას არ აქვს უნარი, იმის მიუხედავად, ვის ვუჭერ მხარს და ვის არა, ვინ მომწონს და ვინ არა, არ ჰქონდეს რეაქცია, თუნდაც, მტრისადმი უხამსი გამონათქვამებისადმი, მოვლენების ასეთი განვითარება რეალურია.
– ადამიანებს არ ესმით, რომ, როდესაც სხვისი ლანძღვა არ მოგწონს და მიუღებელია, ამით  მისადმი პატივისცემას კი არ გამოხატავ, არამედ შენს თავს სცემ პატივს და არ გინდა, იყო უკულტურო.
– კი ბატონო, როდესაც ზიხარ ტელევიზორთან და ასეთი რამეები გესმის, შენ უნდა იგრძნო თავი შეურაცხყოფილად. როდესაც შენ ეს არ გაწუხებს და, მით უმეტეს, არიან ადამიანები, რომლებიც ამას ტაშს უკრავენ, ეს უკვე საზოგადოების პრობლემაა. როგორ უნდა გამოვიდეს აქედან საზოგადოება, რთული საკითხია, მაგრამ ხელისუფლებას აქვს ყველა მექანიზმი, რომ ეს რაღაცნაირად დაარეგულიროს და სხვა მიმართულება მისცეს.
– კერძოდ? როგორ შეიძლება ამის დარეგულირება? მე პირადად ხელი ჩავიქნიე.
– ხელისუფლება უნდა იყოს ყველაფერში მართალი, მან არ შეიძლება, დაუშვას შეცდომები და, თუ უშვებს, უნდა აღიაროს კიდეც. ჩვენც ვლაპარაკობთ, რომ არ  მოქმედებს კონსტიტუციაში არსებული მუხლები. როდესაც ამას ხედავს საზოგადოება, ხელისუფლებისადმი ნდობა ქრება. მახსენდება გელაშვილის ცემის ფაქტი სააკაშვილის დროს. ძალიან ცუდი რამ თქვა მან ინტერვიუში და საზოგადოებამ საკმაოდ სუსხიანად ირეაგირა მის ნათქვამზე. მაგრამ, სააკაშვილის ხელისფლებამ რაც გააკეთა საპასუხოდ, ყოვლად წარმოუდგენელი იყო. უფრო ადრე, ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროს უნივერსიტეტთან მიტინგზე ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, თავგასიებული პატიაშვილიო, რასაც იმავე წუთს მოჰყვა რეაქცია ჩვენი მხრიდან, რომ არ შეიძლებოდა ასე ლაპარაკი, რაც გინდა, თქვი, მაგრამ ასე ლაპარაკი არ არის გამოხატვის თავისუფლება.

скачать dle 11.3