კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რატომ არ სჭირდება „ნატოს“ შავ ზღვაზე ძალთა ბალანსის თავის სასარგებლოდ გასაძლიერებლად არც ანაკლიისა და არც სხვა ქართული პორტები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ანაკლიის პორტის ყოფნა-არყოფნის თემამ თვით ჩვენი ოკეანისგაღმელი უპირველესი სტრატეგიული პარტნიორის ყურამდეც მიაღწია და ჩვენს პრემიერ-მინისტრს იქაურმა სახელმწიფო მდივანმა განუცხადა, რომ აშშ დაინტერესებულია მისი მშენებლობით, ოღონდ იქ ჩინელების ხილვა ნაკლებად უნდა. მეორე მხრივ, ანაკლიის პორტი, ეკონომიკის ქართველი ექსპერტების ნაწილის განმარტებით, ვერ იქნება მომგებიანი და კონკურენციასაც გაუწევს უკვე არსებულ ქართულ პორტებს, იმას გარდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სამხედრო-პოლიტიკური დანიშნულებაც აქვს და შავ ზღვაში „ნატო“-რფ-ის დაპირისპირების კონტექსტშიც მნიშვნელოვანია. შესაბამისად, იბადება კითხვა: თუ აშშ დაინტერესებულია (და რატომაც არ უნდა იყოს დაინტერესებული?!) ანაკლიის პორტის აშენებით, რატომ არ ეხმარება თავის სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს ამ პორტის აშენებაში მატერიალურად?! ამ თემას ანალიტიკოს ამირან სალუქვაძესთან ერთად განვიხილავთ.
– ანაკლიის პორტი ამ ეტაპზე ეკონომიკურად მომგებიანი რომ იქნებოდა, იმთავითვე ცხადი იყო, იმიტომ რომ არ არსებობს ქვეყანაში იმ ტვირთბრუნვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ იქამდე მივიტანოთ ტვირთები, არა მარტო ჩვენთან, არც აზერბაიჯანში, არც შუა აზიაში, საიდანაც უნდა მოაღწიოს ჩვენამდე ტვირთებმა. ამას თუ დავამატებთ ანაკლიის სამხედრო-პოლიტიკურ მნიშვნელობას, ცხადი არ არის, რომ ეს ნაკლებადაა ეკონომიკური პროექტი? და როდესაც ასეა დაინტერესებული აშშ ანაკლიით, რატომ არ დებს ამ პროექტში ფულს?
– ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი მანამდე გადაწყდა, ვიდრე „ნატო“ გააქტიურდებოდა შავ ზღვაში. ამიტომ ასე პირდაპირ არ დავაკავშირებდი. რაც შეეხება დახმარებას: ასეთ ეკონომიკურ პროექტებს, მით უმეტეს, რომლებიც ასეთი დიდი თანხა ჯდება, არ აფინანსებენ სახელმწიფოები მოტივით, ჩვენი ინტერესიაო. მაშინ პირდაპირ უნდა განვაცხადოთ, რომ სამხედრო პორტი შენდება, რაც არ არის მიზანშეწონილი. ტვირთების რაოდენობა, რაც შეიძლება, წამოვიდეს კონკრეტულად ჩინეთიდან დასავლეთისკენ, ეყოფა ყველა მარშრუტს, რომლებიც შეიძლება, არსებობდეს. რაც შეეხება გამტარუნარიანობას, რაც ახსენეთ, იმ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, ჩვენ ვაშენებთ ავტობანებს, რაც გასაგებია, დროში გაიწელება. რაც შეეხება ადგილზე რკინიგზის მიყვანას, ამის მოგვარება სწრაფადაა შესაძლებელი. სახელმწიფომ განაცხადა მზადყოფნა და, იმედია, შეასრულებენ ამ ვალდებულებას. ლამის მთელი მსოფლიოა დაინტერესებული ჩინეთის პოლიტიკით: „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ და თუ არაფერი გავაკეთეთ, არც არაფერი იქნება. მათ შორის, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ვუთხარი მათ, რომ, თუ პრობლემებია ანაკლიის კონსორციუმთან, ვერ იზიდავენ თანხებს, პოლიტიკური აჟიოტაჟის ფონის შექმნით ცდილობენ, მეტად მომგებიან პოზიციას მიაღწიონ, რაც არ არის მომგებიანი ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, იმიტომ რომ, რაც წამგებიან ხელშეკრულებას გააფორმებს სახელმწიფო, მოქალაქეები წავაგებთ და მოიგებს კომერციული სტრუქტურა (ამიტომაც არ მივესალმები ამ პოლიტიკურ აჟიოტაჟს, თუმცა მესმის, რომ ოპოზიციისთვის მომგებიანია ხელისუფლების წამგებიან ჭრილში წარმოჩენა, მაგრამ უნდა გამოვიდეთ სახელმწიფო ინტერესებიდან), ხოლო სახელმწიფოს ინტერესია, რაც შეიძლება, მომგებიანი ხელშეკრულება გააფორმოს და რაც შეიძლება, მალე აშენდეს ეს პორტი, უნდა ააშენოს სახელმწიფომ. ამიტომაც ჩემი შეთავაზებაა, რომ, თუ კონსორციუმი ვერ ასრულებს პირობებს, ააშენოს სახელმწიფომ, მთავრობას უპრობლემოდ გამოუყოფს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები თანხას, მას შემდეგ კი, როდესაც ააშენებს, გამოაცხადოს ტენდერი და გადასცეს გამარჯვებულ კომპანიას სამართავად, რაც მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. მაგალითად, ამერიკაში ყველა პორტი სახელმწიფოა და მართავენ კომერციული ორგანიზაციები.
– ჩვენს პრემიერ-მინისტრს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ფაქტობრივად, პირდაპირ უთხრა, რომ ჩინელების ნახვა არ უნდა ანაკლიაში. შავი ზღვა იქცა ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილად „ნატოსთვის“. აი  – ეს წინააღმდეგობა როგორ დაიძლევა?
– მხოლოდ შავ ზღვაზე არ არის საუბარი, ორ სახელმწიფოს შორის არის სტრატეგიული პარტნიორობა და განვმარტოთ, რა არის სტრატეგიული პარტნიორობა: ეს არის ერთმანეთის ინტერესების შეჯერება, რაც მეტადაა შეჯერებული ეს ინტერესები, მით მეტად ახლოა სტრატეგიული პარტნიორობა და, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ეს ოფიციალურადაცაა გაცხადებული, მაშინ, რა თქმა უნდა, ითვალისწინებ სტრატეგიული პარტნიორის ინტერესებს. ჩინეთის გავლენის გაძლიერება კონკრეტულად შავ ზღვას არ ეხება. სტრატეგიული პარტნიორი გეუბნება: ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსია შენთვის არის საფრთხილო. ჩვენნაირ მცირე სახელმწიფოს ჩაყლაპავს, ფაქტობრივად და ჩვენ ვიცით მსხვილი კომპანიები საქართველოში, რომლებსაც დიდი უფლებები აქვთ და, ჩემი აზრით, ამ კუთხით გაგვაფრთხილეს. არავის უთქვამს, თუ ამას გააკეთებთ, ჩვენი ურთიერთობა გაფუჭდებაო, მაგრამ, როდესაც სხვა სახელმწიფო ძლიერდება შენთან, თან, სახელმწიფო, რომელთანაც ეკონომიკური ომი აქვს აშშ-ს, საქართველოს მართებს სტრატეგიული პარტნიორის ინტერესების გათვალისწინება. აი, ამ კუთხით გაგვაფრთხილეს, თორემ რომ შემოსულიყო ჩინური კომპანია ანაკლიის პორტის სამართავად, დიდ გავლენას ვერ მოახდენდნენ საქართველოს ეკონომიკაზე, მაგრამ საგრძნობლად მოიკიდებდნენ ფეხს. და, რა თქმა უნდა, აშშ დაინტერესებულია, რომ შემოვიდეს მისი და არა სხვისი კაპიტალი.
– საქმეც ესაა, რატომ არ შემოდის ამერიკული კომპანიები, ვინ უშლის?
– ველოდები, ამ კუთხით, გააქტიურებას ბოლო ვიზიტის შემდეგ, ის შეთანხმებები, რაც გაფორმდა აშშ-ში ვაჭრობის მინისტრთან, გულისხმობს საქართველოში აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნას და ველოდები ინვესტიციებსაც. ეს არის საფუძველი, რომ ბიზნესიც გააქტიურდეს და მთავრობაც, რომ მაქსიმუმი მივიღოთ ამ შეთანხმებიდან.
– ღრმაწყლოვანი პორტი გულისხმობს სამხედრო კომპონენტსაც. აშშ შეძლებს თავისი სამხედრო-პოლიტიკური ინტერესის გატარებას, თუ ანაკლიის პორტი იქნება ჩინური ან სხვა ქვეყნის კომპანიის მართვის ქვეშ?
– საერთოდ, სამხედრო ხომალდების შემოსვლა-გასვლა შავ ზღვაში სხვა საერთაშორისო ნორმატიული აქტებით რეგულირდება. რუსეთმა ეს ძალიან კარგად იცის და დიდ საფრთხეებს, ამ კუთხით, ვერ ხედავს. მეორე მხარეა აღმოსავლეთ ევროპის შავი ზღვის აუზის სახელმწიფოების პორტების განვითარება და მათი სამხედრო ფლოტის განვითარება აშშ-ს მხარდაჭერით. თუ ამ მიმართულებით წავლენ, რუსეთი ვერანაირად ვერ შეზღუდავს მათ.
– მარტივად რომ ვთქვა, ბულგარულსა ან რუმინულ სამხედრო გემს რამდენ ხანსაც უნდა, შეუძლია, შემოვიდეს ანაკლიაშიც.
– თავი დავანებოთ საქართველოსა და მის პორტებს, რუმინეთსა და ბულგარეთში შეუძლია, იყოს, რამდენ ხანსაც გაუხარდებათ. ზოგადად, ძალთა ბალანსი რომ გაძლიერდეს შავ ზღვაზე „ნატოს“ სასარგებლოდ, ამას საქართველო არ სჭირდება. რაც შეეხება ღრმაწყლოვან პორტებს და შემოვა თუ არა წყალქვეშა ნავები, რომ არ შემოვიდეს პორტებში და იყოს ნეიტრალურ წყლებში, რას იგებს ან აგებს რუსეთი?! ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი რუსეთისთვის და მე ამ თემას არც ავწევდი საერთოდ. არადა ამ თემის ირგვლივ ვქმნით ზედმეტ აჟიოტაჟს, ვაკეთებთ წამგებიან განცხადებებს, მეტი ტერიტორიები რომ არ დავკარგოთო, უარესი რომ არ დაგვემართოსო და ამით წინასწარ ვუგორებთ რუსეთს ისეთ კოჭს, რომლის საპირწონედაც ვერც ვერაფერს ვიღებთ და ვერც მივიღებთ რუსეთისგან. ვიმსჯელოთ მოლდოვას მაგალითით: გავრცელდა ინფორმაცია ფედერალიზაციასთან დაკავშირებით და ვნახეთ, რომ იქ ყველაფერი რუსეთის სასარგებლოდ დალაგდა, იმის მიუხედავად, რომ ევროპაც ჩაერია და აშშ-ც, რამდენად კმაყოფილები არიან, სხვა საკითხია, მაგრამ რუსეთი რომ კმაყოფილია, ფაქტია და არანაირ ფედერალიზაციაზე არ იქნება საუბარი. თუ იქნება, ძალიან დიდხანს გაგრძელდება და არ მგონია, რომ მოლდოვას ელოდებოდეს ამ მიმართულებით რამე წარმატება უახლოეს წლებში. ეს რუსეთის ურთიერთობის სტილია და არ მესმის, რა გათვლაა, ასეთ სახელმწიფოს რომ წინასწარ რაღაცას ვთავაზობთ და, თან, ისეთ რამეს, რა მიღწევებიც გვაქვს ევროპასთან, წყალში რომ ვყრით, გარდა იმისა, რომ ვუსრულებთ რუსეთს სურვილს?! იგივე ხდება ანაკლიის გარშემო ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვით, რომ, რადგან, თურმე, იქ სამხედრო ხომალდები შემოვლენ, ეს საფრთხეა რუსეთისთვის და ის ამას არ დაუშვებს. ეს წამგებიანია და თითიდან გამოწოვილიც. თუ სამხედრო პორტების მოწყობა გვინდა, ამას ანაკლიის გარეშეც გავაკეთებთ, ძალიან მარტივად. არ შემოვა წყალქვეშა ნავი, შემოვა...
– წყალზედა...
– დიახ, რა მნიშვნელობა აქვს, ანუ, თუ ამ მიმართულებით წავა „ნატო“, არაფერი გვიშლის ხელს. რა თქმა უნდა, „ნატო“ გააქტიურებულია შავ ზღვაზე და ჩვენ ამაში გარკვეულწილად ვიღებთ მონაწილეობას და რატომ არ უნდა მივიღოთ კიდევ უფრო აქტიური მონაწილეობა და რატომ უნდა მოვერიდოთ რუსეთს?! თუ ამას არ გავაკეთებთ, რას მივიღებთ საპასუხოდ?! რამეს გვთავაზობს რუსეთი?! შემოგვთავაზოს და ავწონ-დავწონით. ეკონომიკურ განვითარებას კი არ აქვს ალტერნატივა და საქართველომ თავისი გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა უნდა გამოიყენოს, უპირველესად, ეკონომიკურად და ამის შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ დანარჩენზე. თუ ეს სატრანზიტო მარშრუტი მომგებიანი იქნება, მათ შორის, მთლიანად აზიის რეგიონისთვის და არა მარტო ჩინეთისთვის, შესაძლოა, მეორე პორტიც აშენდეს და ავტობანების აშენებასაც წინ არაფერი უდგას. მსოფლიო ვითარდება და ჩვენ ვიღაცას რატომ უნდა მოვერიდოთ და იმის უნდა გვეშინოდეს, რომ ნოვოროსიისკის პორტს არ შევუქმნათ კონკურენცია?! პირიქით – ჩვენ იარაღს კი არ ვაჟღარუნებთ, არამედ ვვითარდებით და რუსეთს რომ ნორმალური სამეზობლო პოლიტიკა ჰქონდეს, ტრანზიტულმა ტვირთებმა არა მხოლოდ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, არამედ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენაც უნდა იმოძრაოს და პირიქით.

скачать dle 11.3