კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 ადეკვატური სიდიდეები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

რუსი „გირჩები“?!
  სანამ ჩვენ ერთმანეთს ვებრძვით (თუმცა, მაგალითად, უბრძოლველად დავთმეთ კოდორი და ახალგორი და სწორედ დამთმობები აპროტესტებენ ყველაზე ხმაურიანად რუსი დეპუტატის პარლამენტის თავ-ის სკამში მოკალათებას), შესაძლოა, იმიტომაც რომ ამ საქმეს ჯარში წასვლა არ სჭირდება და არც არანაირი განსაკუთრებული უნარ-ჩვევები, ლევადა-ცენტრმა ჩვენს ოკუპანტ ქვეყანაში მორიგი კვლევა ჩაატარა.
ამ კვლევით კი, დადგინდა, რომ გამოკითხულ მოქალაქეთა (რუსეთის) 60 პროცენტის აზრით, თითოეული ნამდვილი მამაკაცის მოვალეობაა ჯარში სამსახური!
  საინტერესოა, რომ 1997 წლიდან დღემდე სამხედრო-სავალდებულო სამსახურისადმი დადებითი დამოკიდებულების მქონეთა რაოდენობას მაქსიმუმისთვის მიუღწევია. სოციოლოგები აცხადებენ, რომ კვლევის ჩატარების მთელი პერიოდის განმავლობაში ასეთთა რიცხვს არასდროს გადაუჭარბებია 44 პროცენტისთვის და, რაც მთავარია, 140-მილიონიან რუსეთში მხოლოდ 12 პროცენტი ფიქრობს, რომ ჯარში სამსახური „უაზრო და სახიფათო საქმიანობაა, რომელსაც თავი უნდა აარიდო“, ანუ ფიქრობს ისე, როგორც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა.
  აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ამ ფიქრების ადეკვატურია რუსეთისა (დედამიწის მერვედი) და საქართველოს (ოკუპირებული რეგიონებიანად 67 000 კვადრატული კილომეტრი) სახელმწიფოების სიდიდეები.
скачать dle 11.3