კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 ვინ იყო ქართველი ქალი, ვის წინაშეც ნაპოლეონი თრთოდა და როგორ გახდა ის ეგვიპტის დედოფალი

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  კაიროს ეგრეთ წოდებულ „მკვდართა ქალაქში“ რამდენიმე ყველაზე ცნობილი ადამიანის უკანასკნელი განსასვენებელია.  მათგან ერთ-ერთში ალი-ბეი ალ-ქაბირი – ეგვიპტის ყველაზე სახელგანთქმული მმართველი განისვენებს. ისტორიკოსები მას ახალი ეგვიპტის ფუძემდებლად მოიხსენიებენ, ხოლო მადლიერი თანამემამულეები კი „ქარბუქთა დამაოკებელს“ და „ორი ზღვის ყაენს“ უწოდებდნენ.
  მისი საფლავის პირდაპირ აღმართულია მავზოლეუმი, სადაც განისვენებს „კაიროს თეთრ განძად“ წოდებული ნაფისა ხანუმი – უმშვენიერესი ცოლი დიდი ალი ბეისა. ქალი, რომელმაც სიცოცხლეშივე დაატყვევა მთელი აღმოსავლეთის სამყარო თავისი სილამაზით, გონიერებითა და განსწავლულობით, ქალი, რომლის გამბედაობამაც ქედი მოახრევინა ამაყ ნაპოლეონ ბონაპარტეს.
  არავინ იცის, საქართველოს რომელ კუთხეს ან გვარს ეკუთვნოდა ნაფისა... როგორც ეგვიპტეში ამბობენ, აფხაზეთის მთებში უნდა ყოფილიყო გაზრდილი. მისი წარმომავლობის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ საქართველოდან იყო.
  ოსმალურ-ეგვიპტური წყაროების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტეში ყველა ქალი ჰარამხანისთვის იყო განწირული, ნაფისა არასოდეს ყოფილა ჰარამხანის ჩვეულებრივი ბინადარი. მონათა ბაზარზე ის ცნობილ მამლუქს – ალი-ბეი ალ-ქაბირს უყიდია. ნაფისას (ეს სახელი ტყვეობაში მიიღო) მალევე გამოუჩენია თავი გონიერებით, ამიტომაც ალი-ბეის მისთვის თავისუფლება უბოძებია და ცოლად შეურთავს.
  სამწუხაროდ, ქართველი ქალის გადამრჩენელი ეგვიპტის გამგებელი მალევე, ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა. ნაადრევად დაქვრივებულ ნაფისას კი საარაკო სიმდიდრე დარჩა. ჭკვიანი ქალი მარჯვედ შეუდგა ქონების მართვას. ის კარგად განაგებდა მას და ქველმოქმედებასაც ეწეოდა. ცოტა ხანში ნაფისა მეორე ძალიან ცნობილ ქართველ მამლუქს, მურად-ბეის გაჰყვა ცოლად. განუზომელი სიმდიდრის წყალობით ისინი ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, ჰქონდათ არაერთი სასახლე, ჰყავდათ სამასი მეომრისგან შემდგარი პირადი ჯარი და ხშირად მართავდნენ წვეულებებს.
  მსოფლიო პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, ნაფისას გამჭრიახმა გონებამ ზუსტად ივარაუდა, რომ ეგვიპტელ ხალხს მძიმე წლები დაუდგებოდა და შესაძლოა, ქმრის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა დაეკარგა. ამიტომაც მან ქონება დაიმტკიცა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ეს იყო უნიკალური ფაქტი მუსლიმანურ სახელმწიფოში, როცა ქალი, ანუ უუფლებო ადამიანი, ოფიციალურად ხდება უზარმაზარი ქონების განმგებელი. ნაფისამ შეიძინა ყველაზე დიდი ქარვასლა და მას თავისი სახელობის მოწყალების სახლი – „საბილ ქუთაბი“ უწოდა. „საბილ ქუთაბში“, სხვა მოწყალებასთან ერთად, სასმელ წყალსაც უფასოდ გასცემდნენ. საკმარისი იყო რკინის ჭიშკარს ვინმე მისდგომოდა და ნაფისასთვის ეხმო, წყალობას მაშინვე იღებდა. ისტორიკოს რესტავრატორ აგნესკა დობროვოლსკას თქმით, რომელმაც ორი წლის წინ „საბილ ქუთაბს“ რესტავრაცია ჩაუტარა, „ეგვიპტელები ვარაუდობენ, რომ იმ ეპოქაში შექმნილ პორტრეტზე, რომელიც „კავკასიელი ქალის“ სახელითაა ცნობილი სწორედ „თეთრი განძი“ უნდა იყოს გამოსახული... ზუსტად ვერ ვიტყვით, სად დაიბადა ნაფისა, თუმცა, ვიცით, რომ კავკასიელი იყო, ცისფერთვალება, ალბათ, ქერათმიანი. ეგვიპტეში ამბობენ, ქართველი იყო, აფხაზეთის მთებში გაზრდილიო. მისი ქართველობის ვერსიას ისიც ამტკიცებს, რომ იგი ასევე ქართველმა ალი-ბეიმ იყიდა ტყვეთა ბაზარზე და თავიდანვე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. სრულიად დასაშვებია, რომ ნაფისა ალის ეთნიკური ნიშნით შეერჩია. სახელი ნაფისა, ტრადიციულად, სარწმუნოების შეცვლის შემდეგ დაარქვეს. მისი მეორე სახელი იყო ვიქ აბდალა, ანუ ღვთის მონის ასული. ეს ნიშნავს, რომ მამამისის ვინაობა ეგვიპტეში არ იცოდნენ. გასაოცარი გარეგნობის გამო დედოფალს „ბაიდა ნაფისას“ ეძახდნენ, რაც ეგვიპტურად „თეთრ განძს“ ნიშნავს. ის ნამდვილად იყო კაიროს განძი.
1798 წელს ნაპოლეონის ჯარი ეგვიპტეს მიადგა. პირველი გააფთრებული ბრძოლა პირამიდებთან მოხდა. მამლუქთა 6-ათასიან ცხენოსან ლაშქარს ქართველი იბრაჰიმ შინჯიკაშვილი და მისი ქართველი ძმადნაფიცი მურად-ბეი ხელმძღვანელობდნენ. უთანასწორო ბრძოლაში მამლუქებმა უკან დაიხიეს. იბრაჰიმმა და მურადმა ზემო ეგვიპტეს შეაფარეს თავი. კაიროში დარჩა მურად-ბეის მეუღლე, ქართველი ნაფისა...
  ...და როდესაც საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონი თავისი არმიით ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს მიადგა, ქართველი მამლუქების გმირული წინააღმდეგობით გამძვინვარებულ ფრანგთა ლაშქარს, კაიროს შესასვლელთან მარმარილოს ქანდაკებასავით აღმართვია წინ ულამაზესი ქალი.
დედოფლის სილამაზითა და გამბედაობით მონუსხული იმპერატორი ცხენიდან ჩამოქვეითებულა და მოკრძალებით ხლებია მას. ეგვიპტეში ახლაც სჯერათ, რომ მაშინ ნაპოლეონი ამ უშიშარი ქალბატონის წინაშე თრთოდა და მზად იყო, მისი ყველა განკარგულება შეესრულებინა.
  1798 წელს, როდესაც ნაპოლეონის ჯარი ეგვიპტეს მიადგა, იმპერატორმა ლაშქარს მიმართა. მისი სიტყვა ქართველი მამლუქების მიმართ განუზომელი სიძულვილით იყო სავსე. „უკვე მრავალი საუკუნეა, საქართველოდან და აფხაზეთის მთებიდან მოყვანილი მონები მსოფლიოს ამ უმშვენიერეს მხარეს ჩაგრავენ. მამლუქები უსაზღვროდ შორს არიან გონიერებისა და ადამიანური ღირსებებისგან. რა განასხვავებს მათ სხვათაგან, რა აძლევს მათ განსაკუთრებულ უფლებას, ეკუთვნოდეთ მთელი ეგვიპტე და ყველაფერი საუკეთესო, რაც ამ ქვეყანას აქვს: მშვენიერი მხლებლები, წმინდასისხლიანი ცხენები და მდიდრული სახლები?“
  ნაპოლეონი აღიარებს, რომ ეგვიპტეს ქართველები მართავენ, აღნიშნავს იმასაც, რომ ამ ადამიანებმა მონის სტატუსიდან შეძლეს ასეთი ამაღლება, ამიტომაც სასაცილოა, როდესაც აცხადებს, ისინი ბარბაროსები არიანო. მამლუქთა ხელში ეკონომიკურად ძლიერ ეგვიპტეს არაფერი ეტყობოდა ბარბაროსების მიერ მართულისა. ცხადია, ნაპოლეონი შეცდა და ეს დამტკიცდა კაიროს გამარჯვების ჭიშკართან მიახლოებისთანავე, როდესაც მისი უდიდებულესობა სუსტმა, ქართველმა ქალმა ხელის აღმართვით ჩამოაქვეითა ცხენიდან.
  ფრანგ იმპერატორს ქალბატონი სასახლეში წვეულებაზე მიუპატიჟებია და მისთვის ბრილიანტებით მოოჭვილი სამაჯურიც მიუძღვნია. დიპლომატიითა და გონიერებით გამორჩეული ნაფისა ფრანგებთან პოლიტიკურ მოლაპარაკებას მართავს, პარალელურად კი კონტაქტს არ წყვეტს ქართველ მეუღლესთან. შედეგიც მალე დგება: მურადი და მისი მეომრები უკან ბრუნდებიან და ნაპოლეონთან გარიგება ხდება. ამ შემთხვევის მერე ეგვიპტელებმა ნაფისას ახალი სახელი „უმალ მამალიქი“ –  „მამლუქთა დედა“ უწოდეს.

скачать dle 11.3