კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№25 რა გადაიქცა ნეტარებად მაკა ზამბახიძისთვის და რატომ არ აქვეყნებენ ის და მისი მეუღლე ერთობლივ ფოტოებს

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  „ოქროს ტალღა – 2019“ დასრულდა. საუკეთესო ქალი მომღერლის ტიტული მაკა ზამბახიძეს მიენიჭა. დუეტი „ჯორჯიას“ დაშლის შემდეგ, მომღერალი აქტიურად განაგრძობს სოლო კარიერას. ჩამოაყალიბა საკუთარი ბენდიც – „ნონ სტოპი“, რომლის სოლისტი მისი ქალიშვილი, სალომე ჩიტაძეა. მაკა გამარჯვებაზე, კარიერასა და საკუთარ ცხოვრებაზე გევსაუბრა.
  მაკა ზამბახიძე: საერთოდ არ მოველოდი ამ ნომინაციაში გამარჯვებას. შემთხვევით „ფეისბუქზე“ გადავაწყდი ინფორმაციას, რომ თურმე ამ ნომინაციაში ვიყავი წარდგენილი და მართლა ძალიან გამიხარდა. ეს ყველაფერი უზომოდ სასიამოვნოა, რადგან ხვდები, რომ შენს შრომას ხედავენ და აფასებენ. „ოქროს ტალღაზე“ პირველად ვიყავი ნომინირებული და ეს ორმაგად სასიხარულოა ჩემთვის. ბევრად ამაღელვებელია პირველივე წარდგენაზე რომ გამარჯვებული ხდები. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მანუჩარ მანჯავიძეს, რომელმაც მომცა უფლება, „შენთან ვიქნები“ „ნონ სტოპთან“ ერთად შემესრულებინა. ასევე, მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს პროდიუსერს, მამულიჩას, რომელსაც  დიდი წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში.
– „ნონ სტოპმა“ ძალიან შეაყვარა თავი მსმენელს, როგორია ბენდთან ერთად მუშაობა?
– მე თავიდანვე ბენდთან ერთად ვმუშაობდი და შესაბამისად, ეს ჩემთვის ორგანულია. უბრალოდ ძალიან შრომატევადია. დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. საბედნიეროდ, მოსწონს მსმენელს, კარგი და ძლიერი გუნდი ვართ შეკრებილი. თითოეული წევრი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია, რაც განაპირობებს ბენდის წარმატებას. ბენდის წევრები არიან: დრამი – სანდრო სახამბერიძე, კლავიში – ნიკა ჩარკვიანი, გიტარა – ზურა კიკნაძე, ბას-გიტარა – კოკა მამალაძე, საქსოფონი – დიმიტრი ლეკვეიშვილი და სოლისტი, სალომე ჩიტაძე – ჩემი შვილი.
– როგორია შვილთან ერთად მუშაობის პროცესი?
– ძალიან კომფორტულია. ვფიქრობ, რომ დაკისრებულ მოვალეობას კარგად ართმევს თავს, რადგან ერთია, იყო ბენდის სოლისტი და მეორე ბექ-ვოკალისტი, ეს  გაცილებით რთულია. მან იცის თავისი საქმე, კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რას აკეთებს და მასთან მუშაობის პროცესში მეც კომფორტულად ვგრძნობ თავს. ახლა აბიტურიენტია, გამოცდები მოუახლოვდა და ცოტა რთული პერიოდი აქვს. თუმცა ჩვენთან მუშაობას განაგრძობს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვეტერინარობა გადაწყვიტა. ბავშვობიდან უყვარს ცხოველები და ალბათ, ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
– ამ ბოლო დროს რატისთან ერთად ხშირად ჩანხარ, დუეტი „ჯორჯია“ ხომ არ აპირებს აღდგენას?
– თუ სადმე ერთად მიგვიწვევენ, რატომაც არა, მივდივართ. შესაბამისად, კონცერტებზეც გამოვდივართ. ახლახან ერთი სიმღერაც ჩავწერეთ, რომლისპრემიერაც „არ დაიდარდოში“ შედგა. ეს არის  ბოშების სიმღერა, რომლის კომპოზიტორიც რუსა მორჩილაძე გახლავთ. რუსა ხუმრობით ამბობს ხოლმე, ცალ-ცალკე თქვენ სიმღერებს არ დაგიწერთო და მოფერებით „ჩემს ბროწეულებს“ გვეძახის (იცინის). წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ გამორიცხულიც არაფერია. უბრალოდ მეც და რატიც ჩვენი საქმეებით იმდენად ვართ დატვირთულები, რომ დროის დეფიციტიც გვაქვს. რატის თავისი გეგმები აქვს, ხშირად არ არის საქართველოში, სოლო კარიერაზე ზრუნავს. მეც ჩემი ბენდი მყავს. შესაბამისად, რამდენად მოხერხდება, არ ვიცი.
– თბილისის ქაოსს გაეცალე და წყნეთში გადახვედი საცხოვრებალდ. როგორ შეეგუე ახალ საცხოვრებელ ადგილს?
– კი. უკვე რამდენიმე წელია, წყნეთში ვცხოვრობთ და მინდა, გითხრათ, რომ ეს არის ნეტარება. აქ მაქვს ყველაფერი, რაც შეიძლება, ადამიანმა ინატრო: ბუნება, სიმშვიდე, სუფთა ჰაერი, ჩიტების ჭიკჭიკი და ასე შემდეგ. დილაობით ტოროლების ხმა რომ მესმის და სუფთა ჰაერს ვსუნთქავ, ეგაა ბედნიერება. ჩემი პატარა ეზო მაქვს, რომელიც ძალიან მიყვარს. აქ ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. ეს ყველაფერი ჩემზე დადებითად მოქმედებს.
– ბაღიც ხომ არ გაქვთ?
– კი. ბაღიც გვაქვს და შარშან ბიოპროდუქტი მოვიყვანეთ. ამ საქმეში ჩემი მეუღლეა ჩართული. მოსწონს და უყვარს მიწაზე მუშაობა, ეს მისთვის ერთგვარი განტვირთვაა. თან, რასაც ხელს მოჰკიდებს, ყველაფერი საოცრად გამოსდის. შარშან პომიდვრის, ბულგარულის, კიტრის, წიწაკის, მწვანილის მოსავალი გვქონდა (იცინის). წელსაც ველოდებით და ვნახოთ, რა იქნება. საკუთარ ბაღში დაკრეფილ ბოსტნეულს სულ სხვა გემო აქვს. ბიოპროდუქტი ყველაზე ჯანსაღი და ჯანმრთელობისთვის საუკეთესოა. სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვეხმარები ამ საქმეში, მაგრამ დიდი გულშემატკივარი ვარ.
– სოციალურ ქსელში ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად არ დებ. რატომ?
– „ფეისბუქზე“ არ ვარ დიდად აქტიური, უფრო „ინსტაგრამზე“ ვარ ხოლმე. თან, ჩემი ოფიციალური გვერდი „ფეისბუქზე“ გამიტეხეს და იძულებული გავხდი, მეორე შემექმნა. ვდებთ ხოლმე, თუმცა, ხშირად – არა. სულ არ ვაქვეყნებთ ჩვენს ფოტოებს-მეთქი, ამასაც ვერ ვიტყვი. უბრალოდ, ასე უფრო სწორად მიგვაჩნია.

скачать dle 11.3