კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№25 ნუცა შანშიაშვილი: ყოფილი ქმრის მოკვლით ბევრ ქალს მოვფხანე გული

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ვინც ნუცა შანშიაშვილს იცნობს, დამეთანხმება, რომ ის საკმაოდ თბილი, კონტაქტური და გახსნილი ადამიანია. თუმცა, ერთი შეხედვით ასე არ ჩანს – მისი ეს თვისებები, მისივე მკაცრი, საშიში და თავდაჯერებული იმიჯის ქვეშ იმალება. ნუცა ახლახან დაბრუნდა საქართველოში. აქ მას ფილმში იღებენ და მის გმირს ქმრის მოკვლა უწევს.
  ნუცა შანშიაშვილი: ზღაპარივით ცხოვრება გამოვიარე და რაც გამიკეთებია, არაფერს ვნანობ. დილით, საწოლიდან რომ ვდგები, ხელებს მაღლა ვწევ და ვამბობ: „რაც ამ წუთიდან იწყება, შენია ყველაფერი, უფალო, დიდებულო!“ ამ ხერხით უფალთან დაკავშირება უდიდეს ძალას მაძლევს. ასე რომ, ჩემი ყოველი დილა უფალთან საუბრით იწყება.
– დავიჯერო, ისეთი შეცდომა არ დაგიშვია, რასაც ნანობ?
– ხანდახან უხეში ვარ იმ ადამიანთან, ვინც ამას არ იმსახურებს, ზოგჯერ კი ისეთ ადამიანს ვუყადრებ თავს, ვინც ამას ჩემგან არ იმსახურებს. ესაა ჩემი შეცდომები და ამიტომ სჭირდება ადამიანს ურთიერთობების გადაბალანსება. თავისუფალი და უკომპლექსო ადამიანი ვარ, მაგრამ ვიღაც-ვიღაცებთან ურთიერთობის გაფილტვრა აუცილებელია. ვინც არ არის მზად, ჩემგან ზედმეტი გამარჯობა მიიღოს, სჯობს, არ მივესალმო. ზოგადად, თავშეუკავებლობა, ჩემი დიდი მინუსია და ეს არასდროს და არსად მითქვამს.
– თქვი, უკომპლექსო და თავისუფალი ვარო. დამეთანხმე, რომ ასეთი ადამიანების ქმედებებს, საზოგადოება არასწორად იგებს. გქონია შემთხვევა, რომ შენი უკომპლექსობა არასწორად მიიღო საზოგადოებამ?
– რა თქმა უნდა! თუმცა, მე მაინც ჩემს გზაზე მივდივარ. თუ ადამიანი თავისუფალი ურთიერთობისთვის მზად არ არის, ვერასდროს გაიგებს შენს თავისუფლებას. ამიტომ, შენს უკომპლექსობას სხვანაირად განსჯის. ამიტომ, ჩემი ეგოისტური თავისუფლებით რომ არ დავაბნიო და გავაღიზიანო, სჯობს, კონკრეტული ქმედებისა თუ სიტყვისგან თავი შევიკავო. თუმცა, სცენაზე და ხელოვნებაში ჩემს თავს ვერ შევბოჭავ, ვერავის გამო. ის დიდი ემოცია, რაც ჩემში დევს, მინდა, სწორედ ხელოვნებაში „გადმოვქაჩო“ და არა სუფრაზე.
– ამბობენ, ამ ბოლო დროს, მამაკაცებისთვის საშიში ქალი გახდი. ასეა?
– ვინც არ მიცნობს, ყველას უხეში და საშიში ვგონივარ, თუმცა, რადიკალური და პირდაპირი ადამიანი ვარ, იმდენად დიდი ენერგიის მქონე, რომ როგორც პეპლები ეხვევიან სინათლეს და მერე იწვებიან, ასე ემართებათ მამაკაცებს ჩემთანაც (იცინის). მადლობა ღმერთს, გვერდით ისეთი ძლიერი მამაკაცი მყავს, რომ ძიებაში არ ვარ. მას არ ეშინია ჩემი უხეშობის, საშიშობის და იმ ქალს აღვიძებს ჩემში, რომელსაც სხვები არ იცნობენ. სულ ვეუბნები: შენ ჩემი თავისუფლება ხარ-მეთქი (იცინის). მასთან არაფრის ბარიერი და შიში არ მაქვს, თუმცა, არსებობს ზღვარიც.
– ახალ ფილმში გიღებენ, სადაც მთავარი როლი გაქვს და ქმარს უმოწყალოდ კლავ. არ გაგიჭირდა იარაღის გასროლა?
– ძალიან მძიმე მომენტი იყო, მაგრამ ქმრის მოკვლა შევძელი. თუმცა, ეს ფილმში მოხდა და რეალურ ცხოვრებაში რამდენად შევძლებდი, ვერ გეტყვით. მორწმუნე  ვარ. თან, მჯერა, რომ სულს აქვს რეინკარნაცია და არ მინდა, გარკვეულ სხეულში, გარკვეული პრობლემით დავბრუნდე, ვიღაცის სიკვდილი ჩემს თავზე ავიღო. ასე რომ, ამის გამკეთებელი რეალურ ცხოვრებაში არ ვარ, მაგრამ გიორგი ჯაფარიძის ფილმში მომიწია გაშორებული ქმრის მოკვლა და ის ტკივილი განვიცადე, რის გამოც ჩემი გამწარებული გმირი კლავს მას. ასეთი მამაკაცებისგან გამწარებული ბევრი ქალია და მე ყოფილი ქმრის მოკვლით ბევრ ქალს მოვფხანე გული. როცა იარაღი დავუმიზნე, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ მან ჩემში დიდი სიყვარული მოკლა. რეალურ ცხოვრებაში მამაკაცი არც მომიკლავს და არც გამიმწარებია (იცინის). თუმცა, ჩემი მოკვლა უნდოდათ.
– ეს რას ნიშნავს? ვის უნდოდა შენი მოკვლა?
– ადამიანი რომ ჩემგან დიდ სითბოსა და ენერგეტიკას იღებს, მერე ვხვდები, აღარ მიყვარს და აღარ ღირს მის გვერდით ყოფნა, ვტოვებ. ამის გამი სამაგიეროს გადახდა უნდოდათ და რამდენიმე ადამიანისგან იყო აგრესია და მუქარა: მოგკლავ! ალბათ, რადიკალურად რომ არ მოვქცეულიყავი და შიშზე არ გადამებიჯებინა, არ დამენახვებინა მათთვის, რომ მე არ მეშინია, შეიძლება, მოვეკალი კიდეც. ანუ, როცა ნუცაში დაძლეულ შიშს ხედავენ, იარაღიანი მამაკაციც კი უძლურია, მომკლას და ასეც მოხდა. როგორც ქალი, ძლიერი არ ვარ, უბრალოდ, ასეთი ვჩანვარ. უფრო დამოუკიდებელი და თავისუფლებისმოყვარე ვარ. მსახიობი ვარ და მიწევს ბევრი ნიღბის გამოცვლა, ბევრის სხეულსა და სულში შესვლა და შეგრძნება. ეს მომწონს და უდიდეს სიამოვნებას ვიღებ.
– ამბობენ, შეყვარებულ წყვილს შორის განშორებები აუცილებელია, რომ სიყვარული უფრო მეტად გაღვივდეს და მონატრების გრძნობამ მათ შორის უფრო გაამძაფროს ვნებებიო. ამ მოსაზრებას თუ ეთანხმები?
– თუ გინდა, რომ სიყვარული შეინარჩუნო და ხშირად მოენატრო, საყვარელ ადამიანთან სულ განშორებებში უნდა იყო. ადამიანმა თავად უნდა გააღვივო გრძნობა, „გაშალო“ სიყვარული და მონატრების გრძნობა, რაც სიყვარულს უფრო ამძაფრებს. მე საყვარელ ადამიანთან სიყვარულს განშორებებითა და მონატრებებით ვამძაფრებ. ეს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
– ნუცა, არასდროს საუბრობ შენს ყოფილ ქმრებზე. თუმცა, ვიცი, მათთან საკმაოდ კარგი დამოკიდებულება გაქვს და ამაზე თემო – შენი მესამე ქმარი, არ ეჭვიანობს?
– ჩემი პირველი ქმარი გახლავთ გია ცინცაძე. მას მოსკოვში ჯორჯ ასპინსონად იცნობენ და იქ ცნობილი პიროვნებაა. ახლა, დაძმური ურთიერთობა გვაქვს და საკმაოდ ახლო მეგობრები ვართ,  ფაქტობრივად, ოჯახის წევრია. მეორე ქმარი გახლავთ სერგეი სტევლიუკი, რომელიც ცნობილი რეჟისორია და პირდაპირ სცენაზე მთხოვა ხელი (იცინის). მასთანაც ვმეგობრობ. პირველად რომ გავთხოვდი 23 წლის ვიყავი, მეორედ – 25 წლის და ახლა – თემური, ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული, როგორც იტყვიან, მესამე და სამართალი (იცინის). თემო კი არ ეჭვიანობს, არამედ, ორივე ჩემს ყოფილ ქმართან, ჩემსავით მეგობრობს. მე ყველა ყოფილი ქმრისგან დიდი გამოცდილება, სითბო, სიკეთე და მეგობრობა დამრჩა, რომელიც სიკვდილის ბოლომდე გამყვება.
– ზაფხულში სად აპირებ დასვენებას და ვისთან ერთად?
– ამ ზაფხულს რაჭაში მინდა შვილი წავიყვანო. რაჭის ენერგეტიკით დავიმუხტები, მერე, ამერიკაში რომ წავალ, იქ წავიღებ და ბევრს დავურიგებ. ამერიკაში, აპრილში სოლო კონცერტი მქონდა და დამაჯილდოეს სიგელით – „ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის“, რომელიც პირადად „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა და ნიუ-იორკის მერმა გადმომცა.

скачать dle 11.3