კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 წარმატებული ქართველი მოცეკვავის – მიშიკო ბრეგვაძის საერთაშორისო აღიარება

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

  23 წლის ცნობილი და წარმატებული ქართველი მოცეკვავე  მიშიკო (მიშო) ბრეგვაძე არაერთი მსოფლიო დონის კონკურსის  მონაწილეა და საქართველოს სახელს ყოველთვის ღირსეულად წარადგენს მსოფლიო სცენებზე.  მისი პროფესიონალიზმი, პლასტიკა და ქარიზმა ყოველთვის იწვევს მაყურებელთა აღფრთოვანებას. ნიჭიერმა შემსრულებელმა თავისი კარიერა ქართულ ცეკვაში დაიწყო, მალევე გახდა ანსამბლის  სოლისტი და შემდეგ გადაწყვიტა, დამოუკიდებლად, ამჯერად უკვე ლათინოამერიკულ ცეკვებში გაეგრძელებინა კარიერა. მიშიკო ბრეგვაძე დღეს  ბევრი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის გამორჩეული მონაწილე და არაერთი ცნობილი მოცეკვავის ტრენერია, მის ნიჭსა და მონაცემებს მხოლოდ საქართველოში არ აღიარებენ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მუდმივად აქვს შემოთავაზებები, რომ კონკურსებზე მათი ქვეყნის სახელით იასპარეზოს.
მიშიკო (მიშო) ბრეგვაძე: ცეკვა 12 წლის ასაკში დავიწყე. იმდენად გამოვიჩინე თავი, რომ სამ თვეში ძალიან მნიშვნელოვან კონცერტზე გამიყვანეს.  ჩემს ანსამბლთან ერთად ბევრი წარმატება მქონდა, მაგრამ გუნდური წარმატება არ მაკმაყოფილებდა. მინდოდა, ჩემი სახელი დამოუკიდებლად გაჟღერებულიყო მსოფლიოს დიდ სცენებზე და ის წარმატება, რასაც მოვიპოვებდი მხოლოდ ჩემი დაუღალავი შრომისა და მიზანდასახულობის შედეგი ყოფილიყო.
– ლათინოამერიკულ ცეკვებში გადასვლიდან ძალიან მალე შეძელით მსოფლიოს დიდი სცენების დაპყრობა. ამისთვის, ალბათ, ბევრს მუშაობდით.
– ერთი წელი მოვანდომე ლათინოამერიკული ცეკვების შესწავლას და მეორე წლიდან ქართული კონკურსების დონეზე უკვე სერიოზული განაცხადების გაკეთება დავიწყე. ცეკვაში ვდებ მთელ დროსა და ენერგიას, თუმცა, ჩემთვის ეს იმდენად დიდი სიამოვნებაა, რომ არასდროს ვგრძნობ დაღლას. რაც უფრო მეტი წარმატებული გამოსვლა მაქვს, მით უფრო მეტს მოვითხოვ საკუთარი თავისგან.
– არაერთი საერთაშორისო კონკურსის მონაწილე ხართ და ყველგან იწვევთ ჟიურის აღტაცებას, თქვენს მოსწავლეებსაც სერიოზული მიღწევები აქვთ...
– პირველი კონკურსიდან რომ დაიწყო წარმატებები, დღესაც გრძელდება. გარკვეული პერიოდი იტალიაში ვცხოვრობდი,  ბავშებთან ვმუშაობდი, ვიყავი კლასიკური ბალეტის ინსტრუქტორი და სამეჯლისო სპორტული ცეკვების ქორეოგრაფი. საქართველოში მოგვიანებით დავბრუნდი და ჩემს ქვეყანაში გავაგრძელე მოღვაწეობა. ბევრი კონკურსის ფინალისტი ვარ და ჩემი მოსწავლეებიც, რომელთა დიდი ნაწილი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეა, წარმატებით ასპარეზობენ მსოფლიო დონის შეჯიბრებებზე, რაც ძალიან მეამაყება.
– ბევრი შემოთავაზება გაქვთ სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– მაქვს მოწვევები  საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ნორვეგიიდან  და ასე შემდეგ. ბევრი ქვეყანა მთავაზობს, ვიყო მათი ქვეყნის წარმომადგენელი სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე. სამომავლო გეგმებში ისევ ბევრი შრომაა ჩემპიონის ახალ-ახალი ტიტულებისთვის.

скачать dle 11.3