კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რის გამო დასჭირდა ფსიქოლოგიური დახმარება თემო რცხილაძეს და რა წინათგრძნობები აქვს მას ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მომღერალ თემო რცხილაძის შემოქმედებას საზოგადოება კარგად იცნობს. თუმცა, იმაზე, რომ თემო არაჩვეულებრივი, თბილი და მოსიყვარულე მამა, ქმარი, ბაბუა და ძმაა, იშვიათად საუბრობს. მისი შვილები მამისგან დამოუკიდებლად, უცხოეთში ცხოვრობენ. მართალია, თავიდან გაუჭირდა მათ გარეშე ყოფნა, თუმცა, ახლა ამაყობს, რომ მათ გზა თავიანთი შრომითა და მიზანდასახულობით გაიკვალეს.
–  ძმებს, თემო და რომა რცხილაძეებს, ყველა იცნობს. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ უფროსი და გყავთ და არანაკლებ თქვენზე წარმატებული.
– დიახ, ასეა. ჩემი დაც მუსიკოსია, მუსკის მასწავლებელი. ნანა, ჩემზე 9 წლით დიდია და გამიმართლა, რომ ასეთი დედმამიშვილები მყავს. თუ რამეს მივაღწიე ცხოვრებაში, მშობლებს ვუმადლი. ეს, მათი დამსახურებაა და იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს დასა და ძმაზე. ასე რომ, ის, რაც მათ მასწავლეს და „ჩამიდეს“, მეც იგივე ვასწავლე და „ჩავუდე“ ჩემს შვილებს და გამიმართლა.
– საკმაოდ კარგად გამოიყურები, თუმცა უკვე 60 წლის ხდები. რამდენი წლის იყავი, როცა დაოჯახდი და როგორი ქმარი და მამა ხარ? ვიცი, მოგიწია შვილებთან განშორება და ეს როგორ გადაიტანე?
– 25 წლის ასაკში შევქმენით მე და ოლიამ ოჯახი და დღემდე სიყვარულში ვცხოვრობთ. არ დამავიწყდება – ჩემი მომავალი ცოლი კულისებში დავინახე და მისი სილამაზით მოვიხიბლე. მეორე დღესაც დავინახე, მესამე დღესაც და მერე, ჩემი შინაგანი ფლუიდები „ჩავრთე“, რომ თავი შემეყვარებინა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი გამოვიდა. მართალია, მის ფანჯრებთან სერენადა არ მიმღერია, მაგრამ სცენიდან ყოველ საღამოს ვუმღერდი. მერე გაჩნდნენ თამო და ნიკო და მათი წყალობით, ბედნიერი მამა გავხდი. თან, მათი არა მარტო მამა ვარ, ვმეგობრობთ, ჩვენ შორის საიდუმლო არ არსებობს. მამა-შვილს შორის ასეთი ურთიერთობა, სიყვარული და ნდობა რომ არის, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მათ თვალდახუჭული ვენდობი. თამო ესპანეთში ცხოვრობს ქმართან და „ივ სენ ლორანში“ მუშაობს. ნიკო კი, ამერიკაშია, ჰოლივუდ სიტიში. სულ ერთად ვიყავით და მათთან განშორება თავიდან ძალიან გამიჭირდა, თუმცა, ყოველდღე ვახერხებ ინტერნეტით დაკავშირებას და ამან ცოტა გამიადვილა. ახალი ტექნოლოგიების გარეშე, რაც არ უნდა კარგი მამა ვყოფილიყავი, შვილებს უცხოეთში ვერ გავუშვებდი (იცინის). რამდენიმე დღე რომ მათი ხმა არ გავიგო და არ დავინახო, ხომ გავგიჟდი? თავიდან მათზე იმდენს ვფიქრობდი, ღამეებს თეთრად ვათენებდი. რაც შეეხება ჩემს გარეგნობას, ამაში დედაჩემის გენეტიკა მშველის, მას ვგავარ.
– უკვე ბაბუაც გახდი. როგორ მოირგე ბაბუის ამპლუა და როგორი სიმამრი ხარ?
– ჩემი სიძე  – ენრიკე ალკაინა, პოლიციაში მუშაობს და სასწაული ხელი აქვს – ხუთი მანქანა აქვს აწყობილი. სხვათა შორის, ჩემს შვილიშვილს პასპორტში ორი გვარი უწერია: ირინა ალკაინა-რცხილაძე და ეს ძალიან მახარებს. სიძემ პირველივე შეხვედრიდან შემაყვარა თავი. ბარსელონაში რომ ჩავედი, მეგობრებმა მითხრეს: ერთი ბიჭია, თამუნა ძალიან უყვარს და მოდი რა, გაიცანი, დადებითი პიროვნებააო. რომ შემხვდა, ისე ნერვიულობდა, ამის გამო განვეწყე მის მიმართ დადებითად, მივხვდი, „ნაგლი“ და „როჟა“ ტიპი არ იყო. ამიტომ, ახლა ის ჩემი ოჯახის წევრია, ძალიან უყვარს ჩემი შვილი და ირინკაც მაჩუქეს. სხვათა შორის, ყველა მამა ეგოისტია, როცა ქალიშვილს ათხოვებს, მაგრამ ეს მე უფრო ადრე გადავიტანე და მშვიდად შევეგუე.
– ვაჟიშვილი, ნიკუშა ამერიკაშია და როგორც გავიგე, წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ – გარდა იმისა, რომ მუსიკას ქმნის, ფილმებშიც იღებენ...
– არ ვიცი, ნიკუშას რას უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ვიცი, მიზანი აქვს და იმ მიზნისკენ მიდის, არ გადაუხვევს. 19 წლის იყო, ნიუ-იორკში რომ წავიდა. სამსახიობო დაამთავრა. დამოუკიდებლად ცხოვრობდა, მუშაობდა და სწავლას იფინანსებდა. ახლა ქალაქ ჰოლივუდ ჰილში გადავიდა და სიმღერებს წერს. ფანტასტიკური ტექსტები აქვს და ძალიან მოსწონთ. საავტორო დისკის გამოშვებასაც გეგმავს. ქასთინგებზეც იღებს მონაწილეობას და რამდენიმე „ჰოლივუდურ“ მოკლემეტრაჟიან ფილმშიც  გადაიღეს. ვფიქრობ, ნიკუშა სიმღერით უფრო მიაღწევს წარმატებას, ვიდრე მსახიობობით, რადგან ამერიკაში, ამ მხრივ, დიდი კონკურენციაა.
– თემო, შენი პოპულარობა, ნაცნობობა და გავლენა რამდენად დაეხმარა შვილებს გზის გაკვლევაში?
– ნიკუშა ამბობს: რომ დავრჩენილიყავი, მთელი ცხოვრება თემოს ბიჭი ვიქნებოდიო (იცინის). „ჰოლივუდში“ და ბარსელონაში თამუნას და ნიკუშას მამის წარმატება, პოპულარობა და გავლენა არავის აინტერესებს. ამიტომ, რასაც მიაღწიეს – დამოუკიდებლად. არ ამოეფარნენ ჩემს სახელს და ეს უფრო მახარებს. ასე უფრო მეტს მიაღწიეს.
– მითხარი, გამიმართლა, იღბლიანი და ბედნიერი ადამიანი ვარო. თუმცა, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება რთული დღეები, როცა სამყარო შენი წინააღმდეგია. რა იყო შენთვის ასეთი?
– რთული პერიოდი ბევრჯერ იდგა ჩემს ცხოვრებაში. მაგალითად, ასეთი იყო ჯანმრთელი მამის გარდაცვალება. ეს დიდი დარტყმა იყო და რთულად გადავიტანე. ასევე, უცბად, ერთ წამში გამომეცალა ხელიდან, ბავშვობის მეგობარი ზურა იოსავა და ძალიან განვიცადე. ამის მერე ბევრი რთულად გადასატანი პერიოდი დაემთხვა ერთმანეთს, თუმცა ჩემმა მეგობრებმა კარგი ფსიქოლოგიური დახმარება გამიწიეს და მიმახვედრეს, რომ ბევრად უფრო საცოდავები ჩვენ ვართ, ამ სამყაროში დარჩენილები. ყველამ იცის, რომ ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წინათგრძნობები მაქვს და ეს უკვე ნერვებს მიშლის. ცუდია, როცა წინასწარ იცი, შენი საყვარელი ადამიანის გარდაცვალება და მას ვერაფრით შველი. ცხოვრებაში არაფრის მეშინია, მათ შორის, არც დაბერების. თუ სიმღერას ვერ შევძლებ, საქსოფონზე, გიტარაზე ან კლავიშზე დავუკრავ. მადლობა ღმერთს, ამის ნიჭი მაქვს და პენსიაზე რომ არ ვიყო დამოკიდებული, დამატებით ორ კაპიკს  ვიშოვი.

скачать dle 11.3