კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რა სთხოვა მესის მეუღლემ ლელი ცისკარაულს და რატომ უკავშირდებიან მას ცნობილი ფეხბურთელების ცოლები

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  Decosweetbcn-ის ბრენდის ქვეშ წარმოდგენილი ნამუშევრები უკვე არაერთი ცნობილი ადამიანის შვილების ოთახს ამშვენებს, მათ შორის არიან მსოფლიო ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ლიონელ მესი, იკერ კასილასი, ჯორდი ალბა. ამ ყველაფრის შემქმნელი კი ქართველი დიზაინერი ლელი ცისკარაულია, რომელიც ესპანეთში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. უფრო დაწვრილებით მისი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.
  ლელი ცისკარაული: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი სამხატვრო დიზაინზე. მალევე დავიწყე ჩემი პროფესიით მუშაობა – გრაფიკული დიზაინერი ვიყავი. სამი წელი ვმუშაობდი, სამუშაო განაკვეთიც დიდი მქონდა, თუმცა ხელფასი – არც ისე სახარბიელო. მოკლედ, ამ პერიოდის განმავლობაში კარიერული და ეკონომიკური წინსვლა ვერ ვნახე. სულ ერთი და იგივე სამუშაოს შესრულება მიწევდა. მე კი მიყვარს სიახლეები. ყოველთვის ვცდილობ, რაღაც ახალი ვისწავლო და განვვითარდე. ამიტომ გადავწყვიტე, ბედი ევროპაში მეცადა. იქ მაგისტრატურაზე ჩავაბარებდი და ჩემი მიზნის მისაღწევად ვიბრძოლებდი.  ესპანეთი ავირჩიე, რადგან იქ მამიდაშვილი მყავდა, რაც უცხო ქვეყანაში ჩემი დიდი იმედი იქნებოდა და 21 წლის ასაკში წავედი.
– ემიგრანტობის დასაწყისს ყოველთვის ახლავს რთული პერიოდები.
– დიახ, ნამდვილად ასეა. ჩათვალეთ, რომ უცხო ქვეყანაში, სადაც ენა არ იცი და არ გესმის მათი, დაკარგული დიდი ბავშვი ხარ. თავიდან მქონდა ენის ბარიერი, მაგრამ მოვინდომე და მალევე ვისწავლე. პირველად ძიძად ვმუშაობდი – ბავშვები გამომყავდა ბაღიდან და სკოლიდან. მათთან ურთიერთობა ძალიან დამეხმარა ენის შესწავლაში – ბავშვებს ხომ მარტივი მეტყველება აქვთ. პარალელურად, სკოლაში, ენის კურსებზე დავდიოდი. თან, ოთახი ესპანელების უბანში ვიქირავე და ამანაც ხელი შემიწყო. მქონდა ისეთი მომენტები, როცა საქართველოში დაბრუნებას ვფიქრობდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვაჯობე ამ ფიქრებს და ჩემს მიზანს მივაღწიე. 2 წელში უკვე ენას კარგად ვფლობდი და მაგისტრატურაზეც ჩავაბარე დიზაინის განხრით. აქ შევისწავლე ყველაფერი, რაც კი საერთოდ არსებობს დიზაინის სამყაროში. შემდეგ უნივერსიტეტიდან სტაჟირებაზე გამიშვეს Pepe Jeans-ში. ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი Virginie verrierer-ის ერთ-ერთი სეზონის მთლიან კოლექციაზე.
– როგორ შეიქმნა თქვენი ბრენდი და რატომ საბავშვო ხაზი?
– საერთოდ, ყოველთვის მინდოდა, რაღაც ჩემი შემექმნა და მასზე მემუშავა. როცა მაგისტრატურა დავამთავრე და ბაზარს გადავხედე, მივხვდი, რომ საბავშვო პროდუქციაზე მოთხოვნა იყო, თუმცა პროდუქტის ნაკლებობა შეინიშნებოდა. ქალის ტანსაცმლის ხაზი რომ ამერჩია, დიდ მარკებთან კონკურენციის გაწევა გამიჭირდებოდა. Decosweetbcn ოთხი წლის წინ შეიქმნა. ჩვენი პროდუქცია, ძირითადად, ახალშობილის ოთახის დეკორაციასა და საბავშვო აქსესუარებზეა გათვლილი. თავდაპირველად ეს ყველაფერი სახლში, ჩემს ოთახში დავიწყე. პირველად ხუთ პროდუქტს ვყიდდი  ონლაინმაღაზიაში.  ერთი წლის შემდეგ საიტზე უკვე 50 პროდუქტი მქონდა. გაყიდვების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ მარტო ვეღარ ვართმევდი თავს და ჩემი მეუღლე იძულებული შეიქმნა, სამსახური დაეტოვებინა და ჩემთან ემუშავა – ლოჯისტიკა მთლიანად მან ჩაიბარა. მერე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, სახლში ამ ყველაფერს ვეღარ ვაკეთებდით და ფართი ვიქირავე. დღესდღეობით საიტზე 85 პროდუქტი გვაქვს და სიახლეებს თითქმის ყოველ თვეში ვამატებ. ჩვენი გუნდი ხუთი ადამიანისგან შედგება. პერსონალიზებული პროდუქტები ხელით იქარგება და ყველა პროდუქტის დიზაინი დიდი შრომისა და სიყვარულის შედეგად არის შექმნილი. ჩვენ მხოლოდ ბამბის, ტილოსა და ბამბუკის ნატურალურ ქსოვილებს ვიყენებთ. პროდუქცია აბსოლუტურად ექსკლუზიურია, რომელსაც ჩვეულებრივ საბავშვო მაღაზიაში ვერ შეიძენთ.
– ცნობილი ფეხბურთელების მეუღლეებმაც თქვენს პროდუქციაზე გააკეთეს არჩევანი. როგორ დაგიკავშირდნენ?
– ერთ-ერთმა ჩვენმა მომხმარებელმა შეიძინა ჩვენი პროდუქტი და როგორც აღმოჩნდა, ეს ადამაინი იყო იკერ კასილასის ცოლის მეგობარი. რამდენიმე დღის მერე დამიკავშირდა და მითხრა, სარას ძალიან მოეწონა და მინდა, თქვენს მარკას რეკომენდაცია გავუწიოო. ამის შემდეგ თავად სარა დაგვიკავშირდა და გვითხრა, რაც სჭირდებოდა. მერე სურათი „ინსტაგრამზე“ ატვირთა და ჩვენი მარკა მონიშნა. ეს იყო დღე, როცა ჩვენი ბრენდი ცნობილი გახდა. ამის მერე ბევრი ცნობილი მსახიობი, ჟურნალისტი და წამყვანი დაგვიკავშირდა. ახლახან გავუკეთე შეკვეთა მადრიდის ფეხბურთელის, ისკოს მეუღლეს – მალე პატარას ელოდებიან. ამ ხალხისთვის ნდობა ძალიან ბევრს ნიშნავს, ბავშვის სახელი რომ გითხრან, უნდა იცოდნენ, რომ მათ კონფიდნეციალურობას დაიცავ და მათ ამბებს შემოსავლის წყაროდ არ აქცევ. როცა მესის მეუღლე დაგვიკავშირდა, მესამე ბავშვის სახელი არსად არ ჰქონდათ ნათქვამი, არც სქესი იცოდა ვინმემ. გვთხოვა, რომ ეს ინფორმაცია არ გაგვესაჯაროებინა. ჩვენს ინტერესშიც არ შედის მსგავსი რამ, ამიტომ მათ მოთხოვნებს ბოლომდე ვიცავთ. ანტონელამ, მესის მეუღლემ რომ მოგვწერა, თვალებს არ დავუჯერე, რამდენიმეჯერ გადავამოწმე, ხომ ნამდვილად ისაა-მეთქი (იცინის). ვიცოდი, რომ ამის შემდეგ ჩვენი პრიოდუქცია კიდევ, უფრო მოთხოვნადი გახდებოდა. მათ თუ მოეწონათ რაღაც, ყველანაირად გვერდში დაგიდგებიან. სწორედ ამიტომ აზიარებენ ჩემს პროდუქციას თავიანთ გვერდზე. ამაზე საუკეთესო რეკლამა არ არსებობს.
– ესპანეთის გარდა, კიდევ სად გაგაქვთ პროდუქცია? მაღაზიის გახსნას ხომ არ აპირებთ?
– მაღაზიის შექმნის საჭიროება არ არის, რადგან ონლაინ გაყიდვები გვაქვს. ესპანეთში იმასაც კი წინასწარმეტყველებენ, რომ სავაჭრო ცენტრები რამდენიმე წელში აღარ იარსებებს და ყველაფრის შეძენა ონლაინ მოხდება. ევროპის ყველა ქვეყანაში ვაგზავნით პროდუქციას. სამწუხაროდ, საქართველოში – არა, რადგან გზავნილების ფასი ძალიან მაღალია.

скачать dle 11.3