კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 ჩემი რძლის მამა მეარშიყება და სიყვარულს მიხსნის

  შვილი საკმაოდ ადრე გავაჩინე. სტუდენტი ვიყავი, როცა შემიყვარდა, თავი დავკარგე და ისე მივენდე საყვარელ მამაკაცს, ისე დავთანხმდი ინტიმურ კავშირზე, რომ არაფერზე და არავის რეაქციაზე არ მიფიქრია. ახლაც არ ვნანობ. საკმაოდ ახალგაზრდა ვარ და უკვე დედამთილიც გავხდი. რომ მეუბნებიან, არ გერჩივნა, ოჯახი შეგექმნა, გვერდით ქმარი გყოლოდა და ოჯახურ გარემოში მშვიდად ყოფილიყავიო, მეცინება. მე, კმაყოფილი ვარ იმ ცხოვრებით, რაც ავირჩიე. არც თაყვანისმცემლები მაკლია და არც მიტოვებულად ან მარტოსულად ვგრძნობ თავს. ჩემს შვილს მამა გვერდით უდგას, არცერთი წამით არ მიუტოვებია და თუ ჩვენ შორის სიყვარული გაქრა, ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობთ და მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, რა პრობლემაა? პირიქით, ასე უფრო მომწონს. ფაქტია, განგება ყველას ერთნაირ ბედს არ გვთავაზობს და თუ არ ხარ გათხოვილი და დედობა გარგუნა ბედმა, ამაში ცუდი არაფერია. მოკლედ, ჩემმა ბიჭმა რომ ცოლი მოიყვანა, ძალიან გამიხარდა. ზუსტად ისეთი გოგოა, რძლად რომ მინდოდა – ხალისიანი, მშვიდი, კეთილი, ლამაზი, გემოვენებიანი. მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და ვერც ცუდს ვიტყვი, მაგრამ მამამისი მიშლის ნერვებს. ამ ბოლო დროს ჩვენთან სტუმრობას მოუმატა და პრანჭვა დამიწყო. ჯერ ვიფიქრე, იქნებ მეჩვენება-მეთქი, მაგრამ როცა სიყვარულის ახსნა დამიწყო, გადავირიე. ამას ვერც ჩემს შვილს ვეტყვი და მით უმეტეს – ვერც რძალს. ვინმეს რომ გავანდო, ესეც მრცხვენია. თან, სხვების თანდასწრებით არაფერს იმჩნევს, ჩვეულებრივად, დინჯად და გაწონასწორებულად იქცევა. თუმცა, საკმარისია, ოთახში მარტო დავრჩეთ, რომ სხვა თვალით მიყურებს, სისულელეებს მეუბნება. პირველად რომ მკითხა: ასეთი ლამაზი, სექსუალური და მომხიბვლელი ქალი მარტო რატომ ხარო, ვიფიქრე, გული შესტკივა და ამიტომ მეუბნება-მეთქი. როგორ წარმოვიდგენდი, გულში ასეთი რამ თუ ექნებოდა. ამას წინათ, ჩვენთან რომ მოვიდა, ბავშვებს შესთავაზა, ახალი დაქორწინებულები ხართ, დასასვენებლად  წადით, თუნდაც ზღვაზე. მე გაგიშვებთ, ჩემი ხარჯით. დედაზე არ ინერვიულოთ, მე მივხედავო. ჩემს შვილს კი გაეცინა და უთხრა: დედაჩემს შენი მიხედვა რად უნდაო, მაგრამ იმ ვაჟბატონმა ისე გაატარა ღიმილში, ვითომც არაფერი. ისიც კი შემომთავაზა: თუ შენც გინდა ზღვაზე დასვენება, წავიდეთ. ბინა ცალკე, ბავშვებისგან შორს ვიქირაოთ. მაინტერესებს, საცურაო კოსტიუმში როგორ გამოიყურებიო. მინდოდა, სილა გამეწნა, პირში მიმეხალა, რასაც იმ წუთას მის მიმართ განვიცდიდი, მაგრამ თავი შევიკავე. არადა, გადასარევი ცოლი ჰყავს, მაგრამ ამის ხელში დაბეჩავებული და დამონებულია. სულ სახლში ჰყავს გამოკეტილი, არსად დაჰყავს. მხოლოდ ქმრის მოვლა-პატრონობაზეა ორიენტირებული და ამითიც კმაყოფილია. ხანდახან ვფიქრობ: ასეთი ქმარი რომ მყოლოდა, ხომ დავახრჩობდი. მის გვერდით რა გამაჩერებდა-მეთქი, მაგრამ ცხოვრებაზე ყველას თავისი შეხედულება აქვს. თან, ეს საკმაოდ კარგად შოულობს ფულს, ბიზნესი აქვს და ზუსტად ვიცი, ქალებში „გულაობასაც“ არ იკლებს. ჩემი საქმე არ არის, მაგრამ კაცი რომ ხარ, არ უნდა იცოდე, ვის გაეარშიყო და ვის არა? ერთხელაც იქნება, ყელში ამომივა მისი არშიყობა, დავამხობ თავზე ყველაფერს და წავიდეს და მიჩივლოს! უბრალოდ, შვილისა და რძლის განერვიულება არ მინდა, მათ ვუფრთხილდები. ეს უნამუსო კი, ალბათ, ყველაფერს იკადრებს, ოღონდ თავად მიიღოს სიამოვნება და სულ არ აინტერესებს, ვინ რას იფიქრებს ან იტყვის მის უმსგავსო ქცევებსა თუ ქმედებებზე.
ნანიკო, 38 წლის.
скачать dle 11.3