კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

  კითხვა: სახის კანი ადგილ-ადგილ მიწითლდება. ამის გამო დამატენიანებელი კრემის შემდეგ ტონალური კრემის ხმარება მიწევს. თუმცა, ნაკლს მაინც ვერ ფარავს. რას მირჩევთ?
  პასუხი: სასურველია, დამატენიანებელსა და ტონალურს შორის ბაზისი გამოიყენოთ. ბაზისი ეხმარება გლუვი ზედაპირის შექმნას, რაც აადვილებს ტონალურის სწორად გადანაწილებას. მწვანე საფუძვლის მქონე ბაზისი ეხმარება სახეზე სიწითლის გაქრობას, ხოლო ბაზისი ლავანდის საფუძვლით მკრთალ კანს გაახალისებს. გამჭვირვალე სილიკონის ბაზისი კი,  უბრალოდ, ადვილად ანაწილებს ტონალურს სახის კანზე.
  კითხვა: მსმენია, რომ პუდრის საშუალებით, სახის ნაკვთებს მეტ გამომსახველობას ანიჭებენ. თუმცა, მე ეს ვერ მოვახერხე. როგორ წავისვა პუდრი ან რა ფერის, რომ ნაკვთები ლამაზად გამომიჩნდეს?
  პასუხი: სახის ნაკვთების მეტად გამოსახვისთვის ჩრდილების ეფექტის შექმნა ოდნავ მუქი ფერის პუდრის წასმით შეგიძლიათ. ირიბად შეკრეჭილი ფუნჯით პუდრის წასმა დაიწყეთ შუბლიდან, გადადით ღაწვებზე და შემდეგ ყბაზე. ხელის მოძრაობა სახეზე, ისეთი უნდა იყოს, თითქოს ციფრ 3-ს ვწერდეთ.
  კითხვა: როგორ ვიხმარო ბრონზერი ზაფხულში, რომ გარუჯული სახის კანი ლამაზად ბრწყინავდეს?
  პასუხი: არა მარტო ზაფხულში, სეზონის მიუხედავად, ბრონზერის მეშვეობით, კანს შეგიძლიათ ბუნებრივი ბრწყინვალება შესძინოთ. დიდი ზომის ფუნჯით ბრონზერის მცირე ოდენობა ისეთ ადგილებზე გადაისვით, სადაც მზის შუქი ბუნებრივად გხვდებათ, მაგალითად, შუბლზე, ღაწვებსა და ცხვირზე.


скачать dle 11.3