კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 ორგანიზმის გამწმენდი 4-დღიანი დიეტა

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ამ დიეტის დაცვა, არც ისე რთულია. დიეტის მთავარი კერძია – სტაფილოს სალათა. ზოგადად, სტაფილო ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის A, D, E, K, B2, B12-სა და კაროტინს, რომელიც არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია. ის ორგანიზმიდან უსარგებლო ნივთიერებებს გამოდევნის. ასევე, მდიდარია იოდით და მისი მირთმევა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვალი აწუხებს. სტაფილოში შემავალი ნივთიერებები ხელს უშლის ათეროსკლეროზის, კიბოს, ჰიპერტონიისა და კატარაქტას განვითარებას.
  1 კილოგრამ გახეხილ სტაფილოს დააწურეთ ლიმონის წვენი, დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. სალათა გაყავით სამ ულუფად და მიირთვით დღის განმავლობაში.
შეგიძლიათ, ასევე მიირთვათ რომელიმე ერთი სახეობის ხილი, თქვენი სურვილსამებრ. ასე იკვებეთ სამი დღის განმავლობაში, მეოთხე დღეს კი, რაციონში დაამატეთ ცოტა კიტრისა და პომიდვრის სალათა ზეთით და ერთი ნაჭერი პური. დილით შეგიძლიათ, მიირთვათ ნახევარი ჭიქა რძე ან კეფირი.
  გაითვალისწინეთ, რომ სტაფილო დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, რომლის გადამუშავებასაც ორგანიზმი დიდ დროს ანდომებს. ამიტომ, თუკი საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა გაქვთ, გირჩევთ, ამ დიეტაზე უარი თქვათ.
скачать dle 11.3