კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 ექიმის რჩევები

ნინო კანდელაკი მაია ნუცუბიძე

  კითხვა: ბოლო ერთი თვეა, მარჯვენა მკერდის ქვემოთ, ნეკნებთან ყრუ ტკივილი მაწუხებს. გადატანილი მაქვს C ჰეპატიტი. რით შეიძლება, იყოს გამოწვეული და ვის უნდა მივმართო?
  პასუხი: რადგან ანამნეზში C ჰეპატიტი გქონდათ, გამოკვლევა, პირველ რიგში, ამ მიმართულებით უნდა ჩაიტაროთ. გაიკეთეთ ღვიძლის ექოსკოპია. შესაძლოა, სანაღვლე გზების პათოლოგიაც იყოს ან თორმეტგოჯაზე – ეროზია. საჭირო იქნება გასტროენტეროლოგის კონსულტაცია
  კითხვა: დაახლოებით 3-4 წლის წინ ფეხის ვენაზე მქონდა თრომბი, რომელზეც გამიკეთდა ოპერაცია. ახლა ვარ 28 წლის. გავიკეთე საკეისრო. ქირურგმა კარდიომაგნილი დამინიშნა. რამდენად დასაშვებია ამ პრეპარატის დალევა ლაქტაციის დროს?
  პასუხი: კარდიომაგნილის მიღება ლაქტაციის პერიოდში ხანგრძლივად ან მაღალი დოზით  დაუშვებელია. მაგრამ თუ თრომბოზის საშიშროებაა, შესაბამისი მკურნალობა აუცილებელია, ასეთ შემთხვევაში უნდა შეწყდეს ბავშვის ძუძუთი კვება. თუმცა ამის თაობაზე პედიატრს გაესაუბრეთ.
  კითხვა: იშვიათად, მაგრამ  მემართება ასეთი რამ: გული მოულოდნელად იწყებს არარეგულარულად მუშაობას, ხან თითქოს ჩერდება, მერე სწრაფად ცემს და გადამივლის ხოლმე. კარდიოგრამა და  გულის ექოსკოპია ნორმაშია. დედა მეუბნება, ნევროზი გაქვსო. ნევროზი კი მართლა მაქვს – ყველაფრის მეშინია. ახლაც მგონია, რომ მოციმციმე არითმია ან რამე საშინელება მჭირს.  თქვენი აზრით, გამორიცხულია რაიმე დაავადება?
  პასუხი: თუ კარდიოგრამაზე და გულის ექოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა, მაშინ მოციმციმე არითმია და გულის დაავადება გამორიცხულია. ასეთი ამოვარდნები, რაც თქვენ გაქვთ, არის  ექსტრასისტოლები, რაც ხშირად უკავშირდება ემოციურ ფონს. ასევე საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევაც (TSH და FT4 ჰორმონები სისხლში). მიიღეთ კორსიზი ან ვაგოსტაბილი რამდენიმე დღის განმავლობაში და სავარაუდოდ, რიტმი მოგიწესრიგდებათ.
  კითხვა: პედიატრმა მოდუნებული რეფლექსების გამოსაცოცხლებლად ახალშობილს კარდიტონი დაუნიშნა. ჩვილს მიღებიდან რამდენიმე დღეში დაეწყო ღებინება. კარდიტონის ანოტაციაში გვერდით მოვლენად მითითებულია დისპეფსია, რასაც ეს სიმპტომები შეესაბამება. ბავშვი 23 დღისაა. აღებინებს ძუძუთი კვების შემდეგ დიდი მოცულობით, ღებინებამდე აქვს ტკივილი და ძალიან წუხს. აღარ ვასმევ კარდიტონს და თუ ეს წამალი იწვევდა, რამდენ დღეში გადაუვლის?
  პასუხი: დაუშვებელია ასეთი თვითნებური დასკვნების გაკეთება და მით უფრო, გადაწყვეტილებების მიღება. თუკი პატარა ყოველი ჭამის მერე აღებინებს, ეს ძალიან საყურადღებო ნიშანია და დაუყოვნებლივ მიუყვანეთ გამოცდილ პედიატრს. ნუ დაელოდებით რამდენიმე დღე. პირველი თვე განსაკუთრებულად ფაქიზი პერიოდია და ზოგჯერ საათები ცვლის მდგომარეობას. ძალიან მნიშვნელოვანია, იმატებს თუ არა ბავშვი წონაში.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
скачать dle 11.3