კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რას უხდება ალუჩა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მიუხედავდ იმისა, რომ ალუჩის ნაყოფს სუსტი მჟავიანობა ახასიათებს, მაინც მრავალრიცხოვანი მოყვარული ჰყავს. მცირეოდენი სიმჟავე მას პიკანტურ გემოსა და არომატს სძენს.
  ალუჩა დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. შეიცავს C ვიტამინს და მისი მიღება კარგია სხვადასხვა დაავადების დროს. მაღალი მჟავიანობის გამო კი ბახუსის  მოსახსნელადაც იყენებენ.
ალუჩა შეიცავს 13 პროცენტ შაქარს, 5 პროცენტ ორგანულ მჟავებს, 1, 5 პროცენტ პექტინს, ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს, B, C, E, P და PP ვიტამინებს. ალუჩა კურნავს ღამის სიბრმავეს, შველის შეკრულობას, ასუფთავებს სისხლს, დაბლა სწევს პროტრომბინს. კარგი საშუალებაა პროსტატიტის სამკურნალოდ.
  ალუჩა ეხმარება ბავშვებს სიმაღლეში ზრდაში, რეკომენდებულია ფეხმძიმე დედებისა და მოხუცებისთვის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.
ხალხურ მედიცინაში ალუჩას ხველებისა და ყელის ტკივილის დროს იღებენ. ალუჩის წვენში დასველებული ტამპონები კი ჭრილობის სწრაფ შეხორცებას ეხმარება.
ალუჩა უებარი დამხმარეა ავიტამინოზისა და კუჭის შეკრულობის დროს, ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას ცილებით გაჯერებული საკვების გადამუშავებაში, აუმჯობესებს მადას, სასარგებლოა გასტრიტისა და დაბალი მჟავიანობის დროს.
  როგორც იცით, ახლა ალუჩა უკვე შემოსულია. მისი მირთმევა შეიძლება ყველანაირად: სასარგებლოა როგორც უმი, ისე ჯემის, კომპოტის თუ საწებლის სახით. ძალიან სასარგებლოა ალუჩის წვენიც, რომელსაც ავიტამინოზის, მწვავე რესპირატორული დაავადებების, მუცლის ტკივილის დროს სვამენ.
  ალუჩის ნაყოფი ძალიან ცოტა შაქარს შეიცავს, ამიტომ მისი შეტანა თავისუფლად შეიძლება შაქრიანი დიაბეტის მქონეთა რაციონშიც.
ალუჩის ცოცხალი წვენი ჩინებულია გაციებების და გრიპოზული მოვლენების დროს, ოფლის მომდენი და ხველების საწინააღმდეგო საშუალების სახით. უჯრედისისა და პექტინების მაღალი შემცველობის წყალობით, ის ორგანიზმიდან რადიონუკლიდების გამოდევნას უწყობს ხელს, ანუ ჩვენს ორგანიზმში დაგროვილ მავნე რადიაციულ გამოსხივებას სპობს.
  თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ეს გემრიელი ხილი შეიძლება ადამიანისთვის საზიანოც აღმოჩნდეს. იმის გამო, რომ ბევრ ორგანულ მჟავას შეიცავს, არ არის რეკომენდებული გასტრიტით დაავადებული, კუჭის მაღალი მჟავიანობის მქონე, კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაავადების მქონე ადამიანებისთვის.
  იშვიათ შემთხვევებში, ალუჩის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება, გამოიწვიოს გულისრევა და კანზე გამონაყარი. დიდი რაოდენობით ალუჩის მირთმევის შემთხვევაში, შესაძლოა, განვითარდეს დიარეა.
  რაც შეეხება ალუჩის შენახვას, საუკეთესო საშუალება მისი გაყინვაა. გარგად გარეცხილი და გამშრალი ალუჩა ჩაყარეთ პოლიეთილენის პარკში, თავი ჰერმეტულად მოუკარით და საყინულე კამერაში შეინახეთ.
  ხილის შენახვისთვის შეგიძლიათ, მეორე მეთოდიც გამოიყენოთ: მწიფე ალუჩას გამოაცალეთ კურკა, ჯამში ჩაყარეთ და შაქარი დააყარეთ (1 კილოგრამ ალუჩაზე – ნახევარი კილოგრამი შაქარი), ხელით ცოტა დასრისეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ, რომ წვენი გამოუშვას. ამის შემდეგ წვნიანი ალუჩა პოლიეთილენის ბოთლში ან ქილაში (მინა არ შეიძლება) გადაიტანეთ და საყინულეში მოათავსეთ.
ზამთარში გაყინული ალუჩისგან შეგიძლიათ უგემრიელესი დესერტები, ნამცხვრებისა და კექსების გულსართები მოამზადოთ.
скачать dle 11.3