კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 საშვილოსნოს ყელის ეროზია

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  საშვილოსნოს ყელის ეროზია ფართოდ გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადებაა. საშვილოსნოს ყელის ეროზია საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დეფექტია და მის საშოსმხრივ ნაწილზეა განლაგებული. როდესაც იქ არსებული ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმი ამა თუ იმ მიზეზით დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის და ჩამოიფცქვნება, დაზიანებულ ზედაპირზე ჩნდება დეფექტი, წყლული. სწორედ მას ვუწოდებთ ეროზიას.
  განასხვავებენ ეროზიის შემდეგ სახეობებს: თანდაყოლილს, ჭეშმარიტსა და ფსევდოეროზიას. თანდაყოლილი ეროზია გვხვდება ბავშვებსა და მოზარდებში და მკურნალობის გარეშე უკუვითარდება, თუმცა არ არის გამორიცხული, სქესობრივ სიმწიფემდეც გაჰყვეთ. ასეთ დროს მოსალოდნელია მისი ინფიცირება და ანთებითი პროცესის ჩამოყალიბება. საშვილოსნოს ყელის ჭეშმარიტი ეროზია შეძენილი პათოლოგიაა. დეფექტი საშვილოსნოს ყელის გარეთა პირის გარშემო, უმეტესად უკანა ბაგის მიდამოში ჩნდება. ჭეშმარიტი ეროზია 1-2 კვირა გრძელდება, შემდეგ კი დაავადების მომდევნო სტადიაში – ფსევდოეროზიაში გადადის. ასე რომ, მკურნალი ექიმი იშვიათად აწყდება ჭეშმარიტ ეროზიას. პროცესის გამოვლენა, როგორც წესი, ფსევდოეროზიის სტადიაში ხდება. ფსევდოეროზია შესაძლოა, დიდხანს, თვეობით, წლობითაც კი არსებობდეს, სანამ მისი გამომწვევი მიზეზი არ ალაგდება. აქ ერთგვარი მანკიერი წრე იკვრება, რადგან ფსევდოეროზია თვითონვე უწყობს ხელს საშვილოსნოს ყელში ანთებითი პროცესის შენარჩუნებას, რაც გამოწვეულია ეროზირებული ზედაპირის ინფიცირებით. ეროზირებულ კრიპტებში მიკროორგანიზმები დიდხანს არსებობენ.
  ეროზიის ეტიოპათოგენეზის შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს. მათ შორის ყველაზე სარწმუნოა საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებების ეტიოლოგიური ფაქტორის თეორია. საშვილოსნოს ყელის ანთებას სხვადასხვა მიკროორგანიზმი იწვევს: ტრიქომონა, ქლამიდია, სხვადასხვა მიკრობული ასოციაცია, ვირუსი...
  მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება, სქესობრივი პარტნიორის ხშირი ცვლა ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის დაავადებათა განვითარებას, მაგრამ ჰორმონული თუ ინფექციური ფაქტორებით გამოწვეული ეროზია ქალწულსაც შეიძლება დაემართოს. ქალწულების გინეკოლოგიური გამოკვლევა რამდენადმე პრობლემურია და დაავადების დიაგნოსტიკა მხოლოდ სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ შეიძლება.
  ეროზიას ტკივილი არ ახასიათებს, თუმცა არ არის გამორიცხული, მან თავი იჩინოს სქესობრივი აქტის დროს და უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენიც მოჰყვეს. გამაღიზიანებელი ფაქტორის მოცილების შემდეგ ტკივილი ქრება, სისხლიანი გამონადენი კი შესაძლოა, მცირე ხანს კიდევ დარჩეს.
საშვილოსნოს ყელის ეროზია შესაძლოა, კლინიკურად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. თვეობით, წლობით არსებობდეს ისე, რომ ქალი არაფერმა დააეჭვოს. დიაგნოზი უმეტესად სხვა მიზეზით ჩატარებული გინეკოლოგიური გასინჯვის შემდეგ ისმება. ჩივილები უმთავრესად იმ დაავადებაზეა დამოკიდებული, რომელსაც ეროზია ან ფსევდოეროზია ახლავს. ერთადერთი, ისიც – იშვიათი ჩივილი, კონტაქტური სისხლდენაა და ამ დროს, ბუნებრივია, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ გინეკოლოგს.
скачать dle 11.3