კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 ჭეშმარიტების გზაზე

ჩემი გეგმები ყოველთვის იშლება, ამიტომ ჩემს ცხოვრებას საღვთო განგებულებას შევავედრებ.
***
ჩემთვის ყველაზე მძიმე ტანჯვაა, ვიცოდე, რომ საყვარელ ადამიანს ვაწყენინე.
***
წმიდა წერილითა და წმიდა გადმოცემით რომ არ ყოფილიყო დადგინებული უბიწოება ქრისტესათვის, მე მას ჩემთვის გამოვიგონებდი.
***
მე მხოლოდ ერთი უფლება დავიტოვე – საერთოდ არ მქონდეს რაიმე უფლება.
***
მე შემიძლია, ღმერთს შევწირო არა ცხოვრება კეთილმსახურისა, არამედ მხოლოდ ჩემი მოკრძალებული შრომა.
***
შვილნო ჩემნო, მოუთმინეთ ურთიერთს. მე არ შემიძლია, ღმერთს შევთავაზო არც დიდი ღვაწლი, არც უდიდესი სათნოებანი, მაგრამ კადნიერად შევთხოვ მას: „უფალო, როგორც მე ვითმენ და ვიტან ახლობელთან ამდენ ახირებასა და უბედურებას, ასევე შენც ამიტანე“. და მე მჯერა, რომ ის მითმენს.
***
ჩემთვის მთელი დღის განმავლობაში ყველაზე ბედნიერი წუთებია, როცა სერობის შემდეგ მუხლს ვიდრეკ და ვამბობ: „მამანო და ძმანო, შემინდეთ მე ცოდვილს და ყოვლადწმიდა ღმერთი მოგიტევებთ თქვენ“.
***
ბევრს არ მოსწონს, როცა შეცდომებზე მიუთითებენ, მე კი, პირიქით, ეს მსიამოვნებს.
***
მინდა, რომ ვინც ჩემ გვერდითაა, არ დარდობდეს, არამედ იყოს მხნედ. არავის ვუხმობ ჩემთან, არავის ვაკავებ, მაგრამ არც არავის ვაგდებ. ვისაც სურს – მოდის, ვისაც სურს – რჩება, ვისაც უნდა – მიდის. მე ჩემს მიმდევრად ან თაყვანისმცემლად არავის აღვიქვამ.
***
მე მოთმინებით ვეკიდები ადამიანებს მანამ, სანამ მათ ცხოვრებას არ ემუქრება რაიმე საფრთხე.
***
არ ვიცი, ღმერთი რაიმესთვის დამაჯილდოებს თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ორი რამისთვის საზღაურის გარეშე არ დავრჩები:
პირველი – ვერცხლისმოყვარე არ ვარ. წინ ორი ქაღალდი რომ დამიდო: ხუთასდრაქმიანი და უბრალო ხელსახოცი, მე მათ მხოლოდ ფერითა და ზომით თუ განვასხვავებ. ორივე ერთია ჩემთვის. მხოლოდ, როცა მედუქნესთან მივდივარ, მაშინ ვხვდები, რომ ერთი მათგანით რაღაცის ყიდვა შეიძლება, მეორეს კი ფასი არ გააჩნია.
მეორე – ეს სიყვარულია. მე მიყვარს ადამიანები საკუთარ თავზე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ვგრძნობ, რომ ეს ორი სათნოება მე ჯერ კიდევ ბავშვობიდან მახასიათებდა და მათში წარმატების მიღწევა ჩემთვის საერთოდ არ ყოფილა ძნელი. ისინი, როგორც ნიჭები, უხვად მომმადლა თავად ღმერთმა.
შესაძლოა, ამიტომაც გავკადნიერდები უფალთან ჩემი წარდგომის ჟამს და ვეტყვი: „უფალო, თუნდაც მცირედს, მაგრამ ვშრომობდი სახელისა შენისათვის – იყო ეს მღვიძარება, მარხვა, ლოცვა, სხვადასხვა აკრძალვები თუ სნეულებანი“. მაგრამ ვერ გავბედავ, აღვნიშნო მის წინაშე, რომ არასდროს მიზიდავდა ფული და არც ადამიანები მძულდა.
***
– ნეტავ არაფერს გრძნობთ მისდამი, ვინც გაწყენინათ? – ჰკითხა მამა ეპიფანეს ერთმა ძმამ.
– არა, შვილო ჩემო. მე მხოლოდ ვნაღვლობ ასეთ ადამიანზე, მაგრამ სიძულვილს მისდამი არ ვგრძნობ.
სხვა დროს ისევ მონაზონმა ბერს ჰკითხა:
– რატომ არაფერი უპასუხეთ თქვენდამი მოყენებულ  შეურაცხყოფას?
– თავი დაანებე ამას, შვილო ჩემო, დაე, რაღაც ჩამეთვალოს  სამომავლო ცხოვრებისთვის!
***
მე ტვირთად მაწევს ჩემი სულიერი შვილების ყველა სულიერი და ყოფითი პრობლემა და არა, უბრალოდ, ერთი სამრევლოს სირთულეები. ჩემმა ვალებმა დიდი ხანია, უკვე მილიონს გადააჭარბა.
მამა ეპიფანეს ცხოვრებიდან


скачать dle 11.3