კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 შავი ზღვის ხიბლი

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

ანუ ანაკლია ჩვენი არსობისა
  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ყოფნა-არყოფნის ამბავმა თვით ჩვენი ოკეანისგაღმელი და სულზე უტკბესი სტრატეგიული პარტნიორის ყურებამდეც კი მიაღწია. და თვით მაიკლ პომპეომ უთხრა ჩვენს პრემიერ-მინისტრს, ცა და დედამიწა გადავა, მაგრამ ანაკლიის პორტი აშენდებაო (პათოსი, დაახლოებით, ასეთი გახლდათ).
  იმ მარტივი მიზეზით, რომ ანაკლიის პორტი, ძირითადად, სამხედრო-პოლიტიკური პროექტია და, ამდენად, მეტად წაადგება ჩვენი სახელმწიფოს მეტად მყიფე უსაფრთხოებას, დარწმუნებული ვარ, ის უნდა აშენდეს, ოღონდ, რაკი ეკონომიკურად წამგებიანია (თუ ჩვენს, ამ საქმეში ჩახედულ ექსპერტებს ვერწმუნებით), წესითა და რიგით, ჩვენს პრემიერ-მინისტრს ჩვენივე აშშ-ელი პარტნიორებისთვის ამ მიმართულებით შეღავათები უნდა (მოე) ეთხოვა (იმიტომ რომ ხელი ხელს ჰბანს, ორივე კი – პირსო).
ასეა თუ ისე, აშშ-ს სახმდივანი დაგვპირდა (მომყავს ციტატა): „პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ-ის მთელი მთავრობის სახელით ვაცხადებ, რომ თქვენ არ მოგაკლდებათ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა „ნატოში“ გაწევრიანების გზაზე.”
  თუმცა, მე რომ მკითხოთ, ყველაზე საინტერესო იყო ფრაზა: „ალიანსი განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონული ინიციატივის ფორმატშიც.“
  ეს კი სხვა არაფერია, თუ არა შავ ზღვაზე რუსული გავლენის შეკვეცის მცდელობა (გავლენის გასაფართოებლად მიითვისა სწორედ რფ-მ ყირიმი და ჩაუმეგობრდა თურქეთს), რაც, ცხადია, ჩვენთვისაც მისწრებაა (შავი ზღვის აფხაზეთის მონაკვეთი ამიტომაც წაგვართვა), ოღონდ, რაკი ხელი ხელს ბანსო („ნატოსთვისაც მისწრებაა“), ვფიქრობ, ჩვენმა მაღალჩინოსნებმა სარფიანად ვაჭრობა უნდა ისწავლონ, თორემ ხელი მუდმივად დასაბანი დაგვრჩება. -

скачать dle 11.3