კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 პასპორტიზაციის ჩვევა - თვითგამომცხვრებისთვის

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

„თვალი მიჭირავს შენზედა,
როგორც მიმინოს მწყერზედა“

  რაკი, სანამ მუშაობს, სცენარი არ იცვლება, ხოლო რფ-ს საქართველოს ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარებაც შერჩა და ყირიმის მიერთებაც, ცხადია, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე რუსული პასპორტების დარიგების ჩვევას არ ეშვება.
ან კი როგორ მოეშვება, როდესაც ამ დედამიწაზე ისევ რჩება ტერიტორიები, რომლებზეც თვალი უჭირავს?!
  ჰოდა, რაკი უჭირავს, აპრილის ბოლოდან მოყოლებული ლუგანსკისა და დონეცკის ეგრეთ წოდებულ სახალხო რესპუბლიკებში სპეციალური ცენტრებია გახსნილი, სადაც მსურველებს რუსულ პასპორტებს ურიგებენ.
  საინტერესო ისაა, რომ რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად ცენტრში მისვლა საჭრო არ არის, განაცხადებს ადგილზე აგროვებენ თვითგამომცხვარი „რესპუბლიკების“ „მიგრაციული სამსახურის“ თანამშრომლები. განცხადებებს განიხილავენ და პასუხი მზად სამ თვეშია! მაშინ, როდესაც მანამდე ასეთი პროცედურა 8 წელიც კი გახანგრძლივებულა.
  მსურველთა რაოდენობა თვიდან თვემდე იზრდება, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ მოსკოვს ხონჩით მიერთმევა შესაძლებლობა, დაიცვას თავისი მოქალაქეები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში (რაც ჩვენივე მაგალითით ვიცით, რეალურად როგორც გამოიყურება).
  ხოლო, რადგან არ უნელდებათ, იქნებ მადის გასაქრობად, საერთოდაც, მთელი დედამიწა დაშურებოდა რუსულ პასპორტებს (რაკი გარედან ვერაფერი ხერხდება), რომ შემდეგ ბულემიურად მადააშლილები (შიგნიდან) გადაეტრიალებინა?! -
скачать dle 11.3