კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 ორგანიზმის გამწმენდი და წონის სწრაფად დასაკლები სამდღიანი დიეტა

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ამ დიეტით ეფექტურად და სწრაფად დაიკლებთ წონაში, გაისუფთავებთ ორგანიზმს და ენერგიითაც აივსებით. ის პროდუქტი, რომელიც ამ სამ დღეში უნდა მიიღოთ, ამცირებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ცხიმის სწრაფად წვას. სასურველია, დღის განმავლობაში მიიღოთ 2 ლიტრამდე წყალი და ულუფები ისე გაანაწილოთ, როგორც დიეტაშია მოცემული. თუ დიეტის დასრულების შემდეგ ძველებური რეჟიმით გააგრძელებთ კვებას, დაკლებული კილოგრამები აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ. ეცადეთ, მცირე პაუზის შემდეგ კარგად დაბალანსებული დიეტა დაიცვათ, რომელშიც მრავალფეროვანი პროდუქტები შედის.
პირველი დღე
საუზმე – გრეიპფრუტის ან ფორთოხლის წვენი, 1 ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური.
სადილი – ზეითუნის ზეთით შეზავებული თევზის სალათა, 1 ჭიქა უშაქრო ყავა ან ჩაი.
ვახშამი – 100 გრამი ქათმის თეთრი ხორცი, სალათის ფურცლებთან,  2 ცალ გახეხილ სტაფილოსთან და ერთ ცალ ვაშლთან ერთად.
მეორე დღე
საუზმე –  2 მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური, უშაქრო ყავა ან ჩაი.
სადილი – 100 გრამი წყალზე მოშუშული ბოსტნეული და 100 გრამი დაბალცხიმიანი ხაჭო.
ვახშამი – 100 გრამი მოხარშული ძროხის მჭლე ხორცი, 50 გრამი ბროკოლი, 50 გრამი სტაფილო.
მესამე დღე
საუზმე –  2 ნაჭერი ნაკლებცხიმიანი ყველი, 1 ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური, უშაქრო ყავა ან ჩაი.
სადილი – დაჭრილი კომბოსტო და გახეხილი სტაფილო, შეაზავეთ ზეითუნის ზეთით ან ლიმონის წვენით და მიირთვით.
ვახშამი – 2 მოხარშული კვერცხი და 1 ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური.

скачать dle 11.3