კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რა დიდი ტრაგედია გადაიტანა ოთო ნემსაძის ოჯახმა და როგორ იპოვა მან წლების წინ დაკარგული ბიძაშვილი

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  ოთო ნემსაძისთვის ზაფხული განსაკუთრებულად დატვირთულია, რადგან ბევრი კონცერტი აქვს როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში. გარდა „ევროვიზიისა“, ის ასევე გვესაუბრება საკუთარი ოჯახის დიდ ტრაგედიაზე, რაც წლების წინ მოხდა და რამაც საკუთარ ბიძაშვილთან დააშორა. ახლახან კი, სწორედ ისრაელში ყოფნისას, თავიდან გაიცნო.
ოთო ნემსაძე: ბევრი კონცერტი მაქვს დაგეგმილი. ალბომის რაღაცებში ცოტა გავიჭედე, პრობლემებია სტუდიაში, ასევე, თანხებთან დაკავშირებით და ამაზე დავრბივარ. მადრიდში მაქვს კონცერტი, შემდეგ – თბილისში და მერე უკვე ორი კონცერტი – უკრაინაში.
– არ შემიძლია, „ევროვიზიას“ არ შევეხო. ადამიანების მხრიდან დიდი მოლოდინი იყო და შენც დიდი შემართებით იყავი განწყობილი.
– დიდი მოლოდინები არ მქონია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მე  ყველას, ვინც მომავალში საქართველოს სახელით „ევროვიზიაზე“ მონაწილეობას გადაწყვეტს, წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ არანაირი რჩევა არ მაქვს, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ  ეს კონკურსი მოიგონ. ალბათ, საჭიროა დიდი ფინანსები, რომ პროდუქტის სწორი რეკლამირება მოხდეს. ეს არ არის ცალსახად არც მუსიკის კონკურსი და არც პოლიტიკური შოუ, არც რამე შოუს შოუ. ეს არის ოცდამეერთე საუკუნეზე მორგებული, პიარზე აწყობილი, ფინანსებთან დაკავშირებული კონკურსი – მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. უბრალოდ, წინ იყო „საქართველოს ვარსკვლავი“, რომელიც მოვიგე და ეს ძალიან კარგიაა. მაგრამ ცუდი იყო იმიტომ, რომ არ მქონდა დრო, რომ პროდიუსერებთან მერბინა, თანხები მომეძია, თუნდაც, „ბუსტინგისთვის”.
– ეს შენ უნდა გაგეკეთებინა თუ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“?
– „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ბევრი იშრომა, ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ასეთ დროს მუსიკოსებს, ძირითადად, პროდიუსერები ეხმარებიან ხოლმე. ძალიან ცოტა დრო მქონდა. რაც ჩემს შესაძლებლობასა და დროზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი გავაკეთე. მადლობა მინდა, გადავუხადო ევროპაში ჩვენს სამ საელჩოს: ჰოლანდიას, ესპანეთს, ისრაელს. ასევე ისრაელში, ჰოლანდიაში, ბელგიასა და ესპანეთში მცხოვრებ ემიგრანტებს, რომლებმაც ფან-კლუბები შექმნეს. მათი მხარდაჭერით ბევრი უცხოელი ჟურნალისტი ლაპარაკობდა, რომ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ნომერი ჰქონდა და ეს ნომერი იყო მოპარული, ანუ ფინალის გარეშე დარჩენილიო. ჟურნალისტების გამოკითხვაში მესამე-მეოთხე ადგილებს ვიმსახურებდით.
– ბევრი ამბობდა, წერდნენ, რომ ოთომ მაქსიმუმი გააკეთა, მაგრამ სიმღერა არ იყო სწორად შერჩეულიო.
– უმრავლესობა ამბობდა, რომ ოთომ მაქსიმუმი გააკეთაო, მაგრამ „ევროვიზიამდე“, „საქართველოს ვარსკვლავის“ პერიოდში ბევრი მლანძღავდა და ვერ ვიგებდი, რატომ. ახლა დავკარგე სმენა, ახლა გავხდი ცუდი მომღერალი? არნახული ლანძღვა მიდიოდა, ჩემ ირგვლივ არასასიამოვნო რაღაცები ხდებოდა, ეხებოდნენ ჩემი ოჯახის წევრებს, დედას, მეუღლეს. თან, მერე ვერ ვპოულობდი ამ ადამიანებს. ხალხო, არ შეიძლება ასე ლანძღვა, ძალიან ცუდი საქციელია და შეგეძლოთ, უბრალოდ, სხვა კონკურსანტის მხარდაჭერა გამოგეხატათ.
– შენი ოჯახის წევრებს რა რეაქცია ჰქონდათ?
– ოჯახი ძალიან მიდგას გვერდში. ფეიკი გვერდები მლანძღავდა, საშინელ ჭორებს მივრცელებდნენ და როდესაც ჩემი ოჯახი ჩემ დასაცავად ჩაერთო, ამის გამო ისინიც გალანძღეს, მათზე წამოვიდა აგრესია: მხოლოდ ოჯახი იცავსო. ერთი უბედურება ხდებოდა. ყველაზე მთავარი: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ემიგრანტს, რომლებიც გვერდში მედგნენ, მაგრამ ცუდი მხარეც მინდა ვახსენო: მანამდე არაფერი გვეშველება, სანამ ქართველს ქართველი უცხოეთში გალანძღავს. მე არ ვამბობ, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველები მლანძღავდნენ, პირიქით, გვერდში მედგნენ. უბრალოდ, საქართველოში იყო რაღაც გაუგებარი ხალხით დაკომპლექტებული „ევროვიზიის“ გაუგებარი ფანკლუბი, რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვსაუბრობ, ჯგუფის 90 პროცენტს ვგულისხმობ, საიდანაც რამდენიმე რომ დამაჭერინა, ძალიან ცუდად მოვექცევი, ისეთი შეურაცხყოფა მომაყენეს. ჩემს ცოლს მისწერეს პირადში რაღაცები, დედაჩემსაც, არარეალური თავდასხმები იყო. არაკაცო, შენ ვიღაც ხარ, გამოდი და თუ რამე გინდა, პირდაპირ მითხარი, ჩემს ოჯახს რატომ ეხები! ვერ ვიკავებდი თავს, უბრალოდ, ეს ადამიანები ეგრევე ქრებოდნენ.
– შენი მეუღლე, სოფო სულ გვერდში გიდგას და მსგავს ამბებს საკმაოდ განიცდის.
– სოფოც, მთელი ოჯახი დაცვაზე იყვნენ გადასულები. სოფო ძალიან ნერვიულობდა, გიჟს ჰგავდა. ძალიან დამეხმარა. ხშირად მეკითხებიან ხოლმე რაღაცებს „ევროვიზიაზე“ და ჩემთვის ეს კონკურსი არც შეცდომა ყოფილა და არც წარმატება. ეს იყო კონკურსი, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. მათ შორის ის, რა არ უნდა გავაკეთო. ერთხელ კიდევ რომ მქონდეს წასვლის შანსი, არ წავალ. თუმცა სხვებს კი არ ვურჩევ, რომ არ წავიდნენ, პირიქით, ჩვენი წარმომადგენელი აუცილებლად უნდა იყოს იქ. უბრალოდ, ეს არის კონკურსი მუსიკის გარეშე და სადაც მუსიკა არ არის, იქ არ არის ჩემი ადგილი. თუმცა, არ ვნანობ და ჭკვიანურად გამოვიყენე. ვიცოდი, ამ პირობებში შანსები დაბალი იყო, მაგრამ გამოვიყენე იმისთვის, რომ ვთქვი: რუსეთი ოკუპანტია! რაც შეეხება სიმღერას, მე ძალიან მომწონს. იმ სამი არჩეული სიმღერიდან, რომელიც ფინალში იყო, ოთო სხვას ვერ იმღერებდა. მერე ძალიან შემიყვარდა  და მიმაჩნია, რომ ადამიანების სალანძღავად მიზეზების პოვნა არ არის საჭირო. ოთომ კარგად იმღერა და სიმღერა არ იყო კარგი და მანამდე – სიმღერა იყო კარგი და ოთო ვერ მღეროდა – ეს ვერ გავიგე, ვერ ამოვხსენი. ეს არის სიმღერა, კლიპი, რომელიც დარჩება და ჩემს შვილებს, შვილიშვილებს ვეტყვი, რომ რუსეთი ოკუპანტი იყო, რადგან იმ დროს აღარ იქნება რუსეთი ოკუპანტი.
– შენი ცეკვის კადრებიც გააკრიტიკეს.
– ვიღაც გაუგებარმა ადამიანმა დაიწყო ეს ამბავი, მივწერე და პასუხიც არ გამცა. ეს იყო მოცემული ცეკვა და ჩვენ არაფერს ვწყვეტდით. ქართული ცეკვის ელემენტები მაქვს გამოყენებული, ხორუმის ილეთებით ვიწყებ, უმუსიკოდ მაქვს ნაცეკვი და ამას რა მუსიკას დაადებდნენ, არც ვიცოდი. თან ისრაელში ნახევარზე მეტი ქრისტიანი არაბები არიან და მერე რა, რომ ჩემთან ერთად ისინი ცეკვავდნენ? ბევრთან იცეკვეს და „ევროვიზიის“ გახსნაშიც მიიღეს მონაწილეობა. ეს იყო „ფრისთაილი“ და მე ძალიან მომეწონა. თუ სადმე, უკანა კადრში მეჩეთი ჩანდა, არც ამის პრობლემა მაქვს. ამ ქვეყანაში ქრისტიან არაბებთან ერთად  მუსლიმანებიც ცხოვრობენ.
– ნიკა გვრამიამაც გაგაკრიტიკა.
– ეს თემა იმ დღესვე ამოვწურე. ქინძისთავებს პასუხს ვერ გავცემ. მე ვიცი, რომ კომენტარებიც არის, სქრინებიც აქვთ, მეგობარო, შენახული, კარგიაო, რომ წერდი სიმღერაზე მანამდე, მერე რამ გადაგრია! ეს ადამიანი რამდენჯერმე მყავს ნანახი. ტელევიზიას დიდ პატივს ვცემ, რადგან იქ ჩემი ბევრი მეგობარი მუშაობს, რომელთაც ყოვეთვის დავუდგები გვერდში, მაგრამ ეს კაცი ბოღმის ბუკეტად გადაიქცა. სხვაგან ჩაყავი, ჯიგარო, ფეხი, მე არ ვარ ის კაცი, რომელიც რაღაცებს გაგიტარებს.
– ერთ თემასაც მინდა, შევეხო. სოციალურ ქსელში დადე ფოტო, სადაც წლების წინ დაკარგულ ბიძაშვილთან ერთად ხარ გადაღებული. მომიყევი ამის შესახებ.
– 1 წლის ვიყავი, როდესაც ბიძაჩემი, ანუ მამაჩემის ძმა გარდაიცვალა, ბიზნესმენი იყო, მოსკოვში ცხოვრობდა და ავარიაში დაიღუპა. ეს დღემდე ჩვენი ოჯახისთვის დიდი და  მოუნელებელი ტრაგედიაა. ამან ბაბუაჩემი შეიწირა, ბებია დღემდე ტირის, გლოვობს. მოსკოვში დარჩა მეუღლე და ერთი შვილი, რომელიც იმ დროს ერთი თვის იყო. 6 წლამდე მათთან ჩვეულებრივ გვქონდა ურთიერთობა, ბაბუის დაკრძალვაზეც იყვნენ ჩამოსულები, ფოსტიდან ვურეკავდით ხოლმე და მერე უცებ გაქრნენ. მამა ამდენი წლის განმავლობაში, სულ ეძებდა. ჩასულიც იყო, მაგრამ ვერ იპოვა. 2 წლის წინ სპეციალურად გავხსენი რუსული სოციალური ქსელი, რომ მოგვეძებნა. მამას მეუღლის გვარი აღარ ახსოვდა, სახელით, სვეტლანათი ვეძებდით და ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი სვეტლანა იქნებოდა რუსულ საიტზე. ბოლოს მამამ ფოტოთი იცნო, შევედით მის გვერდზე და შვილის ფოტო რომ ვნახეთ, გადაჭრილი ჩემი ძმა და ბიძაჩემია. გაუცხოების მომენტიც იყო, რადგან მას სხვა მამა ჰყავს, რომელმაც გაზარდა. აღმოჩნდა, რომ სვეტლანა გათხოვდა და ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. მამინაცვალიც ძალიან კარგი კაცი აღმოჩნდა, სულ მინდოდა თქვენ შეგხვედროდითო. ველოდებით, მალე ჩამოვა, მამის საფლავის ნახვა უნდა. ბებოც ელოდება, ძალიან განიცდის, ასაკშია და უნდა, რომ ნახოს, მთელი ცხოვრება სულ ამ ბავშვზე ტიროდა.

скачать dle 11.3