კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რის საფასურს იხდის მთელი ცხოვრება ნინი ონიანი და რატომ ჰქონდა მას მთელი სხეული შოკში

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  ნინი ონიანი პროექტ „ყველაზე ძლიერის“ ერთ-ერთი ძლიერი მონაწილეა და მას ამ პროექტში არაერთი სირთულის გადატანა მოუწია. ერთ-ერთმა დავალებამ მისი მარცხენა ხელიც კი შეიწირა. თუმცა მისთვის ეს პროექტი საინტერესო გამოწვევაა.
ნინი ონიანი: როდესაც „იმედიდან“ დამირეკეს და მითხრეს, რომ იწყებდნენ ახალ პროექტს,  სადაც იქნებოდა ჯარის თემა,  დამაინტერესა, რადგან ექსპერიმენტები მიყვარს. შემდეგ უკვე დეტალურად ამიხსნეს, რომ ვიქნებოდით სამხედრო ბაზაზე, გავივლიდით წვრთნებს, არ იქნებოდა ადვილი. ალბათ, ხუთი წამი ვიფიქრე, რადგან ყოველთვის სპონტანურად მიყვარს გადაწყვეტილებების მიღება და კი, რომ ვთქვი, ცოტა გაკვირვებულები იყვნენ. ერთადერთი პრობლემა, თან, ყველაზე რთული შვილის დატოვება იყო. ვიცოდი, დიდი ხანი ვერ ვნახავდი და ამის გადალახვა ძალიან გამიჭირდა. ამდენი ხნით არასდროს დამიტოვებია და ცოტა გამებუტა.
– მინისტმა, ლევან იზორიამ სიურპრიზი გაგიკეთა, ბავშვი ბაზაზე მოგიყვანა.
– კი, ძალიან გამახარა. რომ დავინახე, 40 წუთი ვტიროდი. მერე მანაც დაიწყო ტირილი, რადგან ვერ გაიგო, რაზე ვტიროდი. მერე მოიარა ყველა კოტეჯი. რაღაც პერიოდის შემდეგ, რომ შევხვდი და ველაპარაკებოდი, ზურგს მაქცევდა, პასუხს არ მცემდა. მაგრამ მერე ავიწყდებოდა ხოლმე და მეხუტებოდა.
– როგორი იყო პირველი ემცოიები, როდესაც ბაზაზე ჩახვედი?
– ბაზაზე სამხედრო სატვირთო მანქანით ჩავედით. თავიდან ვიხალისეთ, მაგრამ 2 საათი რომ მიდიხარ, ჯანჯღარებ, აღარ არის სასიამოვნო. ჩავედით თუ არა, უცებ გვესმის ყვირილი: ჩქარა! ჯარისკაცები იდგნენ და დაგვყვიროდნენ თავზე. შემდეგ ჩანთებიდან ამოგვაყრევინეს ტანსაცმელი. მაშინ მომცა მასტერ სერჟანტმა შენიშვნა ფრჩხილებზე: თავი სად გგონიაო. მართლა ვერ მივხვდი, სად ვიყავი, რა უნდოდათ. ამას დაემატა ისიც, რომ ღამე მარტოს კარავში მომიწია დაძინება, მგლებში, ტურებში, სიცივეში. ვერ გეტყვით, რომ სასიამოვნო ღამე გავატარე, ნორმალურად ვერც დავიძინე. დიდი ფსიქოლოგიური სტრესი იყო. არ იცი, შეიძლება, ვიღაცას დილით შენი ფეხი დახვდეს, მგელმა შეგჭამოს. თავი ხელში ავიყვანე, თუმცა ერთი-ორჯერ მაინც გამექცა ფიქრები. დილით დამადგა თავზე მასტერ სერჟანტი თორნიკე და მეუბნება: ხელი დადეო. ვიფიქრე, იმედია, თითს არ მომაჭრის-მეთქი, მაგრამ უკვე ყველაფერს ველოდებოდი. იმ მომენტში არ მეტკინა, რადგან ეიფიორიაში ვიყავი, მაგრამ მერე ძალიან მტკივნეული იყო, დასისხლიანებული თითებით დავდიოდი და ერთი კვირა ვერ ვიყენებდი ხელს, მერე შემიხორცდა.
– როგორც ვიცი, ახლა ერთ ხელზე პრობლემები გაქვს.
– მგრძნობელობა მაქვს დაკარგული. ერთ-ერთ დავალებას ვასრულებდი და ორივე მაჯა დავიზიანე. მარცხენა ხელის ნეკა თითსა და არათითს, ფაქტობრივად, ვერ ვგრძნობ, ვერ ვშლი ბოლომდე, ნერვული დაბოლოებები მაქვს დაზიანებული. საჭესთან ვერ ვჯდები და ექიმმაც მითხრა: თავი შეიკავეო.
– ბოლო ეპიზოდმა, როდესაც პროექტი აღარ დატოვე, ჯგუფში დაძაბულობა გამოიწვია?
– კარგად მახსოვს ის დღე და ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება, ყველანი როგორ ვტიროდით. ლიკა ჯოჯუა რომ მოიყვანეს, ეს იყო შოკი. გოგო თავიდან-ბოლომდე შავი იყო, დალურჯებული. ჩვენ მოგვცეს უფლება, რომ ლიკას მაგივრად სხვას დაეტოვებინა პროექტი. სხვებმაც გამოთქვეს სურვილი, მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა, რომ მე უნდა წამოვსულიყავი, თუმცა ეს ჩემი გადაწყვეტილებაც იყო – გულწრფელი, არავის დაუძალებია. დილით უკვე ჩალაგებული ვიყავი, მოვდიოდი, მაგრამ, როდესაც მასტერ სერჟანტმა დამისვა შეკითხვა, მინდოდა თუ არა პროექტის დატოვება, მე გულწრფელად ვუპასუხე, რომ არ მინდოდა. ჩემმა პასუხმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, გაუგებრობა მოხდა.
– ალბათ, ცივ წყალში შეჯიბრებაც ძალიან რთული იყო.
– ეს იყო ჩემთვის კოშმარი. ჩვენ დაგვაბნიეს. გვითხრეს, რომ ამოარჩიეთ გუნდიდან ლიფსიტა და მეთევზეებიო. ჩავთვალეთ, რომ უნდა ამოგვერჩია გამხდარი, პატარა გოგონა და გადაწყდა, მე ვყოფილიყავი. საშინლად არ მიყვარს სიცივე და სულ ვამბობ: თუ არსებობს ჯოჯოხეთი, ჩემს ჯოჯოხეთში მინუს 50 იქნება-მეთქი. დაახლოებით 30-40 წუთი ვიყავი წყალში და ბოლოს უკვე ადეკვატური პასუხის გაცემა მიჭირდა, იმდენად ცივი იყო, რომ გავითიშე. სიცივისგან სხეული მტკიოდა. ბოლოს რომ ჩავყვინთე, წყლის კასრს მივარტყი თავი და ამ დროს ამოვწიე. შუბლზე კარგა ხანი მქონდა კოპი. მთელი სხეული, ტვინი შოკში მქონდა.
– რა იყო შენთვის ყველაზე დამთრგუნველი?
– ვერ გეტყვი, რომ გონებაში ვუშვებდი იმ დათრგუნვებს, რასაც გვიკეთებდნენ. ვისწავლე კონტროლი – როცა ადამიანი შენზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს, უნდა აისხლიტო. მიუხედავად იმისა, რომ დათრგუნვის კურსები არ გამივლია, ცხოვრებამ ანტიდათრგუნვის გამატარა.
– ცხოვრებამ ანტიდათრგუნვის კურსები გამომატარაო. რას გულისხმობ? რა იყო ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ცხოვრებამ ჩაგიტარა?
– ცხოვრებამ ბევრი გაკვეთილი ჩამიტარა, კარგიც და ცუდიც. ადამიანები, რომ დააკვირდნენ ჩემს ცხოვრებას არა იმ თვალით, რომლითაც აკვირდებიან, არამედ სხვა თვალით, ბევრ საინტერესო აღმოჩენას გააკეთებენ. უბრალოდ, მე არ მიყვარს ამის აფიშირება. ძალიან საინტერესოდ ვცხოვრობ. ემოციებით დატვირთული ცხოვრება მაქვს. პირადიც სულ საინტერესოა. თუნდაც, ის ტკივილები, რომელიც ცხოვრებამ მომაყენა – ფეხმძიმე გავშორდი ქმარს. ისიც კი არ მეგონა, რომ ვაჟიკოს როდესმე გავშორდებოდი, მაგრამ მოხდა. დაახლოებით 10 წლის წინ მქონდა პერიოდი, როდესაც ძალიან ვიყავი შეყვარებული და იმ ადამიანმა ძალიან მაწყენინა. 4 წელი ისეთი დეპრესია მქონდა, რომ საწოლში ვიწექი, ფეხზე ვერ ვდგებოდი, წამლებს ვსვამდი, გადასასვლელზე ვერ გადავდიოდი. იმ ასაკში ეს ძალიან მტკივნეულად განვიცადე. პირველი, რაც რთული იყო და რაზეც არ ვსაუბრობ ხოლმე, არის ის, რომ მამის გარეშე გავიზარდე. ამანაც დიდი კვალი დატოვა. 5 წლის ვიყავი, როცა დედა ჩემს ბიოლოგიურ მამას გაშორდა. თუმცა, სულ მეუბნებოდა: არ სცალია მამას, წასულია. არ არის ის ტიპი, რომ ეთქვა მამაშენი ცუდიაო, მიუხედავად იმისა, რომ ცუდია.  სკოლაში რომ დავიწყე სიარული, სხვა ბავშვებს მამები აკითხავდნენ და გამიჩნდა კითხვა: მე რატომ არ მაკითხავს-მეთქი. 15 წლის ვიყავი, როცა მამასთან მივედი, რადგან დამაინტერესა, ვინ არის ადამიანი, რომელსაც 10 წელია, არ ვუნახივარ. ჩვენი შეხვედრა ძალიან ჩვეულებრივი იყო. ვიჯექი, ვუყურებდი, ჩაიწერა ნომერი, მითხრა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა და ეს არის მისი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა. თუმცა იმის მერეც გავიდა ამდენი წელი, მაგრამ არც გამოჩენილა და არც დაურეკავს. ვისაც ეს აქვს განცდილი, კარგად გამიგებს. ესეც გადავიარე, თუმცა ბავშვობის ტრავმა არასდროს მიდის. ამან დიდი დაღი დამასვა ცხოვრებაში, მაგრამ გაიარა, ისევე, როგორც იმ რთულმა 4-მა წელმა. ამაზე მეტიც მომხდარა, რადგან როცა თავისუფლების სურვილი გაქვს, ირჩევ იმ ცხოვრებას, რომელიც შენ გინდა, საფასურსაც დიდს იხდი – თავისუფლება ყოველთვის ძვირი ღირს. მე ეს გზა ავირჩიე და ყოველთვის ისე ვიცხოვრებ, როგორც მე მინდა და არა სხვას.
– როცა ადამიანი უმამოდ იზრდება, ის განსაკუთრებით განიცდის ოჯახის დანგრევას.
- სულ ვამბობდი, რომ არ გავყვები ისეთ ადამიანს, რომელთანაც ოჯახს დავანგრევ, ჩემს შვილს უმამოდ არ გავზრდი-მეთქი. მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. თუმცა ჩემს შვილს არაჩვეულებრივი მამა ჰყავს, რომელიც მამაჩემთან ოდნავაც ვერ მოვა ახლოს.

скачать dle 11.3