კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 „პელმენები ჯინასთან“ – დააგემოვნეთ და შეიყვარეთ ჯანსაღი პროდუქტით მომზადებული უგემრიელესი კერძები

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

 თუ შუაგულ ვაკეში მოგშივდათ და ჯერ არ იცით,  მყუდრო,  ოჯახურ გარემოში სად მიირთვათ ჯანსაღი და განსაკუთრებულად გემრიელი კერძები, რაც მთავარია, ხელმისაწვდომ ფასად, მაშინ ეს
სტატია ბოლომდე უნდა წაიკითხოთ. „პელმენები ჯინასთან“ თქვენში, ალბათ,  მხოლოდ პელმენების ასოციაციას იწვევს, სინამდვილეში, ჯინასთან სტუმრობისას პელმენების გარდა, მრავალფეროვანი მენიუ და ჯანსაღი პროდუქტით, სიყვარულით დამზადებული კერძები დაგხვდებათ, რაც აუცილებლად მოგაქცევთ შთაბეჭდილებების ქვეშ.
  ჯინა ხაჩიძე: პელმენებს სახლის პირობებში ვამზადებდი და ინტერნეტის საშუალებით ვყიდდი. ჩემ გარშემო ბევრი გურმანია, რომლებსაც მოსწონთ ჩემი მომზადებული კერძები და მთხოვდნენ, გამეკეთებინა ჯანსაღი კვების ობიექტი, სადაც გემრიელი კერძების დაგემოვნებას მშვიდ და კომფორტულ გარემოში შეძლებდნენ.
* ჯანსაღი პროდუქტის წარმომავლობა
გვყავს ადამიანები, რომლებიც სოფელში აწარმოებენ ჯანსაღ პროდუქტს, ვენდობით და კერძებს სწორედ  მათი პროდუქტით ვამზადებთ. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ყველა ვმუშაობთ იმისათვის, რომ

მყუდრო გარემოში, ხელმისაწვდომ ფასად შეძლოთ ჯანსაღი და გემრიელი საკვების მირთმევა.
საგარეჯოს უდაბნოში  სვანებს აქვთ პატარა ფერმა, საიდანაც რძის ნაწარმი მოგვაქვს. პროდუქტის გემო დამოკიდებულია პირუტყვის საკვებზე, საგარეჯოში მშრალი ნოყიერი ბალახია, რომელიც არ არის წყლით გაჯერებული. ვიცით, რითი იკვებება საქონელი და ხორცსა და რძის ნაწარმსაც შესაბამისი გემო აქვს. იქვე, საგარეჯოშია პატარა ფერმა, საიდანაც მოგვაქვს მწყერი. ბოსტნეული კი ლაგოდეხიდან ჩამოგვაქვს.   ყველა პროდუქტის წარმომავლობა ვიცით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
* ჯინას პელმენი
 პელმენის მოყვარულთათვის დიდი არჩევანია. გადავწყვიტე, კლასიკური ციმბირული პელმენისთვის ცოტა ქართული გემოები შემერია, რაც ძალიან მოუხდა. ხორცის გარდა ვამზადებთ სოკოს, ისპანახისა და ალუბლის პელმენს, შიგთავსის წვენი ერევა ცომსაც და თითოეული  მათგანი შიგთავსის ფერია, ლამაზიც
არის და გემოსაც აძლიერებს. პელმენს მოჰყვება თავისი სოუსი, გვაქვს როგორც ნაყიდი პარმეზანით, ისე ჩვენი, ავოკადოთი დამზადებული პესტო.
* საფირმო კერძები
გამოვარჩევ ჩემი რეცეპტით მომზადებულ ოქროსფერ კალმახს გამომცხვარ ბოსტნეულთან ერთად. დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენი  ტაფის ხაჭაპური მაწვნის ცომითა და სულგუნით, რაც ყველასთვის ბებოს ხაჭაპურის გემოსთან ასოცირდება.
* სასმელები
საგარეჯოში გვაქვს ვენახი, სადაც ჩემი მეუღლე განსაკუთრებული ტექნოლოგიით აყენებს ღვინოს, რათა დაცული იყოს ყველანაირი ბაქტერიისაგან. დიდ შრომას დებს, რომ ღვინომ  განსაკუთრებული გემო და სიკრიალე შეინარჩუნოს. ზაფხულის ცხელ დღეებში ჩვენს სტუმრებს ვთავაზობთ გლინტვეინს ყინულით, ვაშლის ღვინისგან ვამზადებთ კალვადოსს, რომლის წარმომავლობასაც საფრანგეთის ერთ-ერთ პროვინციაში მივყავართ. ვამზადებთ ლიმონჩელოს (ლიმონის ლიქიორი) იტალიური რეცეპტით და კიდევ არაერთ საინტერესო სასმელს, რომლის გემოც დროსა და სივრცეში გამოგზაურებთ.
* ადგილზე მიტანის სერვისი
ვთანამშრომლობთ wolt-თან, რომლის აპლიკაციის საშუალებითაც მაქსიმალურად მოკლე დროში, სახლიდან გაუსვლელად მიიღებთ ჩვენს კერძებს. როცა დროში ხართ შეზღუდული, შეგიძლიათ წინასწარ დარეკოთ და ადგილზე მოსულებს გამზადებული კერძები დაგხვდებათ.   
მისამართი:
რაფიელ ერისთავის #6.
საკონტაქტო ტელ: 551-55-21-90.
скачать dle 11.3