კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რატომ გაწყვიტა კავშირი გია ფერაძემ შეამხანაგებულ რუსთან გერმანიაში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ცნობილი მსახიობი გია ფერაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა:
„გერმანიაში ვიყავი და სანამ ჩემი თბილისელი მეგობრები ჩამოვიდოდნენ, ორი კაპიკი რომ მეშოვა, ერთ რუსს შევუამხანაგდი. ის რუსი მძღოლი იყო. მანქანა ჰყავდა ნაქირავები და სხვადასხვა „ტავარი“ გადაჰქონდა. მე კი ვეხმარებოდი. ერთხელ ერთმა გერმანელმა ოცი ტომარა შაქრის გადატანა გვთხოვა ერთი ადგილიდან მეორეზე. ფული წინასწარ გადაგვიხადა და ჩვენც შეკვეთის შესასრულებლად გავემართეთ. ჩემმა „პაძელნიკმა“ ერთი ტომარა „მოტეხა“, მე გავაფრთხილე მაგრამ არ დამიჯერა და დანიშნულების ადგილზე ცხრამეტი მივიტანეთ.
– დარდი ნუ გაქვს. ამ ერთ ტომარას ცალკე „გავასუხარებთ“, – მითხრა რუსმა.
ორიოდე დღის შემდეგ შემკვეთმა ნაქირავებ ბინაში მოგვაკითხა და რუსს ჰკითხა:
– დანიშნულების ადგილზე ერთით ნაკლები ტომარა მიგიტანიათ და ხომ არ იცით, სად გაქრაო.
რუსმა კი უტიფრად მიუგო:
– ამა და ამ სოფელში ტუალეტისთვის შევჩერდით. მანქანა უმეთვალყურეოდ დავტოვეთ. ალბათ, ვიღაცამ დრო იხელთა და მოგვპარაო.
მე სირცხვილისგან ვიწვოდი. გერმანელმა კი რუსს უთხრა:
– წამოდით, კიდევ ოცდაათი ტომარაა წასაღებიო.
ერთი სიტყვით, 30 ტომარა შაქარი მუშებს დაატვირთვინა და მუშებთან ერთად, თავადაც წამოგვყვა. იმ სოფელში მივედით, სადაც ერთი ტომარა „მოგვპარეს“. გერმანელმა მუშებს ტომრები სოფელში, მოფარებულ ადგილზე გადმოატვირთვინა და უკან წამოვედით. სამი დღის მერე კი კვლავ გამოგვიარა და იმ სოფელში წაგვიყვანა, სადაც 30 ტომარა შაქარი „მოსაპარ“ ადგილზე გადმოვტვირთეთ... და ჰოი, საოცრებავ! ოცდაათივე ტომარა იქვე დაგვხვდა, თან ვიღაცას სპეციალური ბრეზენტიც კი გადაეფარებინა. გერმანელს გაეცინა და რუსს უთხრა:
– აი, ხომ ხედავთ, ოცდაათივე ტომარა ადგილზეა. აქ არავინ არაფერს იპარავს და რაღა თქვენ მოგპარესო.
ისეთ დღეში აღმოვჩნდი, მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა და იქაურობას უხმოდ გავშორდი. იმ რუსთან ამხანაგობაც უმალვე გავწყვიტე და ჩემს თბილისელ ძმაკაცებს დაველოდე.“

скачать dle 11.3