კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 როგორ უნდა ჩაატაროთ სახლის ენერგეტიკული წმენდა

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  როდისმე თუ ყოფილა, სახლში დაბრუნებისას, იქ, სადაც ყველაზე უკეთ და მყუდროდ უნდა გრძნობდე თავს, სული გეხუთებათ, შფოთავთ, თავის ტკივილი და ნაღვლის ბუშტის შეტევა გეწყებათ?.. არადა, ადრე ასე არ ყოფილა, პირიქით – ერთი სული გქონდათ, სახლში მისულიყავით და სიმშვიდეში მოგესვენათ. მაშ, რამ შეცვალა სიტუაცია? უარყოფითი ენერგია დაგროვდა? ამაზე ხომ ძალიან ბევრს წერენ ყველგან, ეძღვნება გადაცემები, ინტერნეტი გადაჭედილია ათასი რჩევით. რა ვქნათ, ვის დავუჯეროთ? რადგან თემა საკმაოდ აქტუალურია, გადავწყვიტეთ, რეკომენდაციები მისგან მივიღოთ, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ეს ყველაფერი და საშველის ძიებაში, ისე ღრმად შეისწავლა ეზოთერიკული თუ მისტიკურ-მაგიური მოვლენების „ფილოსოფია“, რომ ამჯერად უკვე სხვებს ეხმარება. გთავაზობთ ინტერვიუს ქალბატონ ლამზირა რ-სთან.
– მარტო მე კი არა, უამრავ ადამიანს გამოუცდია, როცა სახლში, საღამოს დაღლილი ბრუნდება, დასვენების ნაცვლად, საშინელ უძლურებასა და უმიზეზო ნაღველს რომ გრძნობს. ჰოდა, ძალიან რომ გახშირდა სახლში ასეთი სიტუაცია და ერთხელ ოფისშიც ვიგრძენი იგივე, თან შენობიდან გასვლისთანავე ყველაფერმა გამიარა, გადავწყვიტე, გულდასმით შემესწავლა საკითხი. გარემოებამ ნამდვილად დამარწმუნა, რომ ყოველ ადგილს თავისი ატმოსფერო და აურა აქვს. შესაბამისად, როცა აურა დაბინძურებულია უარყოფითი ენერგიით, ის უნდა გაიწმინდოს. ასე რომ, თუ კომფორტულად ხართ ქუჩაში და არა სახლში, დროა, თქვენს საცხოვრებელში დაგროვილ უარყოფით ენერგიას სათანადო ყურადღება დაუთმოთ.
– რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?
– თავდაპირველად დასადგენია, მართლა დაგროვდა თუ არა უარყოფითი ენერგია სახლში. ამისთვის მე სამ უტყუარ მეთოდს მივაგენი და ამაში თავადვე დარწმუნდებით, თუ გამოიყენებთ. მაშ ასე, უპირველესად, იმ საშუალებას მივმართე, ყველაზე მეტს რომ წერდნენ მასზე ინტერნეტში და გადავწყვიტე, საკუთარ თავზე გამომეცადა მისი ეფექტურობა. შედეგმა კი დამარწმუნა, რომ მართლაც ყველაზე ძლიერი მეთოდია სახლში უარყოფითი ენერგიის აღმოსაჩენად და მერე მისგან გასათავისუფლებლად. მაშ ასე, ამისთვის საჭიროა: მარილი, ძმარი და წყალი. აიღეთ ჩვეულებრივი მსხვილი მარილი (და არა სუფრის) და ჩაყარეთ ბროლის ჭიქაში. შემდეგ თეთრი ძმარი ისე ფრთხილად მოავლეთ ჭიქის კედლებს შიგნიდან, რომ მარილს ირგვლივ სველი რგოლი გაუჩნდეს. ბოლოს ჭიქა შეავსეთ ჩვეულებრივი წყლით და ასე დატოვეთ მთელი დღის განმავლობაში. 24 საათის შემდეგ კი ჭიქას დააკვირდით: თუ წყალს ზედაპირზე ობისმაგვარი რამ შეამჩნიეთ, ზედ სხვადასხვა ფორმის ბუშტუკებით – იქნება ეს ღრუბლის მსგავსი თუ უბრალოდ, ლაქას ჰგავს, ეს ნიშანია, რომ სახლში ძალიან ბევრი უარყოფითი ენერგია დაგროვდა, მაგრამ ამ საოცარმა „მიქსტურამ“ მისი განეიტრალება შეძლო.
– როგორია მეორე მეთოდი?
– დაგჭირდებათ ყვავილები, რადგან სწორედ ბუნების ამ ულამაზეს ქმნილებათა საშუალებით შეიტყობთ, რა ტიპის ენერგიაა დაგროვილი თქვენს სახლში – უარყოფითი თუ დადებითი. ეს ყვავილი მიხაკია. ოთახში, წყლიან ლარნაკში ერთად ჩააწყვეთ წითელი და თეთრი მიხაკები და დააკვირდით, რომელი შეფერილობის დაჭკნება პირველი. თუ ეს წითელი მიხაკები აღმოჩნდა, ნიშანია იმისა, რომ თქვენი სახლი უარყოფით ენერგიას მოუცავს, ხოლო თუ პირიქით მოხდა და თეთრმა მიხაკებმა „ჩამოყარეს ყურები“ უფრო ადრე, სახლი დადებითი ენერგიითაა სავსე. მაგრამ, თუ ორივე ფერის ყვავილი ერთდროულად დაჭკნა, ეს ზუსტი პროგნოზია იმისა, რომ სახლში ორივე ენერგია თანაბრადაა, ანუ ერთგვარი ბალანსირება მოხდა. თუ ამ მეთოდმა გამოავლინა, რომ თქვენი სახლი უარყოფითი ენერგიითა დაბინძურებული, ის აუცილებლად უნდა გაწმინდოთ. ამისთვის, საკმარისია, სასწრაფოდ გადაყაროთ წითელი მიხაკები და ლარნაკში მხოლოდ თეთრები დატოვოთ. თეთრი მიხაკი „მის ტერიტორიას“ მთლიანად გაწმენდს ცუდი ენერგიისგან.
– მაგრამ არის მესამე მეთოდიც...
– მესამე რიტუალში სანთელი ფიგურირებს და ეს ყველაზე მარტივი მეთოდია იმის დასადგენად, თუ რომელი ენერგია დომინირებს თქვენთვის საინტერესო შენობაში. უბრალოდ, აანთეთ სანთელი და დატოვეთ ისე, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში იწვოდეს. თუ ცვილი თანდათან და თანაბრად დნება, ეს მიუთითებს, რომ შენობა სავსეა, ტყუილით, წარსულის ნაღვლიანი მოგონებებითა და მსგავსი ნეგატივით. მაგრამ, თუ სანთელი წვის პროცესში ერთბაშად მთლიანად დადნა და ფორმა შეიცვალა, ესე იგი, ყველაფერი წესრიგშია. აირჩიეთ და გამოიყენეთ აქედან რომელიმე მეთოდი და ნახავთ, სახლი ძველებურად ისევ მყუდრო გახდება და არა მარტო თქვენთვის, უკვე სტუმრებსაც თავისუფლად ეტყვით: თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლშიო.
– ესე იგი სრული ბედნიერება სახეზეა?!
– სრული ბედნიერებისთვის ერთ უბრალო, მაგრამ ძალიან საჭირო ხრიკსაც გასწავლით, რათა უკვე გაწმენდილ და მყუდრო სახლში, დასახული მიზნები თუ სურვილებიც აგისრულდეთ. ამისთვის კი ისეთი ნივთები დაგჭირდებათ, ყველა ოჯახში რომ მოიძებნება და მის მოსაპოვებლად ცხა მთისა და ცხრა ზღვის გადალახვა არ მოგიწევთ. ესენია: ნემსი, ძაფი და რომელიმე სამოსი თქვენი გარდერობიდან. თავდაპირველად სურვილი წარმოთქვით ხმამაღლა, გარკვევით და გასაგებად ჩამოაყალიბეთ, რა გინდათ. ამ პროცესში წინასწარ შერჩეულ თქვენს სამოსზე მხოლოდ ერთი ბლანდი გააკეთეთ და ნემსი თავისივე ძაფით ქსოვილში გაყრილი დატოვეთ. მეორე დღეს მეორე ბლანდი ისე გააკეთეთ, რომ წინა გადაფაროს, ანუ გაავლეთ გვირისტი, რომლის მიხედვითაც მეორე ბლანდი დაფარავს პირველს, მესამე – მეორეს, მეოთხე – მესამეს და ასე, თითო-თითო გვირისტით გააგრძელეთ ქსოვილზე ხაზი ყოველდღიურად. საბოლოოდ, ამ პროცესმა ორმოცი დღე უნდა მოიცვას. რაც უფრო თანაბარი იქნება გვირისტი, მით მალე შეგისრულდებათ ნატვრა. როცა მეორმოცე დღეს საბოლოოდ ამოუბნევთ ნემსს, ჩაფიქრებული თხოვნით მიმართეთ სამყაროს ოთხივ კუთხით, ანუ ოთხჯერ გაიმეორეთ. თუ ეს ყველაფერი სწორად გააკეთეთ, შედეგსაც მიიღებთ, სურვილი ახდენას დაიწყებს. თუ მოხდა ისე, რომ გაყრილი ძაფი რიტუალის დასასრულებლად არ გეყოთ, ანუ ორმოც დღემდე არ მიგყვათ, პროცესი შეწყვიტეთ. გამოდის, სურვილის ახდენის დრო ჯერ არ დამდგარა. ხელმეორედ კი იგივე მხოლოდ სამი თვის შემდეგ სცადეთ.

скачать dle 11.3