კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 ვინ დაარქვა რომანოვების ტახტის მემკვიდრეს სახელი გიორგი და ვის პატივსაცემად

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  1946 წელს, ვლადიმერ კირილეს ძე რომანოვმა, რუსეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრემ, დევნილობაში, დაადასტურა, რომ ბაგრატიონთა დინასტიას სამეფო ღირსება აქვს.
  ამ დასტურის შედეგად ირაკლი ბაგრატიონი გახდა ესპანეთის გადაყენებული მეფის დისა და ბავარიის ბოლო მეფის ძმის შვილის სიძე.
  ვლადიმერ რომანოვი სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, სიმართლე მაინც გაირკვეოდა. ისტორია არ დაიმალებოდა. იმ დროს ემიგრაციაში ბევრი ქართველი მამულიშვილი იყო, რომლებიც მთელ მსოფლიოს  ნამდვილად გააგებინებდნენ სიმართლეს, რომ ბაგრატიონებს აქვთ სამეფო ღირსება და რომ რუსეთის მხრიდან ქართული სამეფოების გაუქმება ნაძალადევი იყო და რომ ქართველთა სამეფო საგვარეულოს არც ერთ განშტოებას რომანოვთა სასარგებლოდ თავის სამეფო ღირსებაზე უარი არ უთქვამს. ვლადიმერ კირილეს ძე ვერ შეძლებდა სიმართლის დამალვას და ამას დიდი სკანდალი მოჰყვებოდა ევროპაში.
  ვლადიმერ კირილეს ძემ აღიარა არა მხოლოდ ბაგრატიონთა სამეფო ღირსება, მეტიც, ქართული სახელმწიფოებრიობის გამაუქმებელი იმპერატორების, პავლე პირველისა და ალექსანდრე პირველის მემკვიდრემ, ოფიციალური დოკუმენტით, თავისი წინაპრების საქციელს – საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებას, მუხანათობის ზღვართან მდგომი ქმედება უწოდა. ეს იყო ერთგვარი ბოდიშის მოხდა ბაგრატიონებისა და ქართველების წინაშე.
  რამდენიმე ხანში ვლადიმერ რომანოვმა გაიცნო ირაკლი ბაგრატიონის და ლეონიდა და სიგიჟემდე შეუყვარდა. თითქოს, წინაპრების მიერ ჩადენილი დანაშაული მოინანია რომანოვმა და განგებამ სიყვარულისკენ უბიძგა ვლადიმერს. ლეონიდასაც შეუყვარდა რომანოვი და ისინი დაქორწინდნენ.
მათ მისალოცად შეხვდა ესპანეთის ერთპიროვნული ლიდერი, კაუდილიო, ფრანცისკო ფრანკო. ის არისტოკრატთა ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ და მეფეთა საგვარეულოების წარმომადგენელთა მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. შეხვედრისას ფრანკომ, ესპანური ტრადიციისამებრ, თურმე, მუხლი მოიყარა ახალდაქორწინებულების წინაშე და ასე მიულოცა გაბედნიერება ქართული და რუსული სამეფო საგვარეულოების წარმომადგენლებს.
ამრიგად, ბაგრატიონები დაუნათესავდნენ ესპანეთის, ბავარიის, რუსეთის სამეფო ოჯახებს.
  ლეონიდა ბაგრატიონსა და ვლადიმერ რომანოვს შეეძინათ ერთადერთი ქალიშვილი – მარია, რომელიც რუსეთის ტახტის მემკვიდრედ გამოცხადდა. რუსეთში ქალის ტახტზე ასვლა დაშვებული იყო, თუ სხვა მამრობითი სქესის პრეტენდენტი არ არსებობდა. კიდევ ერთი პირობაა რუსეთის სამეფო ოჯახში. მათთვის დღესაც აკრძალულია უბრალო ადამიანთან (თავადის, აზნაურის თუ გლეხის შთამომავალთან ქორწინება). ასეთ ქორწინებას ისინი დღესაც მორგანატულად, არათანაბრად გამიხილავენ და ამგვარი ქორწინების შედეგად შობილ ბავშვებს რომანოვის გვარსაც კი არ აძლევენ. ჯერჯერობოთ მათ ეს კანონი არ შეუცვლიათ.
  გავიდა წლები. ესპანეთში მცხოვრები სამი მართლმადიდებლური სამეფო ოჯახების წარმომადგენლებმა, ირაკლი ბაგრატიონმა, ბულგარეთის დე იურე მეფე  სიმეონმა და ვლადიმერ რომანოვმა, მადრიდში მართლმადიდებლური ეკლესია დაარსეს. სიმეონ მეორე ბულგარელი 1937 წელს დაიბადა. 1943 წელს მამამისი, მეფე ბორის მესამე, ჰიტლერთან შეხვედრის მერე, მოულოდნელად გარდაიცვალა. 6 წლის სიმეონი მეფედ გამოცხადდა. ქვეყანას რეგენტები მართავდნენ. 1946 წელს, ალბათ, სტალინის სურვილით, ბულგარეთში მონარქია გაუქმდა. სიმეონი ემიგრაციაში წავიდა და ესპანეთში ცხოვრობდა. მეფე სიმეონი გახდა ირაკლი ბაგრატიონის შვილიშვილის, ირაკლის ნათლია.
  გავიდა დრო. მარია რომანოვასთვის გამოძებნეს შესაბამისი საქმრო. როგორც ვთქვით, ის უნდა ყოფილიყო აუცილებლად სამეფო ან სამთავრო ოჯახიდან, თორემ მარია დაკარგავდა ტახტის მემკვიდრეობაზე უფლებას. მისი ქმარი გახდა პრუსიელი პრინცი ფრანც ვილჰელმ ჰოჰენცოლერნი, გერმანიის უკანასკნელი იმპერატორის შვილთაშვილი. მეცხრამეტე საუკუნეში გერმანია პრუსიის სამეფო ოჯახის მეთაურობით გაერთიანდა, თუმცა, გერმანული ქვეყნების სხვა მეფე-მთავრებმა ტიტულები და ავტონომიურობის გარკვეული ნაწილი შეინარჩუნეს. მათ შორის იყო ბავარიის სამეფო, ვიტელსბახების საგვარეულო, რომელთა სიძეც გახდა ირაკლი ბაგრატიონი.  
  შეთანხმების შედეგად, პრუსიელმა პრინცმა ქორწინების წინ უარი თქვა თავის სარწმუნოებაზე და მართლმადიდებლობა მიიღო. სამეფო ოჯახებს ახლაც აქვთ კიდევ ერთი პირობა – მათ ოჯახში რძლებსა და სიძეებსა მხოლოდ მათი სარწმუნოების აღიარების შემდეგ იღებენ. მარია რომანოვას ქმარს სახელიც შეუცვალეს და დიდი მთავარი მიხეილ პავლეს ძე უწოდეს.
  1981 წელს აღნიშნულ წყვილს ვაჟი შეეძინა. როგორც ამ სტატიის ავტორს ირაკლი ბაგრატიონის აწ გარდაცვლილმა უფროსმა ვაჟმა, გიორგიმ (ხორხემ) მითხრა, სახელი პატარა რომანოვს მან დაარქვა, თავისი პაპის, გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონის პატივსაცემად. გიორგი რომანოვის ნათლიაა საბერძნეთის ყოფილი მეფე კონსტანტინე.
  გიორგი რომანოვს დიდ მთავარს და „ცესარევიჩს“ უწოდებენ. დიდი მთავარი არის რუსეთის სამეფო ოჯახის წევრთა წოდება. ცესარევიჩი ტახტის მემკვიდრეს ნიშნავს. მეფის ან დე იურე მეფის (იმპერატორის) სხვა ვაჟებს ცარევიჩებს, ქალებს კი ცარევნებს უწოდებენ. სიტყვა ცარ წარმოქმნილია კეისრიდან – ცეზარიდან.
  რას წარმოიდგენდნენ რუსის ცარები, რომლებმაც დაიპყრეს საქართველო და ბაგრატიონებს მეფობა წაართვეს, რომ მათ მემკვიდრეს დაარქმევდნენ ქართველი მეფეებისა და საერთოდ, ქართველებისთვის ყველაზე პოპულარულ სახელს – გიორგის, რომელთანაც დაკავშირებულია საქართველოს დასახელება ზოგიერთ უცხო ენაში.  
  შეთანხმების მიხედვით, პრუსიელი პრინცისა და რუსი ცესარევნას შვილები რომანოვებად უნდა გამოცხადებულიყვნენ.
პრუსიელი პრინცი და მარია რომანოვა დაშორდნენ. ამბობენ, გერმანიის იმპერატორთა შთამომავალი კვლავ წინაპართა სარწმუნოებაზე გადასულა და ძველი სახელიც დაუბრუნებიაო. იმასაც ამბობენ, რომ გარკვეული პრეტენზიები წამოუყენებია თავის ვაჟზე და საკუთარ გვარზეც სურდა თურმე მისი გადაყვანა. მაგრამ შეთანხმება შეთანხმებაა. პრინციპში, გიორგი რომანოვისთვის დედის გვარზე და დედის მემკვიდრედ ყოფნა უკეთესია. რადგან, ის რუსეთის ტახტის მეორე მემკვიდრეა დედის მერე. ხოლო თუ უარს იტყვის დედის გვარზე და მემკვიდრეობაზე, ჰოჰენცოლერნთა სამეფო მემკვიდრეობაში პირველი ვერ იქნება. მასზე წინ სხვა პერსონები არიან.
საინტერესოა კიდევ ერთი ვითარება:
  ქართველი გენერლის, ნაციონალისტისა და მონარქისტის, შალვა მაღლაკელიძის გადმოცემით, გერმანიის უკანასკნელ იმპერატორს ჰქონდა თურმე გეგმა: რუსეთთან ომში გამარჯვების მერე საქართველოში თავისი უფროსი ვაჟი იოაჰიმი გაემეფებინა. შალვა მაღლაკელიძე ოდნავ ცდება. იოაჰიმი არ იყო ტახტის მემკვიდრე, კრონპრინცი გახლდათ მისი უფროსი ძმა ფრიდრიჰი. იოაჰიმს ცოლად უნდა მოეყვანა ქართველი ქალი. მართალია, ის გეგმა არ განხორციელდა, მაგრამ, ათწლეულების მერე იოაჰიმის შვილიშვილი, ფრანც ვილჰელმი გახდა ქართველი ლეონიდა ბაგრატიონის სიძე.

скачать dle 11.3