კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 აბსურდული სიტუაცია

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #21-23(962)

ლაპარაკში კოტე ჩაერთო და ამერიკელს უთხრა:
– ეს ყელსაბამი სრულიად შემთხვევით მოხვდა ლიკასთან. ერთ კაცს ავარია მოუვიდა და იმ საავადმყოფოში მოხვდა, სადაც ლიკა მუშაობს. ყელსაბამი სწორედ მის კისერზე შენიშნა ლიკამ, მოხსნა და შეინახა.
– ის კაცი ვინაა და სადაა ახლა? – გამოცოცხლდა ამერიკელი.
– ვინაა, არ ვიცით. ამჟამად კი რეანიმაციაში წევს. ძალიან მძიმედაა და გადარჩენის შანსი თითქმის არ აქვს, – მიუგო კოტემ.
– ჰოდა, ამ კაცისგან უნდა გავარკვიოთ ყველაფერი, – თქვა ამერიკელმა და დაამატა, – თუმცა, თუ გადარჩენის შანსი არ აქვს, მაშინ ამის გაკეთება ასმაგად რთულია.
– კი. ასეა. თუმცა, ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ სიმართლის დასადგენად და ჩემი ხალხი ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობს, – თქვა კოტემ.
– თქვენი ხალხი? თქვენ ვინ ხართ? – უნდოდ იკითხა ამერიკელმა.
– პოლიციის მაიორი კოტე სულაძე. თუმცა ახლა კერძო სამძებრო სამსახური მაქვს, – თქვა კოტემ და დაამატა, – თუ გინდა, რომ ჩვენ შორის სრული ნდობის ატმოსფერო დამყარდეს, მაშინ თქვენი ნამდვილი სახელი მითხარით.
– დამალვას რაღა აზრი აქვს, – ამოიოხრა ამერიკელმა და დაამატა, – მე თომას ადამსი ვარ.
– თუ არ გვატყუებ, ძალიან კარგი. თუ გვატყუებ და არც ესაა დიდი უბედურება, – უთხრა კოტემ ამერიკელს, რომელიც ნამდვილად თომას ადამსი იყო და დაამატა, – ახლა ამ ჩანაწერს საიმედოდ შევინახავთ და შემდეგ გაგათავისუფლებთ.
ადამსს ხმა არ ამოუღია. კოტე და ლიკა სააბაზანოდან გამოვიდნენ.
– ეს ტელეფონი ჩემს საწერ მაგიდაში შეინახე. მანამდე კი ფლეშკაზე გადაწერე და ჩემი მანქანის „ბარდაჩოკში“ ჩადე. ჩემები სახლში არ არიან და ისე შედი და გამოდი, რომ არც შენებმა დაგინახონ და არც მეზობლებმა. მე კი ამერიკელს გავათავისუფლებ და დაველაპარაკები. ვფიქრობ, კობას მოძებნაში დაგვეხმარება. ჩემი მანქანით წადი. მაქსიმუმ, ორმოც წუთში გელოდები. ფრთხილად იყავი! – უთხრა კოტემ ლიკას.
კოტემ დობილს თავისი ბინისა და მანქანის გასაღები მისცა და გაისტუმრა. ათი წუთიც მოიცადა. შემდეგ ამერიკელს ხელბორკილები მოხსნა და სამზარეულოში შეიპატიჟა. კარადიდან კონიაკი გამოიღო, ჭიქებში ჩამოასხა და ადამსს ჰკითხა:
– კონიაკს თურქულად მომზადებულ ყავას მიაყოლებ თუ ხსნადს?
– ხსნადს, – თქვა ამერიკელმა.
კოტემ ყავა მოამზადა. ადამსს დაუდგა. თავადაც დაიდგა, კონიაკით სავსე ჭიქა ასწია და თქვე:
– ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს. ღმერთმა ქნას, რომ კობა ცოცხალი იყოს. მოვძებნოთ და უკან დავაბრუნოთ. იმედია, რომ დაგვეხმარებით.
– გაუმარჯოს თქვენს ნათქვამს, – ადამსმა ჭიქა მიუჭახუნა კოტეს და დაამატა, – თქვენზე მეტად ჩვენს უწყებას სურს ჩვენი საუკეთესო აგენტის პოვნა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მაგ ქანჩიანს ისე დავამუშავებთ, რომ ყველაფერს დაფქვავს.
– არ მგონია, – თავი გააქნია კობამ, – თითქმის მკვდარია და გადარჩენის შანსიც მიზერული აქვს.
– გავარკვევთ, ვინაა და კობას ამბავსაც დავადგენთ.
– მე უკვე ვარკვევ. ხალხი მყავს გაგზავნილი, ჩემი თანამშრომლები, –  თქვა კოტემ. შემდეგ სასწრაფოდ მობილურზე დარეკა და თქვა:
– ბონდო, სად ხარ?
– აროპორტში მივდივარ, რომ ერევანში გავფრინდე, იქიდან კი – მინერალნიე ვოდიში.
– აღარაა საჭირო. ბილეთი ჩააბარე და რასაც აიღებ, დარჩენილ ფულთან ერთად შენი იყოს. ხვალ სამსახურში გელოდები. ნახვამდის, – უთხრა კოტემ ბონდო ხაჩიძეს და ტელეფონი გათიშა. შემდეგ ამერიკელს მიუბრუნდა:
– ჩემი თანამშრომელია. ერევნიდან მინერალნიე ვოდიში უნდა გადაფრენილიყო, რომ გაეგო, იყო თუ არა კობა ამ ქალაქებში.
– გასაგებია. მთავარი ახლა ქანჩიანია, – თქვა ადამსმა.
კოტემ ახლა ვახო სიგუას დაურეკა და უთხრა:
– რას შვები, ვახო? გაემგზავრე ქუთაისში?
– ვფიქრობ, რომ ამის საჭიროება აღარაა. ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას. სად ხარ, რომ მოვიდე და დაგელაპარაკო?
კოტემ სიგუას ლიკას მისამართი უკარნახა და ტელეფონი გათიშა. შემდეგ ადამსს მიუბრუნდა და უთხრა:
– ჩემს თანამშრომელს ქანჩიანთან დაკავშირებით რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაციები აქვს და მალე მოვა. ვფიქრობ, გამოგვადგება.
ოთახში ლიკა შემოვიდა. ამერიკელს კობას ტელეფონი დაუდო წინ და უთხრა:
– აი, ინებეთ. მაგრამ იცოდეთ, რომ ამის ასლიც და თქვენი ნალაპარაკევის ფირიც საიმედოდ გვაქვს გადამალული და ჩვენს მოშორებას არც კი შეეცადოთ.
ადამსმა ტელეფონის შიგთავსი შეამოწმა. შემდეგ გამორთო და ჯიბეში ჩაიდო. კონიაკი ჭიქებში ჩამოასხა და სანამ დალევდა, თქვა:
– გაგვიმარჯოს და ღმერთმა ხელი მოგვიმართოს.
კარზე ზარის ხმა გაისმა. ლიკამ ჯერ ადამსს შეხედა და შემდეგ კოტეს.
– მიდი, გააღე. ჩემი თანამშრომელია – ვახო სიგუა. ქანჩიანზე ინფორმაციები მოგვიტანა და მოვუსმინოთ, – უთხრა დობილს კოტემ. ადამსმა კი დაამატა:
– ლიკა, მხოლოდ არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენს საიდუმლოზე ერთი სიტყვაც არ წამოგცდეთ.
დიასახლისი უხმოდ გაემართა კარის გასაღებად. ოთახში ვახო სიგუასთან ერთად დაბრუნდა და მას მერე, რაც სავარძლებში ჩასხდნენ, კოტემ თავის თანამშრომელს უთხრა:
– აბა, ვახო, რა სიახლე გაქვს, რით გაგვახარებ?
სიგუამ მოწევის ნება ითხოვა. სიგარეტი გააბოლა და თქვა:
– ღუდუშაურის კლინიკა ქანჩიანის ჭირისუფლებითაა სავსე და იქ ერთი ძველი მეგობარი აღმოვაჩინე. ყველაფერი გავარკვიე და ვფიქრობ, ურიგო ინფორმაციები არ მომიპოვებია.
– მიდი, თქვი, – უთხრა სიგუას კოტემ.
ვახო სიგუამ სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა და თქვა:
– ეგ დილარ ქანჩიანი წარმოშობით სვანეთიდან ყოფილა, ზემო სვანეთში სოფელიც აქვს თავის კოშკითურთ. ძალიან „წიომნი“ ტიპია. რამდენიმე სასტუმრო-ბორდელი ჰქონია ქუთაისში. ნარკოტიკებითაც ვაჭრობს, თურმე და არც დანაშაულს თაკილობს. როგორც ჩემმა ძველმა მეგობარმა მითხრა, კაი საქმე თუ გეიჩითა, დილარიე უკან არ დეიხევსო. რომ ვკითხე, კაი საქმეში რას გულისხმობ-მეთქი, ქურდობას, ჰოპ-სტოპსა და მისთანებსო. ერთი სიტყვით, ყველაფერზე ხელის მომწერი ტიპია. ამ ორიოდე წლის წინ „დაჟე“ ტრეფიკინგის მუხლითაც აღუძრავთ მის წინააღმდეგ საქმე. ერთ-ერთ სასტუმრო-ბორდელში უკრაინიდან ჩამოსული გოგოები და ორი ბიჭი აღმოუჩინეს თურმე, მაგრამ ფული გადაიხადა და ეს საქმე ჩაიფარცხა. გოგოები და ორი ბიჭი კი უკრაინაში გაუშვეს.
– გოგოები გასაგებია, საპუტანკოდ სჭირდებოდა, მაგრამ ბიჭები? – იკითხა კოტემ.
– კი, გოგოები – საპუტანკოდ. ბიჭებს კი მონებივით ამუშავებდა, – თქვა სიგუამ და დაამატა, – ერთი სიტყვით, ბინძური ტიპია და ყველაფერს კადრულობს.
– შენი ძველი მეგობარი როგორი ტიპია, – ჰკითხა კოტემ.
– საკმაოდ მოლაყბეა, მაგრამ ისიც ბევრ რამეზე მოაწერს ხელს, – თქვა ვახო სიგუამ და სიცილით დაამატა, – პოლიციელებს და ექიმებს აგინებდა.
– რატომ? – ჰკითხა კოტემ.
– ავარია რომ მოუვიდა, პოლიციელებმა ან ექიმებმა ოქროს ჯაჭვზე ჩამოკიდებული ხატი მოპარესო. თურმე, ბაბუამისის ნაჩუქარი ყოფილა და ბავშვობიდან ატარებდაო.
სიგუას სიტყვებზე ლიკას სახე წამოეჭარხლა. ადამსს ხმა არ ამოუღია. კოტემ კი სიგუას უთხრა:
– შენს ძველ მეგობარს რა ჰქვია?
– ბიჭიკო ხახალია.
– ქუთაისელია?
– კი.
– რა უთხარი, რა პონტში იმყოფებოდი ღუდუშაურის კლინიკაში?
– ვითომ ცნობა მჭირდებოდა, რომ გრიპის გართულებული ფორმით ვიწექი კლინიკაში. – თქვა სიგუამ და დაამატა, – ჰო, მართლა, შენ რომ მითხარი, გაარკვიე, ეგ ქანჩიანი ავარიამდე ბოლო ერთი კვირა სად იმყოფებოდაო,  ხახალიამ მითხრა, – ბოლო ხუთი დღე ერთად ვმოძრაობდით. ქუთაისიდან თბილისში კი ჩემგან წამოვიდაო.
– სად მოძრაობდნენ ერთად, არ უთქვამს? – ჰკითხა კოტემ.
– სვანეთსა და ქუთაისშიო, – ასე მითხრა.
– ვახო, მაგ ხახალიას მობილურის ნომერი ხომ არ მოუცია შენთვის?
– კი.
– აბა, მითხარი.
სიგუამ კოტეს ბიჭიკო ხახალიას მობილურის ნომერი უკარნახა და უთხრა:
– რა ხდება მაინც, თუ საიდუმლო არაა?
– არანაირი საიდუმლო შენგან, – გაუღიმა სიგუას კოტემ და დაამატა, – ეგ შენი ძველი მეგობარი, შეიძლება, ძალიან სერიოზულ დანაშაულში იყოს გახვეული და უნდა გადავამოწმოთ. საქმე მსხვილ ძარცვას ეხება. შენ, რა თქმა უნდა, არ გამოჩნდები და დანარჩენს ჩვენ გავაკეთებთ. ახლა კი შეგიძლია, წახვიდე და დაისვენო. ძალიან დიდი სამსახური გაგვიწიე.
ვახო სიგუამ კოტეს ფულის კუპიურები გაუწოდა და უთხრა:
– აი, აქ ოთხასოთხმოცდაათი ლარია, – ათი ლარი დავხარჯე.
კოტემ ფული გააწევინა სიგუას. საფულიდან ხუთი ასლარიანი ამოიღო და გაუწოდა და უთხრა:
– აი, კიდევ ხუთასი ლარი. ეს პრემიალურის ნახევარია და ხელფასთან ერთად კიდევ ათას ლარს მიიღებ. ვახო სიგუამ ფული ჯიბეში ჩაიდო, ბინაში მყოფებს გამოემშვიდობა და  წავიდა.
ვახო სიგუა რომ გაისტუმრა, კოტემ ლიკასა და ადამსს უთხრა:
– ჩემი აზრით, ეგ ბიჭიკო ხახალია უნდა დავითრიოთ და სიმართლე ვათქმევინოთ. თუ ბოლო დღეები ეგ და ქანჩიანი ერთად მოძრაობდნენ, გამოდის, რომ კობასაც ერთად აართვეს ყელსაბამი და აუცილებლად ეცოდინება მისი ადგილმდებარეობა. ხომ გახსოვთ, ვახომ რა თქვა, – ხახალიამ მითხრა, ქანჩიანს ეს ოქროს ყელსაბამი ბაბუამისმა აჩუქაო. ტყუილი თქვა და დამალა, რომ ვიღაცას წაართვეს. ერთი სიტყვით...
ძმობილს სიტყვა ლიკამ გააწყვეტინა:
– ერთი სიტყვით, ეს ნაბიჭვარი უნდა მოვიხელთოთ და „დავაკაჩაოთ“. ღმერთმა არ ქნას, რომ კობა მკვდარი იყოს. ამ ხახალიასა და ქანჩიანს, ორივეს, ცოცხლად დავწვავ.
– დამშვიდდი, ლიკა. ყველაფერი კარგად იქნება, – უთხრა გოგონას კოტემ და დააყოლა, – დღესვე უნდა „ავწიოთ“ ბიჭიკო ხახალია...
***
  ღამის პირველი საათი იყო, როდესაც თომას ადამსმა სპეციალური მობილური ტელეფონით ბიჭიკო ხახალიას დაურეკა, ვითომ ნომერი შეეშალა. სინამდვილეში კი ხახალიას ადგილსამყოფელი დაადგინა – ის საბურთალოზე, ერთ-ერთ ახალაშანებულ კორპუსში იმყოფებოდა. კოტემ და ამერიკელმა ლიკა სახლში დატოვეს. თავად კი ხახალიას მოსატაცებლად გაემართნენ, რომელიც საწოლიდან ააყენეს, ხელები და ფეხები დაუბორკეს, ტომარა ჩამოაცვეს და პირდაპირ ლიკას კორპუსთან მიიყვანეს. მანქანა სადარბაზოსთან ახლოს მიაყენეს, რათა რომ გადმოიყვანდნენ, არავის დაენახა. თავიდან ტომარაც არ მოუცილებიათ.
ბინაში შეაბიჯეს თუ არა, კოტემ უთხრა:
– თუ გინდა, რომ იცოცხლო, კითხვებზე სწორი პასუხი გაგვეცი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნელ-ნელა დიდ ტანჯვა-წამებაში ამოგხდება სული. თანაც, იცოდე, რომ კითხვები არ დაგვისვა. დრო არ ითმენს. თანახმა ხარ?
– კი, მკითხეთ, – მიუგო ხახალიამ, რომელიც მიხვდა, რომ უსერიოზულეს ხალხთან ჰქონდა საქმე.
– რა ბედი ეწია იმ კაცს, ვისაც შენ და დილარ ქანჩიანმა ოქროს ყელსაბამი წაართვით... დეტალურად მოყევი ეს ამბავი, – უთხრა კოტემ.
– ეს კაცი ოთხი დღის წინ შეგვხვდა ზუგდიდში. ტრასაზე ფეხით მიდიოდა და მანქანა გავუჩერეთ. რუსი იყო და აფხაზეთიდან არალეგალურად გადმოსული. თბილისში მივდივარო. გაჩერებამდე მიგიყვანთო, ვუთხარით. შემდეგ მივთიშეთ და ოქროს ჯაჭვი და ფული წავართვით. ყელსაბამი დილარმა აიღო. ორი ათასი დოლარი მე შემხვდა. ის რუსი კი ზემო სვანეთში ავიყვანეთ და „ნარკოზავოდში“ დავტოვეთ სამუშაოდ.
– ცოცხალია? – წამოიყვირა ლიკამ.
– რა მოკლავს, ქალბატონო. უბრალოდ, „ცეპი“ აქვს ფეხებზე გამობმული, რომ არ გაიქცეს, თორემ აჭმევენ და ასმევენ, –  უთხრა ხახალიამ.
კოტემ დობილს ანიშნა, – გაჩუმდიო და ხახალიას ჰკითხა:
– მაინცდამაინც ეს კაცი რატომ მოიტაცეთ?
– იმიტომ, რომ რუსია, აფხაზეთიდან არალეგალურადაა გადმოსული და საქართველოს მთავრობა ძებნას არ დაუწყებს. თუ მაინცდამაინც შეწუხდებიან, „ვიკუპით“ გაუშვებენ.
– ეგ „ნარკოზავოდი“, ალბათ, ნარკოტიკების დამამზადებელი ფაბრიკაა.
– კი. მარიხუანას ამზადებენ. ბარში ჩამოგვაქვს და ბარიგები ყიდიან.
– ბევრი მონაა იქ?
– სულ ოთხნი არიან.
– ვისია ეგ ფაბრიკა?
– ბოჩია ხახვანის.
– პარლამენტის წევრის?
– დიახ, – თქვა ხახალიამ.
   როდესაც „ნარკოზავოდის“ ზუსტი კოორდინატები გაარკვიეს, ხახალია ამერიკელების მიერ მოწყობილ სპეციალურ სარდაფში გამოამწყვდიეს, რომ მათთვის ხელი არ შეეშალა. თომას ადამსმა კი კოტესა და ლიკას უთხრა:
– შემდგომი მოქმედებები კი, ჩემო მეგობრებო, უკვე მე მომანდეთ და გარწმუნებთ, რომ კობას საღ-სალამათს დაგიბრუნებთ. მხოლოდ, რაც ჩემგან შეიტყვეთ, ყველაფერი სამუდამოდ დაივიწყეთ. შევთანხმდით?
– კი. შევთანხმდით, თომას ადამს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანი სამხილები გვაქვს. ნუ ეცდებით ჩვენს მოშორებას და სამხილების მოძებნას. შევთანხმდით? – მიუგო კოტემ.
– შევთანხმდით, – თქვა ადამსმა და წავიდა.
***
  კობა ძნელაძის გატაცებიდან ერთი კვირის თავზე, ზემო სვანეთის იმ სოფელში, სადაც „ნარკოზავოდი“ მდებარეობდა, ულტრათანამედროვე, უხმო, ამერიკული ვერტმფრენი დაჯდა. ვერტმფრენიდან ჯგუფ „ალფას“ რვა მებრძოლი გადმოვიდა და ტყვეების გათავისუფლების ოპერაცია დაიწყეს. „ალფელები“ ამერიკელები იყვნენ და მათი რაზმი საიდუმლოდ იყო ბაზირებული თბილისში ზესაიდუმლო მისიების შესასრულებლად. მათ უხმაუროდ გაათავისუფლეს ოთხივე ტყვე. ვერტმფრენში ჩასხეს და თბილისში გამოფრინდნენ. ხუთიოდე წუთის შემდეგ კი ნარკოტიკების მწარმოებელი არალეგალური ფაბრიკა ჰაერში აიწია და თავისი ნედლეულითა და დაზგა-დანადგარებით სრულად განადგურდა...
***
  მონობიდან გათავისუფლების მეოთხე დღეს კობა ძნელაძესთან სტუმრად მყოფ, მოქეიფე ნუგზარ სონღულაშვილს მასპინძელმა წითელი ღვინით შეუვსო ჭიქა. ადღეგრძელა და უთხრა:
– რომ არა შენი ლექსი, შეიძლება, ახლა მე ცოცხალი არ ვყოფილიყავი. შენ და შენს ცხელ გულს გაუმარჯოს, – კობამ პაუზა გააკეთა და დაამატა, – შენი ლექსის არ იყოს, იმას გაუმარჯოს, რომ მავთულხლართის გაღმიდან ქართველი არ ბღაოდეს.
ნუგზარმა ჭიქა ასწია და დაამატა:
– იმას გაუმარჯოს, რომ ჩვენს მიწა-წყალზე მავთულხლართები არ იყოს და არც ჩრდილოეთის მონა ვიყოთ და არც დასავლეთის!
(დასასრული)
скачать dle 11.3