კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რა იწვევს ქერტლს და როგორ უნდა გათავისუფლდეთ მისგან სამუდამოდ

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ქერტლს, ძირითდად, სტრესი, არასწორი კვება, თავის კანის არასწორი მოვლა და არასწორად შერჩეული თმის დასაბანი საშუალებები იწვევს. იმისთვის რომ ამ პრობლემას დააღწიოთ თავი, მისი გამომწვევი მიზეზი უნდა დაადგინოთ, რაც შეიძლება იყოს, მაგალითად: დაქვეითებული იმუნიტეტი, კუჭ-ნაწლავისა და ნერვული სისტემის დაავადებები, ჰორმონალური დისბალანსი, არასწორი კვება, ვიტამინების ნაკლებობა ორგანიზმში, თავის კანის ზედმეტად გამოშრობა ან პირიქით, ცხიმიანობის გაძლიერება, თმის არასწორი მოვლა და გაშრობა დაბანის შემდეგ. განსაკუთრებით მავნეა ამ მხრივ, თმის გელების, ლაქებისა და საღებავის ხშირი გამოყენება.
  ქერტლს რომ ებრძოლოთ, ამისთვის კომპლექსური მიდგომა დაგჭირდებათ, რაც ითვალისწინებს – იმუნიტეტის გაძლიერებას, გამომწვევი დაავადებების მკურნალობას, საკვები პროდუქტებიდან ცხიმიანი, მწარე და მლაშე პროუქტის გამორიცხვას, ყავისა და ალკოჰოლის შეზღუდვას. კვების რაციონში შეიტანეთ მეტი სეზონური ხილი და ბოსტნეული. ასევე, თმის დაბანის დროს გამოიყენეთ ქერტლის საწინააღმდეგო ხარისხიანი შამპუნები, მოერიდეთ თმის საშრობით გაშრობას. სასარგებლოა თავის კანის გამაჯანსაღებელი ბუნებრივი საშუალებების – მცენარეული ნახარშების, ნიღბებისა და ზეთების გამოყენება.
  ქერტლის საწინააღმდეგო კვერცხის ნიღაბი – ერთი ცალი ლიმონის წვენი და 2 კვერცხის გული ერთმანეთში აურიეთ, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი და მიღებული მასა კარგად შეიზილეთ თავის კანსა და თმის ძირებზე. გაიჩერეთ ნიღაბი 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ, შამპუნის გარეშე, თბილი წყლით, ჩამოიბანეთ. აღნიშნული პროცედურის ჩატარება კვირაში ერთხელ შეგიძლიათ.
  ხახვის ნიღაბი – გახეხეთ ხახვი და გაწურეთ დოლბანდში. 1 სუფრის კოვზ წვენს დაამატეთ 2 სუფრის კოვზი არაყი, 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი და მიღებული მასა თმის ძირებში კარგად შეიზილეთ. შემდეგ, შეიფუთეთ თავი პოლიეთილენის თხელი ფენითა და პირსახოცით. 1 საათის შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნით. ხახვის სუნის გასაქრობად თმაზე ლიმონის წვენი გადაივლეთ. ეს ნიღაბი განსაკუთრებით სწრაფად იმოქმედებს, თუ პროცედურას კვირაში ორჯერ გაიმეორებთ.
  თაფლის ნიღაბი – 1 კვერცხის გული, 2 სუფრის კოვზი დაბლენდერებული მწვანე ხახვი და 2 სუფრის კოვზი თაფლი ერთმანეთში აურიეთ. მიღებული მასა კარგად შეიზილეთ თავის კანზე და 10 წუთის განმავლობაში თითებით თავის კანის მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ. შემდეგ, თავი პოლიეთილენის თხელი ფენითა და პირსახოცით შეიფუთეთ, 40 წუთის შემდეგ კი კარგად ჩამოიბანეთ შამპუნითა და თბილი წყლით.
ასევე, კარგია ზეთების გამოყენება:
  აბუსალათინის ზეთი – დაბანამდე ნახევარი საათით ადრე თავის კანზე აბუსალათინის ზეთი შეიზილეთ. 10 წუთის განმავლობაში თითებით გაიკეთეთ თავის კანის მსუბუქი მასაჟი, ხოლო შემდეგ, თავი თბილი წყლითა და შამპუნით დაიბანეთ.
  ზეითუნის ზეთი – ზეითუნის ზეთით ჯერ თავის მასაჟი გაიკეთეთ, შემდეგ კი 30 წუთით პირსახოცით შეიფუთეთ. აღნიშნული პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია დღეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში. კარგი იქნება, თუ კურსს ყოველთვე გაიმეორებთ.
  ქოქოსის ზეთი – თანაბარი რაოდენობის ქოქოსის ზეთი და ლიმონის წვენი ერთმანეთში აურიეთ და თავის კანზე კარგად შეიზილეთ. თავი პოლიეთილენის ფენითა და პირსახოცით შეიფუთეთ, ნახევარი საათის შემდეგ კი, თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ.
ქერტლის საწინააღმდეგო ნახარშები:
  ხახვის ფურცლის ნახარში – 2 სუფრის კოვზ ხახვის ფურცელს დაასხით ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი და 15 წუთით გააჩერეთ. ნახარში თმაზე ყოველი დაბანის შემდეგ გადაივლეთ, 1 თვის განმავლობაში.
  ლიმონის ნახარში – 4 ცალი ლიმონის კანი 15 წუთის განმავლობაში ხარშეთ 1 ლიტრ წყალში და დაბანის შემდეგ თავზე გადაივლეთ.
  ჭინჭრის ნახარში – 1 სუფრის კოვზ გამხმარ ჭინჭარს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააგრილეთ და ბანაობის დასრულების შემდეგ თავზე გადაივლეთ.
  მუხის ქერქის ნახარში – 1 სუფრის კოვზ მუხის გამხმარ ქერქს დაასხით 1 ლიტრი წყალი და 15 წუთის განმავლობაში ხარშეთ. ნახარში თავზე დაბანის შემდეგ გადაივლეთ.
скачать dle 11.3