კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 2007 წლის 11 ოქტომბერს, საღამოს, დაახლოებით 8 საათსა და 40 წუთზე. მაინტერესებს, რომელ პროფესიაში მიაღწევს წარმატებას, რა არის მისი კარმული მისია და რომელი ქვეყნებია მისთვის მისაღები?  
პასუხი: მისი კარმული მისიაა, იყოს ინიციატივიანი, ენერგიული, შეეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა, იყოს უშიშარი, კეთილი. სადაც შევა, შეიტანოს სიმშვიდე და დადებითი ემოცია. დაეყრდნოს დიპლომატიას, დაიცვას თანასწორუფლებიანობის პრინციპი. დაეყრდნოს ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, ცოდნის ბაზას. ეს მისი წარმატების მომტანი ფაქტორები და კოსმიურ-კარმული მისიაა. პროფესიებიდან კარგია და წარმატების მომტანი: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, ფოტოხელოვნება, საკონდიტრო ინდუსტრია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, მანქანების დიზაინი, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო საქმე, სამხედრო სტრუქტურები, სპორტის ფართო სპექტრი, სამეცნიერო კვლევა, საკონსტრუქტორო, საგანმანათლებლო საქმიანობა, ფსიქოთერაპია. ქვეყნებიდან კი მისთვის წარმატების მომტანია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, ყაზახეთი, შვეცია, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, იტალია, არგენტინა, ეგვიპტე, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, ლატვია.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1993 წლის 19 ივლისს. მაინტერესებს, რომელი პროფესიაა მისთვის მისაღები?
პასუხი: მისთვის, პროფესიებიდან კარგია პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია, საელჩოების, საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, მედიცინის ფართო სპექტრი ფარმაცევტიკის გამოკლებით, განსაკუთრებით კარგია სტომატოლოგია, გინეკოლოგია, რევმატოლოგია, ქირურგია, ფსიქიატრია; ასევე, კარგია ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო დარგები, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, მაკონტროლებელი ორგანოები, საბაჟო, სადაზღვევო საქმიანობა, პედაგოგიკის სფერო.
скачать dle 11.3