კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 ჭეშმარიტების გზაზე

უბოროტობა
  ერთი მაღალჩინოსანი კლირიკოსი, რომელიც უკმაყოფილო იყო მამა ეპიფანეს გამოსვლებით ეპისკოპოსების ერთი კათედრიდან მეორეზე გადაყვანის გამო, ამხელდა მას და მისთვის ხარისხის აყრას ითხოვდა. მალე თავად ეს ადამიანი აღმოჩნდა რთულ მდგომარეობაში, მასზე ბევრი საჩივარი შევიდა, საქმის გარჩევა დაევალა ეპისკოპოსს, რომელსაც უყვარდა მამა ეპიფანე და პატივს სცემდა. აქ საცოდავმა ბრალდებულმა გადაწყვიტა, რომ მამა ეპიფანე შემთხვევით ისარგებლებდა და შურს იძიებდა. რა უნდა ექნა? იძულებული გახდა, დაკავშირებოდა და მისთვის შუამდგომლობა ეთხოვა. მამა ეპიფანეს ყველა ურჩევდა, განაჩენის გამოტანამდე არ ეშუამდგომლა, მაგრამ ბერმა, რომელიც დიდად აფასებდა მტრებისადმი სიყვარულის ნიჭს, განაცხადა, რომ იმოქმედებდა სიყვარულის მცნების თანახმად. მართლაც, იგი ამ საქმეში შუამავლად გამოვიდა და გადაარჩინა ის, ვისაც მისთვის პატივის აყრა სურდა. დიდი იყო სიხარული და განცხრომა მამა ეპიფანესი, როცა განუცხადა თავის სულიერ შვილებს ამ შუამდგომლობის შედეგების შესახებ და თან დაამატა:
– დღეს მე „შური ვიძიე“!
***
  ერთი ტაძრის წინამძღვარმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აუკრძალა თავის კლირიკოსებსა და მგალობლებს მამა ეპიფანეს ძმის ჯვრისწერაში მონაწილეობა.
– ჯვრისწერის შემდეგ, – იგონებს მამა ეპიფანეს სულიერი შვილი, – როცა ეკლესიიდან უკვე წამოვედით, მოძღვარმა ყოველგვარი ახსნის გარეშე უკან დაბრუნება სთხოვა მძღოლს. ეკლესიიდან ის სიხარულით გაბრწყინებული გამოვიდა, თან გვამცნო: მე წინამძღვარს შენდობა ვთხოვე, რადგან ჩვენი იქ ყოფნით შევაწუხეო.
  შემდეგ დასძინა, რომ მღვდელმა თავისი შეცდომა შეიგნო და პატიება მთხოვა, თან განმიმარტა, რომ ჩემი უგუნური საქციელის მიზეზი რაღაც ყოვლად აუხსნელი გამძვინვარება გახდაო.
***
  ერთმა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ადრე ბერის სულიერი შვილი იყო, დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა – ხელდასხმულ იქნა მამა ეპიფანეს ნებართვის გარეშე. ბერი ძალიან ნაღვლობდა ამას, ახალგაზრდა კაცმა ეს გაიგო და სრულიად არასწორად აღიქვა მისი წუხილი. იგი განრისხებული მივიდა მამა ეპიფანესთან სახლში და დაიწყო მისი შეურაცხყოფა – პირქუშ ბოროტმოქმედს, შურიანს, ეგოისტს უწოდებდა. მამა ეპიფანეს თავი ჩაექინდრა და მდუმარედ უსმენდა. ჩვენ ველოდით, რომ იგი წუთიწუთზე შეაჩერებდა ამ უმსგავსობას და თავის მაჭირვებელს ჭკუას ასწავლიდა, მაგრამ მოძღვარმა ცრემლებით სავსე თვალებით ამოხედა და თქვა:
– მე მადლობელი ვარ შენი სიტყვებისთვის, შვილო ჩემო, ნეტავ ჩემს გულში ჩაგახედა, დაინახავდი, რომ უარესი სიტყვების ღირსიც ვარ, ვიდრე შენ მიწოდებ.
უშფოთველობა
  მამა ეპიფანე ყოველთვის განსაცვიფრებლად მშვიდი იყო.
ერთხელ მისმა ერთმა სულიერმა შვილმა, რომელიც საყინულის გარემონტებას ცდილობდა, დანით რაღაც მილი გადაჭრა და საყინულე მთლიანად გააფუჭა. დამნაშავეს, განცდების საპასუხოდ, მოძღვარმა წყნარად უთხრა:
– ხვალ გავაკეთებთ.
***
  ერთხელ სამი მღვდელმთავრის სახელობის ტაძარში საღვთო ლიტურგიის დროს მამა ეპიფანე დაუდევრად მივიდა ღუმელთან და ახალი ზამთრის სამღვდელო კაბის კალთის ბოლო დაეწვა. ამას იგი საერთოდ არ აუღელვებია, საკურთხეველში მომსახურე ბიჭმა გაოცებით ჰკითხა:
– ნუთუ საერთოდ არ გეწყინათ ეს ამბავი?
– სულაც არა! – განმაიარაღებელი გულწრფელობით მიუგო მამა ეპიფანემ, – რა მაქვს სადარდებელი? უბრალოდ, ამ კაბას მივცემ მონასტრის ერთ-ერთ, ჩემზე ტანდაბალ მამას – ცოტას შეუკეცავს და ატარებს, როგორც ახალს.
***
  ერთხელ ვახშმობისას მამა ეპიფანემ ერთ ყმაწვილს სთხოვა, გადაეხედა მისი სტატიისთვის, რომელიც მეორე დღეს დასაბეჭდად უნდა ჩაებარებინათ. ყმაწვილმა ვერ დაფარა უკმაყოფილება, რადგან ამის გაკეთება არ სურდა. მოძღვარმა წყენა საერთოდ არ შეიმჩნია და შემრიგებლური ტონით უთხრა:
– კარგი, შვილო ჩემო, ნუ ღელავ, მე თავად გავაკეთებ ყველაფერს.
მამა ეპიფანეს ეს პასუხი კარგი გაკვეთილი იყო იმ ყმაწვილისა და მათთვის, ვინც იმ საღამოს იქ იმყოფებოდა.
მამა ეპიფანეს ცხოვრებიდან

скачать dle 11.3