კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რატომ არის დღევანდელი ადამიანის ბუნება დაზიანებული და რატომ არ შეიძლება შვილების პატარა ღმერთებად გადაქცევა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  6 ივნისს მართლმადიდებლურმა სამყარომ მაცხოვრის ამაღლების დღესასწაული იზეიმა. აღდგომიდან ამაღლებამდე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კვირები იყო, რომელთა გააზრებაც  ქრისტიანისთვის განსაკუთრებულად საჭიროა. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– 40 დღე გავიდა ჯერ მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომიდან და ჩვენში უკვე მიინავლა ამ ბრწყინვალე დღესასწაულის სიხარული. როგორი სუსტები ვართ და შემდეგ გვიკვირს: რატომ გვედავებიან დავით გარეჯს აზერბაიჯანელები. ჩვენ იქ მხოლოდ ფოტოების გადასაღებად ჩავდივართ და გვგონია, რომ ასე დავიცავთ ჩვენს ღირსებას, ჩვენს კულტურას და ისტორიას. ჩვენ რომ დაგვავიწყდა საინგილო, იმიტომ დავკარგეთ აფხაზეთი, სამაჩაბლო. რაც მთავარია, დავკარგეთ აზროვნება, წმიდა წერილის კითხვის სურვილი და მისი შინაარსიც არ გვახსოვს. როცა ებრაელი  ერი ივიწყებდა თავის ჭეშმარიტ რჯულს, შემოესეოდნენ ხოლმე ფილისტინელები, სხვა დამპყრობლები და კარგავადნენ ტერიტორიებს. როდესაც უბრუნდებოდნენ თავის ღმერთს, ღმერთი დაკარგულ ტერიტორიებს უბრუნდებდა მათ. ეს არის საღმრთო ისტორია და ყველა გონიერი ერი უნდა დაფიქრდეს: რა ხდება მის ცხოვრებაში. მაგრამ ჩვენ თავქარიანი ხალხი ვართ, ყველაფერი მოსაჩვენებლად გვჭირდება: რა მაგარი ჩოხოსნები გვყავს, რა მაგარი მრევლი გვყავს, სასულიერო პირები... ეს ყველაფერი ბუტაფორიაა. ჩვენი წარსული, აწმყო და შინაგანი მდგომარეობა კარგად იციან ჩვენმა მოსისხლე მტრებმა, მეგობრებივით რომ გვყავს. კარგად იციან, რა შეგვიძლია და აღარც გვერიდებიან. ამაღლებისა და სულთმოფენობის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დატოვებს ეკლესიას. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. ბავშვის ეკლესიაში მოყვანა კი არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესიურები ვართ არც ეკლესიაში რომ მოდიხართ, სეირნობთ, ტელეფონში იყურებით. ეკლესიაში სიარული შენს ცვლილებას, გამოსწორებას, დამდაბლებას ნიშნავს, განკურნებას, განღმრთობას, ამაღლებას, სულთმოფენობას. ეს არის ქრისტიანული ცხოვრება, რისგანაც შორს ვართ. ჩოხოსანი ხარ, კაბოსანი ხარ თუ ვინც ხარ, მიხვდი, რომ დაიწყო საქართველოს დაშლა და აღარ არის დრო, რომ რამე გავატაროთ, როგორც გავატარეთ სამაჩაბლო, აფხაზეთი. დედა ღვთისმშობელი უნდა შევაწუხოთ, თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი. როგორ უნდა შევაწუხოთ? როგორ და ლოცვით, მარხვით.
– ამდენი განსაცდელი ჩვენი არასწორი ცხოვრების ბრალია?
– თანამედროვე შვილები სახლში პატარა კერპებად, ღმერთებად გვყავს. გოგონები, ბიჭები, რომლებიც პატარაობიდან დადიოდნენ ეკლესიაში, ეზიარებოდნენ, ახლა ოჯახები შექმნეს, შვილები ჰყავთ, აღარც ეკლესია უნდათ და აღარც ღმერთი. სახლში ჰყავთ პატარა და ის პატარა არ უშვებს ეკლესიაში. ხანდახან ამოჰყავთ ბავშვებიც და აზიარებენ ხოლმე. ეს არ არის სწორი და მერე გვიკვირს, ამდენი განსაცდელი რომ გვაქვს. იმიტომ რომ ჩვენ კერპთაყვანისმცემლები ვართ და ეკლესია ვიღაცის და რაღაცის გამო გვჭირდება. ვიცით, რომ გარდავიცვლებით, უკვდავებამისჯილები ვხდებით, მაგრამ ეს სად გაგრძელდება, არავინ იცის. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბოლოს მოვკვდებით, მაშინ რატომ იტყუებთ თავს, რატომ ემალებით სიკვდილს. თქვენ გგონიათ, რომ სამოთხეში მოხვდებით, რადგან ქართველი მართლმადიდებელი ხართ, ან თანამდებობის პირი, ან სასულიერო პირი. არ არის ასე. ამიტომაც ქადაგებს ეკლესია: რა მდგომარეობაშიც მოგისწრებ, იმ მდგომარეობაში განგსჯიო. ჩვენ ყველანი საპყრობილეში ვართ, ჩვენი ვნებების საპყრობილეში. ჩვენს ცოდვებზე უნდა ვიტიროთ, რადგან საშინელებაა, როცა ადამიანს საკუთარი თავი კარგი ჰგონია და ამ დროს ცუდია ან, პირიქით, კარგი ადამიანია და ჰგონია, რომ ცუდია. ჩვენ ხშირად ებრაელებს ვემსგავსებით ხოლმე. ადამიანი ბრმა იბადება და მასთან მიდიან ფარისევლები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ სულის რეინკარნაცია ხდებოდა. მათ ქრისტეს გამოცდა უნდოდათ და ჰკითხეს: მან შესცოდა და იმიტომ დაიბადა ბრმა თუ მისმა მშობლებმა შესცოდესო? ქრისტემ უთხრა: არც მან და არც მშობლებმა, რათა ქრისტეს დიდება გამომჟღავნდესო. რა ქნა ქრისტემ, დაანერწყვებს, ტალახს სცხებს თვალებზე და ეტყვის: წადი, სილოამის აუზში დაიბანე, განიკურნებიო. რატომ გააკეთა ასე ქრისტემ, მას პირდაპირ განკურნება გაუჭირდებოდა? რა თქმა უნდა, არა. მას უნდოდა, სანამ აუზთან მივიდოდა, დაენახა ხალხს, რომ ის ბრმადშობილი იყო და ბევრი გაჰყვებოდა უკან, ბევრი იწამებდა და მოექცეოდა. ეს პროცესი ჩვენთვის მოიგონა ქრისტემ, რომ ბევრ ადამიანს ეხილა ეს საოცარი სასწაული.
– აღდგომის შემდგომი კვირები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
– დიახ. მაგალითად, კვირაცხოვლობის კვირა, რომელიც განამტკიცებს და გაჯერებს, რომ ქრისტე მართლა აღდგა მკვდრეთით. შემდეგი კვირა არის ერთგული ადამიანების კვირა, როდესაც მენელსაცხებლე დედებს იხსენიებს ეკლესია. შემდეგი კვირა კი განრღვეულის კვირაა. ყველაზე მეტად ვის სჭირდება ქრისტეს აღდგომა, განრღვეულ ადამიანს და ჩვენ ვართ ზუსტად ასეთები. ყველანი ხიბლში ვართ და ყველა ადამიანის ბუნება დაზიანებულია. ღმერთი განრღვეულ ადამიანს ეუბნება: აღიღე ცხედარი და ხვიდოდეო. შენც გეუბნება ამას, მაგრამ შენ არ ხარ ეკლესიაში. როგორ უნდა გითხრას ან რომც გითხრას, ვერ გაიგებ. მეოთხე კვირა კი, ეს არის, სამარიტელი ქალის კვირა, როდესაც მას იესო ქრისტე უქადაგებს: ღმერთი არის სული და მას ჭეშმარიტებით, სულით სჭირდება თაყვანისცემაო. მეოთხე კვირას ვინ არის ეკლესიაში, აღარავინ. ცეცხლი წაიღეს, პასკები ჭამეს და აღარაფერი უნდათ. რა წირვა-ლოცვა, რა ზიარება... თუ კი მაცხოვარმა ებრაელები გასწია გვერდით და სამარიტელს ესაუბრება, შესაძლოა, ჩვენც გაგვწიოს გვერდით და თუ კარგად გაიგებენ, რა არის მართლმადიდებლობა, წირვაზე ჩვენს ადგილას ჩინელები, ინდოელები დადგნენ, რომ გაქართველდნენ და ჩვენს მიწებს უკეთესად დაეპატრონონ. შემდეგი კვირა კი უკვე არის ბრმის კვირა და აღარ უნდა ვიყოთ ბრმები, დავრდომილები. ღმერთმა დავით გარეჯში გააჩინა ახალი პრობლემა, რომელიც ძვირი დაუჯდება ჩვენს ქვეყანას და ასევე იმათ, ვინც ამას უკეთებს ინსცენირებას. თუ ამ ყველაფერს არ ვიტყვით, არ გავიგებთ, შემდეგ ყველაფერს სისხლით გავიგებთ. ჩვენ ძალიან მცირედნიღა დავრჩით და აღარც სისხლი გვაქვს. ჩვენი მოვალეობაა, მივხვდეთ, ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშეა და ამ დროს ხელისუფლება ყურებს არ იბერტყავს. როგორც რომის პაპმა, იაონე-პავლე მეორემ თქვა: კავკასიაში ერთი ქრისტიანული კუნძულიღა დარჩა და ეს არის საქართველოო. თუ ეს კუნძული ჩაძირეს, ქრისტიანები და მუსლიმანები ერთმანეთს წაგვკიდეს, კავკასიაში დიდი პრობლემები შეიქმნება. თუ ღმერთი  გაგვწირავს, მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდებით. მაგრამ მწამს, რომ ყველა, ვისაც გონიერება შერჩენია, ერთად ვილოცებთ, ერთად დავდგებით და მოგვარდება პრობლემები, დაგვიბრუნდება ტერიტორიები, მაგრამ ეს უნდა მოხდეს დედაეკლესიის წიაღიდან, გონიერი ეპისკოპოსების, მღვდლების ქადაგებით და მრევლის ერთობით.

скачать dle 11.3