კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რატომ სძულდა ნიკო ფიროსმანს პოლიციელები და როგორ დადიოდა ის მიტინგებზე

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  კრებული „მოგონებანი ფიროსმანზე“ ჩვენს მკითხველს აცნობს მოგონებებს, რომლებიც ფიროსმანის თაყვანისმცემლებმა სხვადსხვა დროს ჩაიწერეს და გამოაქვეყნეს. პირველად და ამ რუბრიკაში გთავაზობთ ნიკო ფიროსმანის ნამდვილი ამბებითა და არა ლეგენდებით შედგენილ დღიურს, რომელსაც სხვაგან ვერსად წაიკითხავთ. მას ნაწილ-ნაწილ შემოგთავაზებთ.           
  „გამიგონია, ფიროსმანს ჰყავდა ძმობილი და მეცენატი – „ბეგო“. გახსოვთ ფიროსმანის სურათზე წარწერა: „კამპანიას გაუმარჯოს, ბეგო ამრავლოს!“ ბეგო, თურმე, მუხრანის ხიდის სიახლოვეს სცხოვრობს. როცა ბეგომ გაიგო, რომ მხოლოდ ნიკალას ამბების შეტყობა მინდოდა, თავისუფლად ამოისუნთქა. ბეგო გახარებულია, სულსაც არ დაიშურებს ამ საქმისათვის. „ხუთი წელიწადი ერთი პურმარილი გვქონდა, როგორ დავივიწყებ. ერთ იჯრაზე ძნელია ყველაფრის მოგონება. დრო უნდა. ნიკალას სიცოცხლემ.“ როგორ არ ახსოვს? მაშინ ბეგოს ხელში ხაზინა უტრიალებდა, „ფულანდარი კაცი“ იყო და „ქვეყანაში ერთი სახელი მასაცა ჰქონდა,“ „ახლა კაცობიდან ჩამოვარდა“ და ძნელია ლაპარაკი ამ საკვნესებელ გულზე. მაინც ბეგომ გახსნა მახსოვრობის უჯრები და ენად გაიკრიფა. „მთელი სიცოცხლე სმაში და ხატვაში გამოაღამა! ჰხატავდა – სასმელი ვიშოვოო, სვამდა – კარგად დავხატოო! თურმე, ბეგოს ისე არაფერი უკვირდა ფიროსმანისა, როგორც მუშაობის სისწრაფე, პირველ ღირსებად უთვლის. და მოგიყვებით: ერთ გაზაფხულის დილას ნიკოს მუშამბა ჰქონდა გადაჭიმული და ფუნჯით ხელში თავისი მეცენატის ბრძანებას ელოდა, თუ რას დაახატვინებდა. ბეგო ერთ საგონებელში იყო ჩავარდნილი, რა მოეგონებინა. მანამდე ყველა სიუჟეტური შესაძლებლობანი ამოეწურათ. აზრისთვის ბეგო ქუჩაში გამოდის და თვალს მოჰკრავს დაჩარდახულ ურემს – თელეთის მლოცავებით. ურემს ვერძი ჰყავს გამობმული. უბია წითელი ხარები, წითელხალათა ბიჭი შოლტით ერეკება. ბეგოს დუქნიდან გამოჰყავს ფიროსმანი და ამ სცენის დახატვას სთხოვს. „ნიკო ურემს დააცქერდა, დუქანში შებრუნდა და ფუნჯს ხელი დასტაცა. მერე ერთხელ კიდევ გამოვიდა და როცა შემობრუნდა, არაყი მომთხოვა. ფუნჯზე არაყს აშველებდა.მეორე დღეს სურათი ჩამაბარა – ჭკვიდან შემშალა, ისე იყო დამსგავსებული!“ მეორე, რაც ბეგოსთვის დაუვიწყარი იქნება – ნიკალას პატიოსნებაა: მისი ხელიდან სიკეთე გამოვიდა, სავსე – არა! სუფთა იყო, როგორც პირიდან, ისე ხელიდან.
* მის პიჯაკს ჯიბე არ უნდოდა. ერთხელ რიყეზედ ერთ მიკიტანს დუქანი მოუხატა. ფული ხელთ არ მისცეს. დაჰკარგავს ან სხვა გამოართმევსო. ისევ მე მომიტანეს გადასაცემად. ნიკალამ ზედ არ დაჰხედა. ერთხელ კიდევ ფრანცუზები მოვიდნენ. ნიკოს ნახვის მერე მის სურათებს შემევაჭრნენ. ნიკოს დასტურით მივყიდე, მაგრამ არც ეს ფული აიღო ჩემგან ნიკალამ: „ფული რად მინდაო?“ ბეგო აღფრთოვანებით იგონებს იმ ხუთ-ექვს წელიწადს, როცა ფიროსმანი მასთან იყო შეკედელებული. დუქანში ბეგოს პატარა ოთახი ჰქონდა, სამზარეულოზე წადგმული (ცარიელი ბოთლების და რაგინდარას საწყობად.) ეს ოთახი ნიკოს აჩუქა დასადგომად. აქ ცხოვრობდა და მხატვრობდა ფიროსმანი 1905-1910 წლებში. მუდამ ჰხატავდა, ხან თავისთვის, ხან ბეგოსთვის. მართალია, ბეგოსთან იყო, მისი კარის მხატვარი იყო, მაგრამ სხვასთან მუშაობასაც არ უშლიდა. პირიქით, ბეგო ეუბნებოდა ნაცნობებს — დაახატვინეთ, სარგო მიეცითო! მაგრამ ნიკალა შემოსავალს არ ეძებდა. ბეგომ იცოდა მისი ხასიათი და რაც შეეძლო, არაფერს აკლებდა. ხშირად, ნამუშევარში ნახმარ ტანისამოსს უყიდდა ხოლმე. აბანოშიც დაჰყავდა. სადილი და სასმელიც ბეგოსთან ჰქონდა. ნიკოც შინაურობდა. როცა ბეგოს დიდი მუშტარი მოაწყდებოდა, ნიკო ხელს წაახმარებდა. ყოველ ახალ წელს, შობას, ნათლიღებას, აღდგომას და სხვა „ბედნიერ დღეებში“ ნიკო ბეგოსთან იყო დაპატიჟებული. ახალ წელს ნიკო უთუოდ მიულოცავდა „ძალოს“ (ბეგოს მეუღლე). ხუმრობაც ყვარებია: „ძალო, ბეგოს გაუფრთხილდი, ქალებს ეარშიყებაო!“ ჩემს დუქანს პატარა ბაღი ეკრა, საყვავილე ფარდულებით და პატარა გუბეებით შემკობილი, როცა ნიკო ფხიზელი და თავისუფალი იყო, ბაღში გავიდოდა, ყვავილებს უვლიდა, მიწას ჩაჰყურებდა. მერე დიდი კაკლის ქვეშ დაჯდებოდა გაშტერებული, უფრო გაზაფხულზე იცოდა ბაღში განმარტოება. მაშინ ღვინოსაც იქ შევუგზავნიდი. მარტოობა უყვარდა. არავის გაიკარებდა. უცხო ხალხს არ
ეთვისებოდა. პირზე დაღონება კი არ იცოდა. ნიკალაი, – ეუბნებოდა, – მარტოობა ძნელია, ოჯახს მოეკიდე! – მარტო ვარ დაბადებული, მარტო უნდა მოვკვდეო! – არ არის კარგი საქმე, ნიკალაი! – აბა, ერთი მითხარი, რომელ დიდ მწერალს ჰქონიდა ბინა, რომ მე მქონდესო? ძველად სულ გამოკაფულ კლდეებსა და ქარაფებში უცხოვრიათ წმინდანებივით. ნეტავ იცოდე, როგორ ცხოვრობს ჩვენი აკაკი წერეთელიო? – მხიარული კაცი იყო, პირსიცილიანი. „რა მოგვიტანია, რა უნდა წავიღოთო? ერთი მეგობარი დამმარხავს, დარდი არა მაქვს! ვირის კუდივით მოკლეა წუთისოფელიო!“ - თუ ზარხოსად იყო, ჩუმი ღიღინი უყვარდა: ... აიღებდა ჭიქას და იტყოდა: „გაუმარჯოს პავლესა, დაისხამს და დალევსა.“
* სეფილი, 4 აპრილი
... ბეგო იგონებს, როგორ სძულდა ფიროსმანს პოლიციელები. დუქანს დასაზვერად და უპასპორტო ხალხის საძებნელად, ნიკოსაც ეჭვს დაჰკრავდნენ ხოლმე, მძინარეს ააყენებდნენ და ვინაობას ჰკითხავდნენ. გაიგო თუ არა ნიკალამ რევოლუცია, მისი პირველი სიტყვები იყო:  მოვრჩი, ახლა აღარ იკითხავენ, ეს ვინ არი, აქ რათ არი! იმ დღეებში ბავშვივით გახარებული დადიოდა. მიტინგებს ესწრებოდა და პტყლათ იტყოდა:  „მოვრჩი განსაცდელსა! 1905 წელს (არეულობაში) ზაფხულში ნიკომ გამოსჭრა ქაღალდის ასოები, წითელივე ქაღალდი შემოავლო და დიდს „პარუსინის ბრეზენტს“ დააკერა დუქნის ფარდის ქუჩაზე: „გაუმარჯოს ერთობა ამხანაგობას!“ „ძირს ხელმწიფე, მაღლა მუშა!“ „ძირს ნიკალაი!..“
... ეზოში შემოვიდა სქელი კაცი. გრიშა ჯუღელოვია, ყოფილი ყასაბი. ბეგომ ნიკალას შესანდობარი დაალევინა. ჯუღელოვმა დალოცა „საწყალი ნიკალაი“ და ზედ თავისი ამბებიც მოაბა ფიროსმანზედ. ნიკალაის თურმე რვა წლიდან იცნობდა. ჯუღელოვი მაშინ ბიჭად იდგა საყასბოში, ფიროსმანის დუქნის გვერდით. მშვენივრად ახსოვს მოვაჭრე ფიროსმანი:  ვაჭრობის დროს ჰხატავდა, მოცლის დროს ვაჭრობდა! ნახატებს მეზობლებსა და ძმაკაცებს ურიგებდა. ერთხელ მისი „აღაც“ დახატა. მაშინ ფიროსმანს „შხად“ ეჭირა თავი. სუფთად დადიოდა შავს პიჯაკში. სამი წელიწადი ჰქონდა დუქანი, მერე ამხანაგმა უღალატა. ჯუღელოვი იგონებს იმ დღეებსაც, როცა ნიკალა ბეგოსთან ცხოვრობდა და გულაჩუყებულ ბეგოს უმოწმებს, რომ „ძმასავით ინახავდა“...
ქუთაისი, 30 იანვარი, 1931 წელი.
скачать dle 11.3