კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რატომ არ სარგებლობენ გალელი ქართველები აფხაზებისთვის განკუთვნილი ჯანდაცვის ქართული პროგრამით და რატომ ფიქრობენ აფხაზები, რომ ქართველებისგან უფასო სამედიცინო მომსახურება ეკუთვნით

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  აფხაზეთის მცხოვრებთათვის, რომლებსაც რუსული პასპორტები აქვთ, რუსეთის ჯანდაცვის დაზღვევა ამოქმედდა, რაც, სავარაუდოდ, თბილისის მიერ სეპარატისტული რეგიონების მოქალაქეებისთვის შეთავაზებული სამედიცინო მომსახურების საპირწონეა.
  ამჟამად აფხაზეთში იმყოფება რუსეთის ფედერალური სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტოს 50-კაციანი ჯგუფი. მათ მუშაობა 5 აპრილს გალის რაიონში დაიწყეს და 9 ივნისს გაგრის რაიონში დაამთავრებენ, იმას გარდა, რომ რუსული პოლისი მფლობელებს რუსეთის ტერიტორიაზე უფასოდ მკურნალობას ჰპირდებიან (თუმცა, თუ რუსეთში არსებულ კორუფციას გავიხსენებთ, უფასო რეალურად ნიშნავს ფასიანს, ოღონდ ეს უკვე სეპარატისტების პრობლემაა, თუკი ქართველების მიერ შეთავაზებულ სამედიცინო დახმარებაზე უარს ამბობენ).
  ამიტომაც აფხაზეთს რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვერონიკა სკვორცოვაც ესტუმრა დელეგაციასთან და ზემონახსენებ ჯგუფთან ერთად და აფხაზ კოლეგებთან აფხაზეთის გაჯანსაღების სამეტაპიან გეგმაზეც ისაუბრეს. პირველი ეტაპის თანახმად, უნდა ჩატარდეს აფხაზეთის მოსახლეობის გეგმიური უფასო დისპანსერიზაცია, მეორე ეტაპი გულისხმობს სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კარდიოქირურგიული განყოფილების გახსნას, ცხადია, რუსული ფულით (რუსი სპეციალისტები კი გულის ოპერაციებს ჩაატარებენ), ხოლო მესამე ეტაპი – მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრის აშენებას, თუმცა ადგილი ჯერ შერჩეული არ არის.
  ამ ეტაპზე აფხაზეთში სამედიცინო კონსულტაცია გაიარა 6 128 ადამიანმა, მათ შორის, 1 274-მა ბავშვმა. გამოუვლინდათ 5 000-მდე დაავადება, მათ შორის, 1 000 ბავშვს. 40 პაციენტს აღმოუჩინეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ისინი აფხაზეთის საავადმყოფოებში გადაანაწილეს. უფროსი ასაკის აფხაზებს აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა და საშარდე გზების დაავადებები, ასევე, ახალწარმონაქმნები, ხოლო ბავშვებს შორის გავრცელებულია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი გზებისა და ნერვული სისტემის დაავადებები. იმ მიზეზით, რომ ყველა მსურველმა დისპანზერიზაციის გავლა ვერ მოახერხა, რუსი მედიკოსები დაჰპირდნენ, რომ სექტემბერშიც ჩავლენ და დანარჩენებსაც გამოიკვლევენ.
  რთული სათქმელია, მოახერხებს თუ არა რუსეთი (ანუ ოკუპანტი) აფხაზების (ანუ სეპარატისტების) მკურნალობას, მაგრამ ქართული სამედიცინო კლინიკებიდან მათი რუსული საავადმყოფოებისკენ გადამისამართება რომ უნდათ, ფაქტია.
მამუკა არეშიძესთან ერთად ვისაუბრებთ აფხაზეთში მორიგი რუსული მიზნის განხორციელების პერსპექტივასა და იმაზეც, თუ რა თბილად მოეწყვნენ სეპარატისტები თბილისისა და მოსკოვის მიერ გაწვდილ ხელებს შორის.
– რამდენად რეალურია, რომ ამ რუსული სადაზღვევო პოლისებით გაუწიონ კონკურენცია თბილისის შეთავაზებებს?
– ცხადია, კონკურენციის თემაა, იმიტომ რომ არც აფხაზი ნაციონალისტების დიდ ნაწილს და არც რუსეთის ხელმძღვანელობას არ მოსწონდათ, რომ აფხაზები აქეთ დადიოდნენ სამკურნალოდ და იდეოლოგიურად მიაღწიეს იმას, რომ აქ სამკურნალოდ ჩამოსულები საკითხს ასე აყენებდნენ: რადგან გენოციდი მოუწყვეს, ქართველები ვალდებული არიან, უმკურნალონ. თუმცა, ჩასანაცვლებლად მაინც შემუშავდა რამდენიმე პროექტი. ერთ-ერთი აფხაზეთში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კლინიკის მშენებლობაა, ყოველ შემთხვევაში, ასეა დეკლარირებული, თუმცა ააშენებენ თუ არა, სხვა საკითხია. ვთქვი, რომ იდეოლოგიური ფონის შექმნა მოახერხეს, მაგრამ ამავე დროს, პარალელურად, შეიქმნა ფონი, რომ რუსებიც ვალდებული არიან, რადგან აფხაზებმა მათ სტრატეგიული სივრცე შეუნარჩუნეს სამხრეთ კავკასიაში, ამიტომ რუსებმაც უნდა უმკურნალონ.
– რა სჭირთ ამდენი სამკურნალო?
– იქ საკმაოდ რთული ვითარებაა, მაგალითად, ნარკომანიის თვალსაზრისით. როდესაც ახალგაზრდების გარკვეული პროცენტი ნარკოდამოკიდებულია და ამ სენით ყოველწლიურად იღუპებიან ადამიანები, ბუნებრივია, შესაბამისი პროგრამები სჭირდებათ. ასეთი პროგრამები მხოლოდ დანარჩენ საქართველოშია, რუსეთში კი არ მუშაობს. ამას გარდა, ძალიან დიდია ავარიების რიცხვიც, შესაბამისად, ავარიებში დაზიანებული ხალხიც და დიდი პრობლემაა შიდსი ან რომელი ერთი ჩამოვთვალო. მოკლედ, ერი დაავდებულია ფიზიოლოგიურად, თუმცა, მე რომ მკითხოთ, მათ ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვთ. რაც შეეხება ამ ახალ სადაზღვევო პოლისებს: ეს არ არის სრულყოფილი დოკუმენტი. გავიარე კონსულტაციები აფხაზეთში მცხოვრებლებთან და მათ თქვეს, რომ ნორმალური სამედიცინო დახმარება გაეწიათ როსტოვში.
– რომლებმაც ისარგებლეს ამ პოლისით?
– დიახ, მაგრამ დიდმა უმრავლესობამ თქვა, რომ ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ მაინც უამრავი ფულის გადახდა მოუწიათ. და მართლაც ბევრი ფულის დამატება უწევთ, იმიტომ რომ სოხუმიდან როსტოვი ბევრად შორსაა და სჭირდებათ თანხა მგზავრობისთვის, იქ ცხოვრებისთვის. სოჭიც, როსტოვიც და კრასნოდარიც ძვირი ქალაქებია.
– როგორც მივხვდი, აფხაზები კარგად ვაჭრობენ, ყველა ვალდებულია, ვინც, მათი აზრით, ავნო და ვინც, მათი აზრით, დაეხმარა.
– აფხაზებს აქვთ ვაჭრობის რეჟიმი, მაგრამ ვაჭრობის შედეგი ცუდია. ერთადერთი კარგი შედეგი აქვს რუსეთს, თორემ დანარჩენების შედეგი, ჩვენიც და აფხაზებისაც, ცუდია.
– რუსეთში კორუფციაა მოდებული, მათ შორის, სამედიცინო სფეროში, ანუ რუსი ჩინოვნიკებისთვის ეს ახალი პროექტი კიდევ ერთი ფულის საჭრელი მანქანა გახდება?
– ეს არ არის მთავარი ამ საქმეში. ალბათ, ფულს გააკეთებენ, მაგრამ მე გამიჭირდება ამის მტკიცება.
– რუსული ჯანდაცვის პოლისები შეამცირებს აფხაზეთიდან პაციენტების ნაკადს დანარჩენ საქართველოში? თუმცა მე წინააღმდეგი ვარ, რომ ვუმკურნალოთ. როდესაც დაბრუნდებიან, მაშინ ვუმკურნალებთ.
– ვერ შეამცირებს, თუმცა მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ ვუმკურნალოთ, ოღონდ სხვანაირი ფორმით. არა მარტო აფხაზებს უნდა ვუმკურნალოთ, არამედ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებსაც. მართალია, მათი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმ სიტუაციას, რაც ხდება გალში. ეს არის დექართველიზაციის პროცესი და ამიტომ მაქსიმალური რესურსი უნდა ჩავრთოთ, რომ მათ მყარად იგრძნონ თავი და იცოდნენ, რომ დედაქალაქს ისინი უპატრონოდ არ ჰყავს მიტოვებული.
– გალელი ქართველები ვერ სარგებლობენ ჯანდაცვის იმ პროგრამით, რითაც აფხაზი სეპარატისტები?
– არა, მათ არ ეხებათ.
– ვის თავში მომწიფდა ეს „გენიალური“ გადაწყვეტილება?
– მხოლოდ ჯანდაცვის პროგრამა სიტუაციას ვერ შეცვლის, 2010 წელს დაწერილ პროგრამაში კომპლექსური მიდგომა იყო, მაგრამ დარჩა მხოლოდ ჯანდაცვა. წინა ხელისუფლების დროსაც ასე იყო და ახლაც ასეა, მაგრამ, ვიდრე პროექტი კომპლექსურად არ განხორციელდება, მანამდე შედეგი არ ექნება.
– რატომ გახდა ხაჯიმბა იძულებული, დათანხმებულიყო ოპოზიციის მოთხოვნით „საპრეზიდენტო“ „არჩევნების“ აგვისტოს ბოლოს გადატანას? და საიდან იჩეკებიან ეს ახალ-ახალი კანდიდატები?
– ოპოზიცია უფრო იქით, შემოდგომისთვის გადაწევას ითხოვდა ბჟანიას – ერთ-ერთი კანდიდატის, მოწამვლის გამო. ისინი, ყველანი, რუსეთის სხვადასხვა უწყების ფავორიტები არიან და, ამასაც რომ თავი დავანებოთ, რუსეთი მიხვდა, რომ ერთი ლიდერი აფხაზეთში დიდხანს ვერ ძლებს, იმიტომ რომ დაპირებებს ვერ ასრულებს. ყველა ლიდერი მოდის ულტრანაციონალური დაპირებებით, რომ კორუფციის დონეს შეამცირებს, რომ ხელს შეუწყობს დემოგრაფიული სურათის გაუმჯობესებას, აფხაზური ენის პოპულარიზაციას და ასე შემდეგ, მაგრამ ვერც ერთს ვერ ასრულებენ. ხაჯიმბამ თავისი დანაპირებიდან შეასრულა მხოლოდ ერთი რამ  – ქართველებს პასპორტები ჩამოართვა, სხვა ვერაფერი გააკეთა. ახლა უკვე ახალი ლიდერი ამბობს, რომ უფრო მეტს გააკეთებს.
– ირანის მიმართულებით ბიბილოვის აქტიურობას რატომ ჩამორჩა სოხუმი? თუ აფხაზეთი მაინც პაკეტში მიჰყვება?
– ბიბილოვი ლაპარაკობს, თორემ აქტიურობა ისეთი უნდა, აფხაზები რომ აქტიურობენ. რამდენჯერმე ჩავიდნენ აფხაზები იორდანიაშიც, ლიბიაშიც, არაბულ ქვეყნებში, სადაც ჩერქეზული და აფხაზური ტომები ცხოვრობენ. სხვათა შორის, იმ დელეგაციებში ისეთი ადამიანებიც იყვნენ, რომლებმაც თბილისში იმკურნალეს და ქართველი ექიმები თან გადაჰყვნენ. არ მინდა ყველაფრის თქმა, მაგრამ იქაური ქართული დიპლომატიური კორპუსი თავის დასავლელ კოლეგებთან, ფრანგებთან და ინგლისელებთან ერთად, ასეთი ინიციატივების წინააღმდეგ ხელჩართულ ომში არიან ჩართულები. უბრალოდ, ეს ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის.
რაც შეეხება ირანს: ირანთან მდგომარეობა რთულია – ირანის ხელმძღვანელობამ თავის დროზე განაცხადა, რომ სეპარატიზმს არავითარ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერს, რადგან ირანი თავად დგას სეპარატიზმის საფრთხის წინაშე. ამერიკული შეტევა მაინცდამაინც არ გულისხმობს შეიარაღებულ თავდასხმას ირანზე. ირანის ეთნიკური შემადგენლობა ჭრელია, რა თქმა უნდა, ფერეიდნელ ქართველებს არ ვგულისხმობ – სულ 30 000 ადამიანია. ვგულისხმობ არაბებს, რომლებიც სამხრეთ ირანში ცხოვრობენ, აზერბაიჯანელებს, ქურთებს. ასე რომ, მათთვის ეს თემა ძალიან მგრძნობიარეა და პრეცედენტის შექმნა მათთვის რისკია. შეიძლება, ითქვას, ასადმა „გაიჩალიჩა“ – ახლა ქურთებს ისეთი არგუმენტი აქვთ, რომ ასადი კონტრარგუმენტად ვერაფერს უპირისპირებს.
– „ეს 400-ს“ მიყიდვაზე რუსეთმა ირანს უარი უთხრა და, ალბათ, ცხადი გახდა, რომ რფ არ აპირებს, აშშ-ს ირანის გამო დაუპირისპირდეს, იმას გარდა, რომ ირანს სახელმწიფოებრიობის დიდი ტრადიციაც აქვს.
– რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენც უნდა განვაგრძოთ მუშაობა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ირანმა ჩვენდამი რამდენიმე ცდომილება დაუშვა, ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ქვეყანა მყარად დგას თავის პოზიციაზე და ისეთი პოლიტიკა უნდა შევქმნათ, რაც არ იქნება დამოკიდებული სხვის ნებაზე, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად იძულებულები ვართ, შევასრულოთ ჩვენი პარტნიორების ზოგიერთი მითითება.

скачать dle 11.3