კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რატომ არ აცხადებდა 1919-1921 წლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკა პრეტენზიას დავით გარეჯის კუთვნილებაზე და საიდან გაჩნდა ეს პრეტენზია 1995 წელს

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 მაისის 220-ე დადგენილებით, შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია და დამტკიცდა მისი დებულება, რითაც ცვლილებები შევიდა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის 298-ე დადგენილებაში. რადგან ჩვენი სული, ანუ დავით გარეჯის კუთვნილების საკითხი ამ ადამიანთა ხელშია, გთავაზობთ მათ ვინაობებს: კომისიის თავკაცია ლაშა დარსალია – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. წევრები კი არიან: მალხაზ მიქელაძე – საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლევან წურწუმია - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიანა ბალარჯიშვილი - საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნუგზარ დუნდუა - იუსტიციის სამინისტრო, ზვიად გორელიშვილი - სასაზღვრო პოლიცია, კარლო ცქიტიშვილი - სასაზღვრო პოლიცია, ირმა გაბუნია - სასაზღვრო პოლიცია; ლევან მაჭავარიანი - საპატრულო პოლიცია, მინდია გრძელიძე -  შემოსავლების სამსახური. საბაჟო, სანიტარიულ-ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის თანამშრომლობის სამმართველო, მერაბ არახამია - საბაჟო დეპარტამენტი, ირაკლი გოცაძე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის უფროსი, გალაქტიონ ხახუბია - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის სამუშაო კომპონენტის (გეოდეზია-კარტოგრაფიის მიმართულებით) ხელმძღვანელი, გრიგოლ კობიაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ნოდარ ხორბალაძე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ტოპოგრაფიული სამსახურის უფროსი, თედო გორგოძე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ტოპოგრაფიული სამსახურის გეოინფორმაციული სისტემების ანალიტიკური განყოფილების უფროსი, ზვიად ზვიადაძე - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი, მაია ზავრაშვილი -  წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი, გიზო ჭელიძე - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, გიორგი ლილუაშვილი - კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
მიუხედავად იმისა, ვისი ისტორიული კუთვნილებაა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ფაქტია, რომ კომისიებმა უნდა იმუშაონ სამართლებრივ ჩარჩოებში, ანუ შესაბამისი, სსრკ-ს დროინდელი ადმინისტრაციული თუ სამხედრო რუკებით. დიპლომატიის მკვლევარ სიმონ კილაძესთან ერთად ვიმსჯელებთ, თუ როგორაა ასახული აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის ეს კონკრეტული მონაკვეთი საბჭოთა კავშირის, განსაკუთრებით, სამხედრო რუკებზე.
– როდის დადგა დავით გარეჯის თითქოს ალბანური კულტურის ძეგლობის საკითხი?
– ქართველი მეცნიერები ადრეც იკვლევდნენ კავკასიის ისტორიას და, როგორც ვიცი, არასდროს დამდგარა საკითხი, არის თუ არა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ალბანური ძეგლი, იმიტომ რომ არც მოდავე მხარე არსებობდა. არც 1919-1920 წლებში განუცხადებია აზერბაიჯანულ მხარეს ამ ძეგლზე პრეტენზია და ალბანური საკითხი იმ პერიოდში არც იდგა. ეს საკითხი 1990-ანი წლების მეორე ნახევრიდან გაჩნდა.
– როდესაც სომხეთმა ყარაბაღის ავტონომიის სომხურობაზე დაიწყო ლაპარაკი, რადგან იქ სომხური ძეგლები დგასო, საპასუხოდ ბაქომ თავის ტერიტორიაზე ყველა ძეგლი ალბანურ მემკვიდრეობად გამოაცხადა.
– როდესაც ორმხრივმა კომისიამ დელიმიტაციის პროცესი დაიწყო და ამ მონაკვეთს მიადგნენ, დაიწყო უთანხმოებაც. აზერბაიჯანმა თავისი არგუმენტები წამოაყენა, ჩვენებმა დავით გარეჯის კომპლექსის სანაცვლოდ მიწის გაცვლა შესთავაზეს, მაგრამ ეს აზერბაიჯანისთვის სასიცოცხლო საკითხად იქცა.
– მაგრამ დავით გარეჯის ქართულობა არ ნიშნავს, რომ ყარაბაღში ალბანური ძეგლები არ დგას, დავით გარეჯი ყარაბაღის მეზობლად რომ იყოს, კიდევ გასაგები იქნებოდა ბაქოს ხელოვნური არგუმენტები.
– თუმცა აზერბაიჯანელები თვლიან, რომ კავკასიის ალბანეთი დიდ ტერიტორიას მოიცავდა და ნახევარზე მეტი დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო. ამდენად, მათი ვერსიით, ერთგან თუ დათმობ, შეიძლება, შემდეგ მეორეგანაც მოგიწიოს დათმობა. ამიტომ პრინციპულად დგანან.
– ქართველი მეფეებია გამოსახული, ქართული წარწერებია. ბერთუბანში თამარ მეფის ფრესკაცაა.
– ისინი დაუფარავად და ნიშნის მოგებითაც აცხადებენ, რომ ეს ჩვენ ჩავიდინეთ მეცხრამეტე საუკუნეში.
– მეც ის მიკვირს, ამდენი წლის განმავლობაში რით ვერ დაამტკიცა თბილისმა, რომელი საუკუნის მოხატულობაა?! მსგავსი შემთხვევები როგორ გადამწყდარა საერთაშორისო პრაქტიკაში?
– საერთაშორისო პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც ერთი სახელმწიფო თავისად მიიჩნევს ძეგლს, მაგრამ ის მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზეა, იმიტომ რომ საზღვრები საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა ომების გამო. საერთაშორისო პრაქტიკითვე, შესაძლებელია მხარეების მორიგება, მაგრამ აზერბაიჯანი დავით გარეჯს არ თვლის ქართულად. თან, როდესაც რომელიმე მოდავე მხარეს ზურგს რაღაც უმაგრებს, ის პრინციპულად დგას თავის პოზიციაზე.
– აზერბაიჯანის გაზსა და ნავთობს გულისხმობთ?
– დიახ, რასაც, უხეშად რომ ვთქვათ, დიპლომატიური კომბლის სახით იყენებს. მისი პოზიცია, დაახლოებით, ასეთია: თუ არ დამეთანხმები, თანხმობა კი ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობის ფარგლებშია, მე მაქვს პლუსები შენთან შედარებით. აზერბაიჯანი ზოგჯერ ბოროტად სარგებლობს თავისი მდგომარეობით, თუმცა მესმის ყველა სახელმწიფოს ინტერესი, სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად, მაგრამ პოზიცია – შენ ხომ ჩემი მეგობარი ხარ და უნდა დამითმო, არასწორია, იმიტომ რომ თუ ის არის ჩვენი მეგობარი, ჩვენც ვართ მისი მეგობარი. თან, ქრისტიანული ძეგლია.
– წელიწად-ნახევრის წინათ ერთმა აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა დაწერა წერილი, რომ საქართველომ, რადგან ქრისტიანული ქვეყანაა, უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება და მთლიანად დაუთმოს აზერბაიჯანს ძეგლიო და ის არც კი უხსენებია, ჩვენ, მუსლიმანებს, რაში გვჭირდება ქრისტიანული ძეგლი, სადაც წირვა-ლოცვას ვერ აღვავლენთ. რა რუკებით მუშაობს კომისია?
– არის სამხედრო-პოლიტიკური, ტოპოგაფიული, ადგილობრივი რუკებიც. სხვადასხვა სახეობის რუკაა და ყველას იყენებენ. არ არის გამორიცხული, კოსმოსური თანამგზავრიდან გადაღებული სურათებიც გამოიყენონ. ჩვენმა კომისიებმა, ძირითადად, გასული საუკუნის 30-ანი წლების რუკებით ისარგებლეს. საერთოდ, ამ ტიპის კომისიების მუშაობა გაუმჭვირვალეა, მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია ქვეყნდება ხოლმე. ამიტომაც გაჩნდა შეკითხვები, თუ რაზე თათბირობენ 25 წელია, მით უფრო, რომ 12 შეხვედრა გაიმართა. მეორე მხრივ, თუ ჩვენ „ნატოში“ გვინდა გაწევრიანება, საზღვრები უნდა გვქონდეს დადგენილი, რეალურად კი, რუსეთს რომ თავი დავანებოთ, საზღვრები მშვიდობიან მეზობლებთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთანაც კი არ დაგვიდგენია ოფიციალურად. ამდენად, ჩვენი საგარეო-პოლიტიკური კურსისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორც ამბობენ, აზერბაიჯანულმა მხარემ სამუშაოდ შემოგვთავაზა 1938 წლის რუკა.
– ჩვენთვის ყველაზე წამგებიანი, იმიტომ რომ, იმ კონკრეტული რუკით, დავით გარეჯის ყველაზე დიდი ნაწილია აზერბაიჯანის მხარეს.
– შესაბამისად, ჩვენ დავზარალდით ამით, მაგრამ რატომ შემოგვთავაზა აზერბაიჯანმა მაინცდამაინც ეს რუკა, რატომ დათანხმდა ქართული მხარე, ვერ გაითვალისწინეს, რომ აზერბაიჯანი შემდეგ უფრო მეტ პრეტენზიას წამოაყენებდა?!
– ბიბლია ხომ არ არის ის რუკა, არ შეიძლება, შევცვალოთ?
– ალბათ, მხარეები ითვალისწინებენ იმ დადგენილებას, როდესაც შეთანხმდნენ ამ რუკის გამოყენებაზე და მეორე მხარეს შეუძლია, თქვას, რომ შენ მიერ მიღებულ დადგენილებას არ იცავ, რაც შეიძლება, კონფლიქტის მიზეზი გახდეს. აზერბაიჯანული მხარე მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე, რადგანაც თავის დროზე ქართული მხარე დაეთანხმა და ამიტომ ჩვენ უხერხულ მდგომარეობაში ვართ. მით უფრო, რომ აზერბაიჯანს აქვს ბერკეტები ჩვენზე ზემოქმედების მოსახდენად. თუმცა პირადად მე არ მინახავს ის რუკა და ვერ ვიტყვი, რომ ის რუკა მცდარია.
– გამოსაქვეყნებელია კომისიის ქართველ წევრთა ვინაობები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ რუკას, ქვეყანა სახეზე უნდა იცნობდეს თავის „გმირებს“. თუმცა არც ერთ რუკაზე არ არის დავით გარეჯის კომპლექსი მთლიანად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
– ცხადია, იმიტომ რომ კომპლექსი ძალიან დიდ ფართობზეა გადაჭიმული, ათეულობით ეკლესია-მონასტერია, რომელთა კუთვნილება საბჭოთა დროს დიდად არც იყო დაზუსტებული, მით უფრო, რომ სამხედრო პოლიგონის გამო იქ დახურული ზონა იყო. ძირითადი ეკლესია-მონასტრები ჩვენკენაა, თუმცა ჩვენთვის ეს ერთიანი კომპლექსია და მისი თოთეული ნაწილია მნიშვნელოვანი. აზერბაიჯანის მხარესაა ბერთუბნის ეკლესია და ჩიჩხიტური. ეს ქმნის პრობლემას. ანუ დე-ფაქტო ტერიტორია უკვე გაყოფილია, იმიტომ რომ აზერბაიჯანი ამ კომპლექსის თავის ნაწილს აკონტროლებს, ჩვენ – ჩვენსას. ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს კომპლექსი მთლიანად ჩვენს მხარეს იყოს, აზერბაიჯანი კი ითხოვს  –  მთლიანად თავის მხარეს ან, ნუ მედავები ჩემს მხარეს, შენ შენი გქონდესო. უცხოურ პრაქტიკაში ზუსტად ასეთი ანალოგი არ მახსენდება. ერთი შემთხვევაა, როდესაც ვატიკანის სახელმწიფო შეიქმნა, კათოლიკური ეკლესიები ვატიკანის ფარგლებს გარეთ დარჩა და იტალიის მთავრობამ ნება დართო ვატიკანს, გამოეყენებინა იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ვატიკანის კუთვნილი ეკლესია-მონასტრები ღვთსმსახურებისთვის.
– თუ გაჯიქდა ბაქო და დაიტოვა ნაწილი, ომს ხომ არ დავიწყებთ. გამოყენების საშუალებას არ განიხილავს, თუ დაკეტავს 364 დღე ქურმუხის წმიდა გიორგის ეკლესიასავით?
– აზერბაიჯანი თვითონაც ხვდება, რომ უხერხული სიტუაციაა, მაგრამ მის ნებაზეა, უნდა მოგცემს, უნდა – არა. როდესაც გასული საუკუნის 90-იან წლებში საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია დაიწყო, როგორც ჩანს, ქართულ მხარეს ზემოდან ჰქონდა მითითება, არ გაემწვავებინა პროცესი, რადგან მაშინაც აზერბაიჯანზე ვიყავით დამოკიდებული.

скачать dle 11.3