კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 შიზოფრენიის ხიბლი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ სახიფათონი დედამიწისთვის

  მართალია, ცხელთავიანობას სამხრეთელებს გვაბრალებენ (ოღონდ ხშირად არც თუ უსაფუძვლოდ), მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, დალხენილად არც ჩრდილოეთში ბრძანდებიან.
კერძოდ, რუსეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, უმეტესობას, 70 პროცენტს, ზოგადი წარმოდგენა აქვს შიზოფრენიაზე, აი, 20 პროცენტი კი ზედმიწევნით კარგად ერკვევა ამ დაავადების სიმპტომებში, მაშინ, როდესაც 40 პროცენტი დარწმუნებულია, რომ შიზოფრენიით დაავადებულების იზოლაცია აუცილებელია.
  ყოველი მეხუთე გამოკითხული გამოტყდა, რომ მის გარემოცვაში არიან, ეგრეთ წოდებული, შიზოფრენიკები, ხოლო 16 პროცენტი პირადად იცნობს.
  38 პროცენტი მათ თანაუგრძნობს, 34 პროცენტს – ეცოდებაა, 26 პროცენტის აზრით კი, რუსთა უმეტესობას მათი ეშინია.
  გამოკითხულთა 29 პროცენტის მტკიცებით, შიზოფრენიას ახასიათებს გუნება-განწყობილების მკვეთრი ცვლა, 27 პროცენტის მტკიცებით – პიროვნების გაორება, 17 პროცენტის აზრით კი – ჰალუცინაციები.
რაც მთავარია, რუსეთის მოსახლეობის 38 პროცენტის რწმენით, რომლებმაც იციან შიზოფრენიის შესახებ, ამ დიაგნოზის მქონე ადამიანები საზოგადოებისგან შორს უნდა იყვნენ.
  თუ დავამატებთ, რომ, რეალურად, შიზოფრენიას ახასიათებს აზროვნების ფუნდამენტური დარღვევა და არაადეკვატურობა, დაავადების ყველაზე ხშირი სიმპტომი კი ჰალუცინაციები და პარანოიდული ბოდვაა და, ამასთან, გავიხსენებთ, რომ ლამის დღიდან არსებობისა რუსული სახელმწიფო მიიჩნევს, რომ მთელი დედამიწა მისია, რუსეთის მოსახლეობის ლოგიკითვე, ისინი სახიფათონი გამოდიან დედამიწისთვის, ამიტომაც მათი იზოლაცია, უბრალოდ, ჰაერივითაა აუცილებელი.
скачать dle 11.3