კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№. ჟურნალმა „თბილისელებმა“ ,,კარიერის დაგეგმვის ცენტრის“ ჯილდო მიიღო

  31 მაისს ,,კარიერის დაგეგმვის ცენტრის“ მიერ გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ვახტანგ VI-ის სახელობის კორპუსში გაიმართა და ეძღვნებოდა ,,პროფესიული ორიენტაციის დარგში მომავალი თაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“ პარტნიორი ორგანიზაციების დაჯილდოებას, ჟურნალმა „თბილისელებმა“ 18 დაწესებულებას შორის საპატიო პრიზი მიიღო „მომავალი თაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პროფესიული ორიენტაციის დარგში“.
  მერი ტარიელაშვილი (კარიერის დაგეგმის ცენტრის დამფუძვნებელი) : 31 მაისს ჩვენი ერთი წლის შრომის შედეგების შეჯამება იყო. "პროფესიული ორიენტაციის დარგში მომავალი თაობის განვითარებაშიშეტანილი წვლილისთვის" დავაჯილდოვეთ 18 დაწესებულება, რომლებიც საქართველოში ყველაზე წარმატებულები, ლიდერები არიან და იზიარებენ სოციალურ პასუხისმგებლობას, ზრუნავენ მომავალი თაობის პროფესიულ განვითარებაზე. ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდების განვითარებასა და პროფესიული ორიენტაციის პროექტზე ზრუნვის წახალისებას, გასული წლის შეჯამებას და სამომავლო თანამშრომლობის განხილვას. ,,კარიერის დაგეგმვის ცენტრი” უკვე ერთი წელია ეხმარება ახალგაზრდებს პროფესიის სწორად შერჩევაში, ამაღლებს ცნობიერების დონეს სხვადასხვა პროფესიასთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული, შრომითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და განვითარებას. არსებობის პირველი წელი და 18 უძლიერესი პარტნიორი, ასობით აქტივობა და ასობით ახალგაზრდა, რომელსაც ჩვენი ცენტრი დაეხმარა. აქამდე სულ ახალგაზრდების გახარებასა და თვალების გაბრწყინებაზე ვზრუნავდით, ღონისძიებით კი მოგვეცა შესაძლებლობა დაგვეფასებინა დაწესებულებები, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში! რამდენადაც მოვახერხეთ მოვიტანეთ თქვენამდე სიხარული, რომელსაც ყოველდღე ვიღებთ ახალგაზრდების განათებული, მადლიერი თვალების ყურებით. აღნიშნული ღონისძიება პროფორიენტაციის მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯია. ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი - მომავალი თაობის განვითარებაზე ზრუნვა, რომელიც აუცილებლად წახალისებული უნდა იყოს.



скачать dle 11.3