კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ლუკა ნაჭყებია: ძირითადად ჭუჭყიან მხარეებს ვაგვარებ... თავისუფლად შემიძლია, ვიყო ბოროტმოქმედი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  „მასტერშეფის“ ჟიურის ერთ-ერთი წევრი – ლუკა ნაჭყებია, სურსათის ტექნოლოგია. ის 2010 წლიდან სურსათის ინდუსტრიაშია, სარესტორნო სფეროში კი 2012 წლიდან ჩაება. 2014 წლიდან დღემდე ასწავლის აგრარულ უნივერსიტეტსა და კულინარიულ აკადემიაში, ასევე, ატარებს ლექციებს საერთაშორისო მასშტაბით.
  ლუკა ნაჭყებია: ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო შემოთავაზებები მსგავსი პროექტებიდან, მაგრამ ნდობის ამბავი ჩემთვის მნიშვნელოვანია და საბოლოოდ, გადავწყვიტე „მასტერშეფის“ გუნდთან მეთანამშომლა, რადგან მათმა პროფესიონალიზმმა დამამშვიდა. ბავშვობიდან ვუყურებ ამ შოუს და ახლა, როცა უკვე ამ ყველაფრის ნაწილი ვარ,  გამოსაფხიზლებლად ცოტა ბწკენა მჭირდება ხოლმე. ათი წლის რომ ხარ, სულ ამ შოუებს უყურებ და გეხუმრებიან, შენ უეჭველი „მასტერშეფის“ ჟიური იქნებიო, ეგ მომენტი მაქვს (იცინის). თუმცა, მე არ ვარ წმინდა წყლის შეფი, სასურსათო და სარესტორნო ტექნოლოგი ვარ. მე ძირითადად ჭუჭყიან მხარეებს ვაგვარებ.
– რას გულისხმობს ეს?
– ყველაფრის ნულიდან დაწყებას. ადგილი რომ შეირჩევა კვების ობიექტისთვის, მერე დაწყებული კანალიზაციის სისტემების დაგეგმვიდან, გაგრძელებული ფინანსური კალკულაციებით – ყველა ჭუჭყიან საქმეს მე ვაკეთებ. კულინარია, პირველ რიგში, სარესტორნო ბიზნესია და თუ ყველა ეტაპზე არ ვარ ჩართული, დისკომფორტს განვიცდი. მყავს გუნდი, მოგვყავს შეფი, რომელიც ჩვენს აწყობილ ხერხემალს ხორცს ასხამს ან ჩვენვე ვასხამთ ხორცს. ყველაფერს გუნდურად ვაკეთებთ. ერთ ობიექტზე სამ თვეზე მეტი არ ვჩერდებით, ოცდაათამდე ობიექტზე ვიმუშავეთ სხვადასხვა დოზის აქტივობით.
– როგორ უყურებ საკუთარ თავს მაყურებლის პოზიციიდან?
– არაფერს ისეთ არ ვაკეთებ, რაც ჩემთვის უცხოა. თუ კონკურსანტმა ჩემს დაბღვერილ სახესა და ნეგატიურ რეაქციას ვერ გაუძლო, მით უმეტეს, ვერ გაუძლებს ათას უკმაყოფილო ადამიანს კულინარიულ ინდუსტრიაში, რომლებსაც შეიძლება, მიზეზიც არ ჰქონდეთ.
– ჰო, მაგრამ ეს ეკრანზე ხდება და უამრავი ადამიანი უყურებს, თან, ისეთი გაყინული და ნეგატიური სახეები გაქვთ, ნასროლი დანა-ჩანგლის ხმაც თავისას შვება...
– მე არ მაქვს პრობლემა იმასთან, რომ ცუდი და ბოროტი ვიყო. თავისუფლად შემიძლია ვიყო ბოროტმოქმედი, ანტაგონისტი. ყველა კარგი ადამიანი არ უნდა იყოს (იცინის). გეტყვით, როგორი სამუშაო გარემოა სარესტორნო სამყაროში. ეს არის უძილო ღამეები, ოჯახისა და მეგობრებისგან შორს ყოფნა, დამწვრობები, ცხიმი თმაში, კანის გაღიზიანება, მუხლებისა და ხერხემლის ტკივილი. თუ აქტიურ კულინარიაში ხარ, მაზოხიზმის ზღვარზე უნდა იყო. ამ პროფესიის ადამიანებს ძალიან რთული ცხოვრება გვაქვს. თან წარმოიდგინეთ, მთელი დღე რომ ამდენ ენერგიას ხარჯავ და მერე სტუმარს რომ კერძს გაუტან და მარტო იმიტომ, რომ პერსონალურად რაღაც არ მოეწონა, რაც შეიძლება სულ არ ეხება კერძს, გებღვირება და თეფშს უკან მოგიგდებს. დამიჯერეთ, ეს უფრო დიდი ტრავმაა. მით უმეტეს, როცა შეფი ხარ, უფრო მარტივად „დაგანგრევენ“. და თუ ვინმემ ჩვენი პროექტის წესებს ვერ გაუძლო, ესე იგი, კულინარიაში მისი ადგილი არაა. ან თუ გამოცდილი მზარეული მოდის და ჩვენგან კრიკიტას იმსახურებს, ესე იგი, მას წლებმა ვერ მისცა ის, რაც საჭიროა და გალაწუნებას საჭიროებს. მაგალითად, მე არ მიყვარს კომპლიმენტები, რადგან მადუნებს. მირჩევნია, მლანძღოს ვიღაცამ, ამან კი პროტესტი და საწინააღმდეგოს დამტკიცების სურვილი გამიჩინოს. ეს კონკურსია და ამ ფორმატში თავზე ხელს არავის უსვამენ ხოლმე. თუმცა თუ ვინმეს ცუდს ვეუბნები, შოუს მერე მივდივარ და ვუხსნი, რომ ეს არ უნდა მიიღოს, როგორც გამანადგურებელი შეფასება. მოდი, ჩემს ჯინაზე უკეთესი გააკეთე და დამიმტკიცე, რომ მე ვარ ცუდი. არ მიყვარს, როცა კულინარიას სათანადოდ არ აფასებენ და ისე ექცევიან, როგორც არასერიოზულ პროფესიას. ასეთ დამოკიდებულებას ამ ინდუსტრიაში მომსახურე ხალხშიც ვგრძნობ. არ ვამბობ, რომ ყველაზე მაგარი ვარ, შეიძლება, სუსტი მხარე მქონდეს, მაგრამ ჩემს თავში ცოდნის გაღრმავების სურვილს ვხედავ.
– შენ მიგიღია ამ პროფესიაში ტრავმები?
– გამორიცხულია, ხელი დამწვარი ან გაჭრილი არ მქონდეს. ხელებში აბსოლუტურად აღარ მაქვს შეგრძნება, ეს ყველა მზარეულისთვის ნაცნობი სიტუაციაა. ძალიან სერიოზული ტრავმაა ისიც, რომ სულ სუნი აგდის, ცხიმით გაჟღენთილი ხარ და თმა მუდმივად დასაბანი გაქვს (იცინის). სამაგიეროდ, ლაქების ამოყვანა ვიცი ხუთიანზე და ამაში ნებისმიერ პროფესიონალ დიასახლისს შევეჯიბრები (იცინის). პრობლემაა ის, რომ იმდენად ხშირად მიწევს გემრიელი კერძების გასინჯვა, ხანდახან შემწვარი კარტოფილი და ტყემალი მენატრება. თანაც, პირად ურთიერთობაში თავიდან ბოლომდე ხელს მიშლის (იცინის). შეუღლება ჩემი პროფესიის გამო არ გამომივიდა. იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების 90 პროცენტი ამ საქმეს უჭირავს. პროფესიის გამო ვერ ვიყავი კარგი პარტნიორი.
– სერიოზულ ურთიერთობაზეა საუბარი?
– შვიდწლიან ურთიერთობაზე. ყველაფერი თავისით ჩაიშალა, იმიტომ, რომ სხვაგან ვიყავი და არა იქ, სადაც ამ ურთიერთობისთვის იყო საჭირო. ურთიერთობაც მუშაობაა. ადამიანი ერთ რაღაცას რომ „ქაჩავ“ მეორე შეიძლება, აღარ გამოგივიდეს და აღმოჩნდა, რომ ის ერთი რაღაც იყო კულინარია, მეორე – პირადი ურთიერთობა. ძალიან მწამს მისიების. ვიღაცისთვის მისია ოჯახია, ჩემთვის ეს არა მხოლოდ საკუთარი თავის, სხვებისთვის რამე ღირებულის გაკეთებაა. მინდა, ამ სფეროში ჩემი წვლილი შევიტანო და ჩემს მომავალ თაობას სამზარეულო იმ მდგომარეობაში დახვდეს, სადაც იმ სისულელეებზე ტვინის ბურღვა აღარ დასჭირდება, რაზეც ჩვენ გვიწევს. ცხრა წლის განმავლობაში უამრავი გაუმართაობა შევნიშნე და მათ გამოსწორებას მართლა თავგანწირვა სჭირდება. აი, როცა ამას მოვახერხებ, კმაყოფილი ვიქნები. მანამდე შემიძლია, რაღაცები გვერდზე გადავდო. თუმცა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უშვილობა ორმოცდაათ წლამდე არ შემაწუხებს და ძალიან ახალგაზრდაც არ მოვკვდები (იცინის).
– შენ როგორ დაიწყე?
– ჩემს თავს შეფს არასდროს ვეძახი – სურსათის ტექნოლოგი ვარ. ამ სფეროში მუშაობით დავიწყე და მერე მივხვდი, რომ რაღაც მაკლდა და ეს რაღაც კულინარია იყო, შემეძლო ჩემი ცოდნა სარესტორნო ბიზნესში გამომეყენებინა და აქტიურად ჩავები სხვადასხვა ობიექტის მოწესრიგებაში. ისე, კერძების მომზადება ყოველთვის მიყვარდა.
– ამ პროფესიისთვის ამხელა მსხვეროლს რომ იღებ, ოჯახი რას ამბობს?
– დედაჩემმა ღამის სამ საათზე რომ დამირეკოს და მკითხოს, ლუკა, რას აკეთებო, რომ ვუპასუხო, კლუბში ვარ გადანგრეული-მეთქი, გაუხარდება. მთავარია, არ ვმუშაობდე და თუნდაც რამეს ვაშავებდე და ვერთობოდე (იცინის).

скачать dle 11.3