კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ქართველი მწვრთნელის რა საქციელმა გადარია ნორვეგიელები

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  მსოფლიოს ბავშვთა საფეხბურთო ტურნირზე, ცნობილ „დანა კაპზე“, 1997-წლიანების 1/32-ფინალში ერთმანეთს  „ვით ჯორჯია“ და ნორვეგიული  „სკანდსმოსი“ დაუპირისპირდა. მნიშვნელოვანია ის უპრეცედენტო ფაქტი, რაც თამაშის დაწყებამდე მოხდა – ტურნირის ჟიურიმ ქართველი მწვრთნელი მისთვის სპეციალურად დამზადებული თასით დააჯილდოვა. პრიზის მფლობელი ზაზა დიდებაშვილი გახდა, რომელიც უკვე წლებია, ქვეყანას ფეხბურთელებს უზრდის. რა მოხდა აღნიშნულ ტურნირზე დანიაში უფრო დაწვრილებით სტატიიდან შეიტყობთ.
  ზაზა დიდებაშვილი: შვედეთსა და დანიაში ბავშვთა მსოფლიო ჩემპიონატი „ფიფა“-„უეფას“ ეგიდით ტარდება. ჯერ შვედეთში იმართება და მერე დანიაში. შვედეთში 80 ქვეყნის 1 700-მდე გუნდი ჩამოდის, დანიაში – ცოტა ნაკლები, თუმცა ორივე სერიოზული ტურნირია. უკვე წლებია, ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას. ერთ წელს კი ასეთი შემთხვევა მოხდა: ადრე მივედით და როგორც ხდება ხოლმე, შეჯიბრების დაწყებამდე მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ. ნორვეგიელებს უნდა შევხვედროდით. თამაშის დაწყებამდე ჩემთან ნორვეგიის მწვრთნელი მოვიდა და მთხოვა: 9 კაცი მყავს, ორი ავტობუსით მოვდიოდით, ერთ-ერთს პრობლემა შეექმნა და ცოტა აგვიანდებათ, დაველოდოთო. კარგი, არანაირი პრობლემა არ მაქვს-მეთქი, ვუპასუხე. გრაფიკიდან გამომდინარე, მსაჯმა უარი თქვა: მე მაქვს პრობლემა, ვერ დაველოდებით, იმათ ჰყავდეს 9 კაცი და თქვენ 11-ით ითამაშეთო. იქ ისეთი გრაფიკია, დროში არიან შეზღუდულები. ერთი თამაში რომ მთავრდება, მაშინვე მეორე იწყება და ასე შემდეგ. ბავშვებს გაუხარდათ, მოვიგებთ, რა კარგიაო. დაიწყო თამაში და სტადიონზე 11 მოთამაშე გავიყვანე. როგორც ჩვეულებრივ ხდება, ისინი ერთმანეთს მიესალმნენ. თუმცა, შინაგანად ძალიან შემაწუხა რაღაცამ და ორ მოთამაშეს ჩემკენ მოვუხმე და თამაში 9-9-ზე დავიწყეთ. სადღაც 20 წუთში დაგვიანებული ფეხბურთელებიც მოვიდნენ და ნორვეგიის მწვრთნელმა მანიშნა, რომ მოთამაშეები დამემატებინა და თამაშიც ჩვეულებრივად გავაგრძელეთ.  
– თუმცა, თქვენი საქციელი ნორვეგიელებისთვის უჩვეულო აღმოჩნდა. როგორ მოხდა თქვენი დაჯილდოება?
– საღამოს, ყველაფერი რომ მორჩა, დამირეკეს – საინფორმაციო ცენტრში გეძახიანო. „გავატარე“ ეს ამბავი, რატომღაც სერიოზულად არ მივიღე.  დილა გათენდა  და კვლავ დამირეკეს. რომ მივედი, დამესივნენ კამერებით. ვერც მივხვდი, რა ხდებოდა. მერე გავიგე, რაშიც იყო საქმე. გაოცებულ ნორვეგიელებს დაურეკავთ საორგანიზაციო კომიტეტში და უთქვამთ, რაც მოხდა. კომიტეტის წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება და გადმომცეს „ფეარ ფლეის“ თასი. მგონი, პირველი ადგილის თასზე დიდი იყო (იცინის). წარწერაც აქვს.
– ერთ-ერთმა ორგანიზატორმა იმით გიცნოთ, რომ საფულე გიპოვიათ, სადაც საკმაოდ დიდი თანხა ყოფილა და პატრონისთვის გადაგიციათ.
– დიახ. გაჩერებაზე ვიპოვე საფულე. სიმართლე გითხრათ, არ დამითვლია, რამდენი, მაგრამ თანხა იდო. მივუტანე ჟიურის. გაუხარდათ ასეთი ჟესტი უცხო ადამიანისგან. გაკვირვებით არ გაჰკვირვებიათ, იქ მსგავსი რამ ჩვეულებრივი მოვლენაა.  დაკარგულ ნივთს რომ  იპოვიან,  საინფორმაციოში მიაქვთ.
– თამაში როგორ დამთავრდა? ზოგადად, რა შედეგები გვაქვს ამ ტურნირზე?
–  3:2 მოვიგეთ. 9-9 ზე, რომ ვთამაშობდით, 1:0-ს ვიგებდით. რომ გავთანაბრდით, მერე გაგვიტანეს გოლი. ვიფიქრე, არ მოსულიყვნენ, გვეთამაშა 9-9-ზე-მეთქი (იცინის). ბოლოს, თამაშის დამთავრებამდე 5 წუთი რჩებოდა, რომ გოლი გავიტანეთ და მოვიგეთ. ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა. წელს, ივნისში ვაპირებთ წასვლას. დანიაში  6-ჯერ გვაქვს მოგებული,  შვეციაში –  2-ჯერ და  მე-3 ადგილი  გვაქვს დაკავებული. დანარჩენი ძალიან რთული შეხვედრები იყო. შარშანწინ შვედეთში მერვედფინალში გავედით.
– მსგავსი შემთხვევა სხვა რომელიმე ტურნირზეც ხომ არ გახსენდებათ?
–  ერთი ასეთი რამ შეგვემთხვა: ერთ-ერთ წელს შვედეთში ვიყავით. ტრანსპორტის გამო ზუსტად ხუთი წუთით დავაგვიანეთ და მწვრთნელი არ დაგველოდა. თუმცა, მსაჯი თანახმა იყო, გვეთამაშა.  მაგრამ მწვრთნელმა უარი თქვა, მოგება ჩაიწერა და წავიდა. მსგავს შემთხვევაში მოწინააღმდეგე გუნდს შეუძლია მოგების ჩაწერა, ისე, რომ თამაში არ გაიმართოს. კიდევ კარგი, ჯგუფური თამაში იყო და ტურნირს არ გამოვეთიშეთ.
– რამდენი ხანია, რაც ფეხბურთთან გაქვთ შეხება?
– რაც თავი მახსოვს, მის მერე. 17 წლიდან უკვე მწვრთნელობა დავიწყე, მანამდე ვთამაშობდი. სადაც ფეხბურთზე დავდიოდი, მწვრთნელმა თავის ტრავმა მიიღო და ოპერაცია გაუკეთეს. ჩემზე ოთხი წლით პატარებსაც ავარჯიშებდა და მთხოვა, გეტყვი რა უნდა გააკეთო და ეს ბავშვები შენ ავარჯიშეო. ასე დავიწყე პირველად. მერე ისე მოხდა, რომ საზაფხულო შეკრება იყო და ამ ბავშვებთან ერთად მომიწია გამგზავრება. ისე დავახლოვდი მათთან, რომ უკვე უჩემოდ ვერ ძლებდნენ. იმ წელს ჩავაბარე, თან ვთამაშობდი და სექტემბრიდან მათთან დაბრუნება ვეღარ შევძელი. მერე რამდენიმე მშობელმა სახლში მომაკითხა, ბავშვებს ძალიან მოენატრეთ და დაბრუნდითო. არჩევანი უნდა გამეკეთებინა:  ფეხბურთის თამაში, მწვრთნელობა ან უნივერსიტეტი – ფიზკულტურულზე ვსწავლობდი. ბოლოს მწვრთნელობა გადავწყვიტე, რადგან ცოტა ფეხის პრობლემაც მქონდა. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გამო სამწლიანი პაუზა ავიღე და მერე დავუბრუნდი ამ საქმიანობას. ერთი-ორი წელი დიდ გუნდში ვიმუშავე, მაგრამ მაინც პატარებში დავბრუნდი. რამდენჯერმე „ვით-ჯორჯიას“ უფროსი ასაკობრივი ჯგუფების მწვრთნელიც ვიყავი,  ვიმუშავე მეორე ლიგაში, ასევე, უმაღლეს ლიგაშიც.
– ცნობილი ფეხბურთელებიდან რომელია თქვენი გაზრდილი?
– იმდენია, უკვე მეშინია, ვინმე არ გამომრჩეს. ცნობარი გამოდიოდა ხოლმე და რომ ჩავხედავდი  20-25 კაცი ჩემი გაზრდილი  თამაშობდა. გარდა ფეხბურთელებისა, ასევე მწვრთნელებიც გავზარდე. ორი ამერიკაში მუშაობს. წარმატებული ბიჭები არიან, ერთი „რედ ბულის“ აკადემიაშია, მე ვურჩიე, რომ ამ გზას გაჰყოლოდა, ჯერ ჩემთან დაიწყო და მერე გაემგზავრა.

скачать dle 11.3