კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 როგორ დააკავშირა ლიკა ყაზბეგმა ერთმანეთს მოდა და კრიმინალური სამყარო

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

  ცოტა ხნის წინ ლიკა ყაზბეგმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ მას პროექტის იდეა მოჰპარეს. ლიკა წლებია, აკეთებს პროექტს – „წარმატებული ქალი პოდიუმზე“, ის წელსაც გეგმავს ჩვენების გამართვას, მაგრამ უკვე სხვა ფორმატით.
  ლიკა ყაზბეგი: საზოგადოებამ იცის, რომ ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი სამოდელო სააგენტოს დამაარსებელი ვარ. აქედან გამომდინარე, თითქმის ყველა დიზაინერთან მიწევს თანამშრომლობა, ბევრი მათგანი ჩემი მეგობარია. მათთან ხშირი კონტაქტის გამო ყველაზე მეტი ინფორმაცია სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელებს გვაქვს, ვიცით ვინ ვის ეპაექრება, ვინ ვის ადანაშაულებს მიმბაძველობაში. დიზაინერები სულ ერთმანეთის ბრალდებებში არიან, ყველას ჰგონია, რომ სხვა მას ბაძავს და კონკრეტული თარგის, თუ ფეხსაცმლის იდეა სწორედ მისგან წაიღო. წლების განმავლობაში ამას უკვე მიჩვეული ვარ. ერთმა დიზაინერმა მეორე რომ არ გააქილიკოს, შეიძლება, გამიკვირდეს, ვიფიქრო, რამე ხომ არ სჭირს-მეთქი. რა თქმა უნდა, არიან გამონაკლისები და ჩემი ნათქვამიც უტრირებულია, მაგრამ წარმოიდგინეთ, ამას რომ ვამბობ, უკვე რა შთაბეჭდილება მაქვს შექმნილი. რაც შემეხება მე, დიზაინერი არ ვარ. აქედან გამომდინარე, ვერც კაბის დიზაინს მომპარავს ვინმე, ვერც შარვალს, ფეხსაცმელს თუ აქსესუარს. სამაგიეროდ, წლებია, ჩვენებებს ვაწყობ და აქ მომწვდა პლაგიატის ხელი (იცინის). მიხარია, რომ აღარ გავჩუმდი და ვთქვი ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა. სტატუსი რომ არ დამეწერა, ჩემთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ვერ გავიგებდი. საქპატენტში სიახლეა და მე ეს არ ვიცოდი. ეს სიახლე იდეის დაპატენტებას, უფრო სწორად დეპონირებას ეხება. ადრე არ იყო იმის საშუალება, რომ შენი საკუთრება დაგეცვა. ახლა ეს შეიცვალა. იდეის დეპონირების წყალობით, ხელში ბერკეტი გიკავია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ პლაგიატს სამართლებრივად დაუპირისპირდები.
– ახალი პროექტის გაკეთებას გეგმავთ?
– რაც შეეხება ჩემს პროექტს, ეს არის განსხვავებული ფორმატის, შინაარსი ჩვენება, რომელიც არ ჰგავს მანამდე ჩატარებულ არცერთ ჩვენებას. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ არ მიყვარს იმის კეთება, რაც სხვებს გამოსდით. ყოველთვის ვცდილობდი, გამორჩეული ვყოფილიყავი, მეკეთებინა ის, რაც ახალი იყო, უცხო და განსხვავებული. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რადგან სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი ვიყავი, მოდელებისთვის სტანდარტული ჩვენებების კეთება მიწევდა. ეს აუცილებელი იყო. 15 წელი ვაკეთებდი ერთსა და იმავეს, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი არ მომბეზრდა და დავიწყე ფიქრი ახალზე და განსხვავებულზე. ასე შეიქმნა პროექტი და პირობითად დაერქვა სახელი – „წარმატებული ქალი პოდიუმზე“, რომელიც დედაჩემმა მოიფიქრა და მისი ხათრით დღემდე ასე ჰქვია.
– რას ამბობს ამ ყველაფერზე ის ადამიანი, ვინც თქვენი პროექტის იდეა განახორციელა?
– ჯერ კიდევ შარშან დავუკავშირდი ადამიანს, რომელმაც ჩემი პროექტის ზუსტი ანალოგი გააკეთა და ვუთხარი, რომ ეს მისთვის არ იყო მომგებიანი. იმ პროექტის გაკეთება მხოლოდ ჩემთან ასოცირდება და ეგონათ, მე გავმართე. რომ მახსენდება, ახლაც მეცინება და დღემდე გაოცებას ვერ ვმალავ. ვერ ხვდებოდა ადამიანი, რა პრეტენზია მქონდა, როდესაც სათაური არ წაუღია. ფორმატი, ფორმა, შინაარსი დააკოპირა და პროექტის დასახელება რომ დამიტოვა, ალბათ, მადლობა უნდა მეთქვა. არადა, ყველა პროფესიონალმა იცის, რომ ჩვენება სათაური არ არის!
– რითი იყო განსხვავებული თქვენი იდეა?
– რადგან მე დიზაინერი არ ვარ და სტანდარტული ჩვენების გაკეთებას არ ვფიქრობდი, გადავწყვიტე, წამყვანი მყოლოდა. მანამდე იყო ერთი ჩვენება წამყვანით – 1997 წელს და ისიც ჩემი იყო. წამყვანი იმიტომ დამჭირდა, რომ არ იყო მხოლოდ ჩვენება. მომღერლები მყავდა მოწვეული და ჩვენებებს შორის მღეროდნენ. ჩემი სამოდელო სააგენტოს იუბილე იყო და წამყვანი იმიტომ მჭირდებოდა, რომ მინდოდა, მოწვეული სტუმრებისთვის სააგენტოს შესახებ მცირე ინფორმაცია გაეცნო.
– წამყვანის გარდა, რა სიახლე შეიტანეთ თქვენს პროექტებში?
– გადავწყვიტე, პოდიუმზე ცნობილი სახეები გამეყვანა – ძირითადად, ხელოვანი ადამიანები, ისინი, რომლებიც თავიანთ პროფესიაში წარმატებულები იყვნენ, მაგრამ საზოგადოებამ მათ შესახებ არ იცოდა. ეს ადამიანები  არა მარტო ნიჭიერები და წარმატებულები, არამედ ფიზიკურადაც ისეთ ფორმაში არიან, რომ ბევრ მოდელს ტოლს არ უდებენ. ჩემს პროექტს ეს „სისუსტე“ აქვს – რეგალიებთან ერთად გარეგნობასაც ვითვალისწინებთ. მაინც დეფილეა და უხდება სილამაზე.
– ცნობილი სახეები პოდიუმზე თქვენამდე არ გასულან?
– კი, რა თქმა უნდა. ცნობილ სახეებთან ბევრ დიზაინერი მეგობრობს და ზოგჯერ ერთი ან ორი პოდიუმზე პროფესიონალ მოდელებთან ერთად გაჰყავთ. ჩემი ფორმატი განსხვავებულია იმით, რომ ჩემთან ყველა არაპროფესიონალია. მე რომ დიზაინერი ვიყო და ბრენდის გაპიარება მინდოდეს, პოდიუმზე აუცილებლად პროფესიონალებს გამოვიყენებდი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი პროექტი წაიღო, არ არის მომგებიანი ჩემი მიბაძვა, რადგან ამბიცია აქვს, რომ არის დიზაინერი. ალბათ, ოდესმე მიხვდება ან ეტყვის ვინმე. ასევე, ჩემია რეგალიები.
– ადამიანმა, ვისზეც დაწერეთ სტატუსი, ესეც დააკოპირა?
– დიახ და ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული. პატარა ბავშვები სათამაშოებს რომ ართმევენ ერთმანეთს და კინკლაობენ, ასე ვართ ეხლა ჩვენ. და ეს არ მოხდებოდა, იდეებთან დაკავშირებით მანამდე რომ ყოფილიყო რაიმე რეგულაციები საქპატენტში ან მე რომ დროულად გამეგო. მაშინ პოსტის დაწერაც არ დამჭირდებოდა. თუმცა, კარგია, რომ დავწერე.
– რას აპირებთ?
– რა თქმა უნდა, ვაპირებ, ჩემი პროექტის კეთება გავაგრძელო. სულ მალე მოძრაობის თეატრში მექნება ჩვენება, თუმცა იძულებული გავხდი მისი ფორმატი შემეცვალა. ერთ პატარა ქალაქში ორი ერთნაირი პროექტი ძალიან ბევრია.
–  რა შეცვალეთ?
–  სჯობს, ჯერ დეპონირება გავუკეთო, თორემ, ალბათ, მის ანალოგსაც ვნახავ (იცინის). მე ასეთი ბედი მაქვს. ძალიან მალე მექნება დიდი ჩვენება, რომელსაც საზოგადოება წელიწადზე მეტია ელის. მინდა, რამდენიმე პროექტი გავაერთიანო.
– თქვენი პირადი ცხოვრება ყოველთვის აქტუალური იყო, ახლა რა ხდება?
- არ ვიცი, რამდენ ხანს უნდა იყოს აქტუალური ჩემი ქორწინების თემა. უკვე ორი წელი გავიდა განქორწინებიდან და ალბათ, სამი ამდენი დროა საჭირო, რომ ყველას დაავიწყდეს, რა თავგადასავალში გადაეშვა ლიკა. ალბათ, ხალხი ფიქრობს, რომ მოდის სფერო და კრიმინალური სამყარო არასდროს ყოფილა ასე ახლოს და ამიტომ არის დღემდე ინტერესი. ვერ ვიტყოდი ამას (იცინის).  ყველა ცნობილი ბრენდი, რაც არსებობს და რაც შემოდიოდა მოდაში, პირველს ჩემს ყოფილ ქმარს ეცვა. მიკვირდა მისი ასეთი მისწრაფება ჩაცმის მიმართ, რადგან  არ იყო თავისუფლებაში. მეგონა, იმ დაწესებულებაში, სადაც ის იმყოფებოდა,  სულერთი უნდა ყოფილიყო, რა ეცმეოდათ, მაგრამ რატომღაც პირიქით იყო. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, წარსულზე საუბარი აღარ მინდა, მირჩევნია, მომავალზე მოგიყვეთ.

скачать dle 11.3